იმედის მეკარე ამარცხებს ყოფილ კლუბს

სპორტკომპლექს არენაში, საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში სტუ-ქარიშხალამ მოუგო გორს, 43-35, ხოლო თელავის იმედმა დაამარცხა თბილისის პეგასი, 38-27. 

ეროვნული ნაკრების 20 წლის მეკარე, ზურაბ ცინცაძე ახალ სეზონში თბილისის პეგასიდან გადავიდა იმედში – კლუბში, სადაც თავის დროზე ვარჯიში დაიწყო. სწორედ ცინცაძე იყო იმედ-პეგასის მატჩის საუკეთესო მოთამაშე. უკვე პირველ ტაიმში მეკარემ იმდენი ბურთი მოიგერია ყოფილი თანაგუნდელებისგან, რომ პეგასის ახალგაზრდული გუნდი სრულიად დაიბნა და ბევრით გაუშვა წინ მეტოქე- 7-15. ტაიმი თელავის კლუბმა  18-12 მოიგო, მეორე ნახევრის შუაში კი სხვაობამ 17 ბურთსაც უწია – 34-17. საბოლოოდ, იმედმა თერთმეტით მოიგო, 38-27 და ორი მატჩის შემდეგ ორივე გუნდს 2-2 ქულა დაუგროვდა. ხვალ იმედი გორის გუნდს შეხვდება, პეგასი – სტუ-ქარიშხალას.  სტუ-ქარიშხალამ დღეს მეორე მოგება ჩაიწერა – 43-35 დაამარცხა უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, გორის გუნდი.

სამშაბათის ორი თამაშის შემდეგ რვავე გუნდს 3-3 თამაში დაუგროვდება და  ჩემპიონატი გაგრძელდება 2017 წელს – რვავე გუნდი თბილისში შეიკრიბება და პირველ წრეს დაასრულებს. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს საქართველოს 2017 წლის ჩემპიონს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

თბილისი, არენა 1. 19 დეკემბერი

გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი, ოქროპირიძე – ზუბიაშვილი 13, გაგლოშვილი 6, ტარუაშვილი 4, მჭედლიშვილი 4, დალაქიშვილი 4, ნიაზაშვილი 4, მურადაშვილი, იაშვილი, ტურაშვილი

სტუ: სამიტაშვილი, ხანდოლიშვილი – მამულაშვილი 9, არსენაშვილი 8, სტურუა 8, გ. ფერაძე 5, ბულბულაშვილი 4, ჯორბენაძე 3, ასაბაშვილი 3, აბდულაევი 2, მ. კობახიძე 1, ზ. ფერაძე,  მიქაძე

იმედი თელავი-პეგასი 38-27

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მიქავა 8, ბაინაზიშვილი 7, გიორგაძე 6, მაისაშვილი 4, ცისკარიშვილი 4, ვალიევი 3, ცხვარაშვილი 2, აბაშიძე 1, ნარსია 1, ბაჯალაძე 1, გოგუა 1

პეგ: ი. დიხამინჯია – ცხოვრებაძე 11, ზარნაძე 5, ბაძაღუა 3, კაჭკაჭაშვილი 3, გოგავა 2, გ. დიხამინჯია 2, ლაპიაშვილი 1, კუხალაშვილი

მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მოლდოვა)

ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი

———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ

BSB ბათუმი———3—3—0—0—134-84–6

სტუ-ქარიშხალა—-2—2—0—0—-68-56–4

ქუთაისი————-3—2—0—1—108-97–4

იმედი თელავი——2—1—0—1—59-52—2

პეგასი—————-2—1—0—1—83-77—2

სამტრედია———-3—1—0—2–110-111–2

გორი—————–2—0—0—2—-74-99—0

წყალტუბო———-3—0—0—3—-97-157–0

20 დეკემბერი, არენა 1

12:30 იმედი თელავი-გორი

14:00 სტუ/ქარიშხალა-პეგასი

18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი – გორი 56-39

15-17 დეკემბერი, ზესტაფონი

15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28

16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38

17 დეკ. ქუთაისი – წყალტუბო 49-35, ბათუმი – სამტრედია 44-30

Leave a Reply