ლიგის პლეიოფი დაკომპლექტდა

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ორივე ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ქალებში გამოვლინდა რვა მეოთხედფინალისტი, ხოლო კაცებში – მეოთხედფინალის ორი მონაწილე და მერვედფინალის 6 წყვილი. 

მიმოხილვაქალები: http://www.ehftv.com/int/video/2017-03-12-rewind-women-episode-12

კაცები: http://www.ehftv.com/int/video/2017-03-12-rewind-episode-14

ქალთა ტურნირზე პლეიოფის ბოლო საგზური მოიპოვა დანიის მიდტიულანდმა, რომელმაც სტუმრად დაამარცხა კონკურენტი, სლოვენიის კრიმ მერკატორი 27-21. კაცებში ბოლო ტურში მიაღწიეს მიზანს ხორვატიის ზაგრებმა და დანიის სილკებორგმა.

ზაგრებმა შინ 12 000 მაყურებლის თვალწინ 23-21 მოუგო სლოვენიის ცელიეს და რადგანაც სლოვენიაში 28-30 ჰქონდა წაგებული, სტუმრად გატანილი მეტო გოლის წყალობით გადაუსწრო კონკურენტს. ორივე გუნდის ჯობნა შეეძლო შვედეთის კრისტიანსტადს, ვისაც ფრე სჭირდებოდა მაკედონიაში, მაგრამ ვარდარმა 32-29 მოიგო, B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პირდაპირ მეოთხედფნალში მოხვდა.

A ჯგუფში პირველობა შეინარუჩნა ბარსელონამ, რომელმაც დაამარცხა პოლონეთის ვისლა – 36-28. ვისლას ქულა სჭირდებოდა მეექვსე ადგილის შესანარჩუნებლად, მაგრამ ვერ მოახერხა, დანიიის სილკებორგმა კი შინ მოუგო შვეიცარიის შაფჰაუზენს, კონკურენტს დაეწია და უკეთესი პირადი ბალანსით (24-33, 28-25) გავიდა მერვედფინალში.

პლეიოფში 22 მარტს დაიწყება, შეჯიბრება კი დასრულდება მაისში, ფინალური ოთხეულებით. ქალები გამარჯვებულს ბუდაპეშტში გამოავლენენ, კაცები – კიოლნში.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. ჯგუფური ეტაპი, 14 ტური, 8-12 მარტი

A ჯგუფი

ბარსელონა 25 – პსჟ 24, ვესპრემი 18, ფლენზბურგი 15, კილი 12, სილკებორგი 8 – ვისლა 8, შაფჰაუზენი 2

გამოტოვებული: ფლენზბურგი-შაფჰაუზენი 31-26

ვესპრემი (უნგ) – ფლენზბურგი (გერ) 34-28

ბარსელონა (ესპ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 36-28

სილკებორგი (დან) – შაფჰაუზენი (შვც) 37-32

პსჟ (საფ) – კილი (გერ) 42-24

B ჯგუფი

ვარდარი 20 – კელცე 18, სეგედი 17, რაინ-ნეკარი 17, ბრესტი 14, ზაგრები 9 – ცელიე 9, კრიტიანსტადი 8

რაინ ნეკარი (გერ) – სეგედი (უნგ) 24-30

ზაგრები (ხორ) – ცელიე (სლნ) 23-21

კელცე (პოლ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 35-27

ვარდარ სკოპიე (მკდ) – კრისტიანსტადი (შვდ) 32-29

და ჯგუფებ. პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად

მონპელიე (საფ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 29-29 (36-34)

ნანტი (საფ) – ლა რიოხა (ესპ) 37-31 (31-25)

მერვედფინალი: 22/26 მარტი – 30 მარტი/2 აპრილი

ნანტი-პსჟ, მონპელიე-კელცე, ზაგრები-ვესპრემი, სილკებორგი-სეგედი, ბრესტი-ფლენზბურგი, კილი-რაინ ნეკარი

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17,  ქალები

მეორე ჯგუფური ეტაპი. 10 ტური, 11-12 მარტი

1 ჯგუფი: ვარდარი 15, ფერენცვაროში 14, ბუდუჩნოსტი 14, მეცი 10 – ტიურინგერი 5, ასტრახანოჩკა 2

ფერენცვაროში (უნგ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 23-24

ასტრახანოჩკა (რუს) – მეცი (საფ) 20-28

ვარდარი (მკდ) – ტიურინგერი (გერ)  36-26

2 ჯგუფი: დიორი 17, ლარვიკი 12, ბუკურეშტი 11, მიდტიულანდი 10 – კრიმი 6, ესბიერგი 4

კრიმ მერკატორი (სლნ) – მიდტიულანდი (დან) 21-27

ესბიერგი (დან) – ბუკურეშტი (რუმ) 20-25

ლარვიკი (ნორ) – დიორი ეტო (უნგ) 25-26

მეოთხედფინალი, 7-9/14-16 აპრილი

მიდტიულანდი-ვარდარი, მეცი-დიორი, ბუკურეშტი-ფერენცვაროში, ბუდუჩნოსტი-ლარვიკი

Leave a Reply