ლიგის პირველი მეოთხედფინალისტები

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ქალთა ტურნირზე გამოვლინდა პირველი ორი მეოთხედფინაალისტი – მაკედონიის ვარდარი და უნგრეთის ფერენცვაროში. განახლდა კაცთა ტურნირიც, სადაც ჯგუფური ეტაპის დასრულებემდე კიდევ 4 ტურია. 

ვარდარს ამ სეზონში თამაში არ წაუგია, თუმცა, ბეწვის ხიდზე გაიარა გერმანიაში, სადაც ბოლო ორ წუთში სამი გოლი გაუტანა ტიურინგერს და უმძიმესი მატჩი მოუგო – 31-29. ამავე ჯგუფში ფერენცვაროშმა მონტენეგროში გაანადგურა ბუდუჩნოსტი – 33-25. ფერენცვაროში, დიორისგან განსხვავებით, სუფთა უნგრული გუნდია და უცხოელი ვარსკვლავებიდან მხოლოდ ესპანეთის ნაკრების გამთამაშებელი, ნერეა პენია ჰყავს.

დიორს მოულოდნელად შინ გაუჭირდა ნორვეგიის ლარვიკთან და ბოლო ორწუთნახევარში გატანილი 3 გოლით გაათნაბრა ანგარიში, 27-27. მეორე ჯგუფში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – მოქმედმა ჩემპიონმა, ბუკურეშტიმ 33-25 მოუგო ესბიერგს და მეოთხედფინალში გამსვლელ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ქალებს ამ კვირაში შესვენება აქვთ და შემდეგ მიყოლებით გამართავენ დარჩენილ 3 ტურს, რის შემდეგაც მეოთხედფინალი დაკომპლექტდება.

განახლდა კაცთა ტურნირი. ბარსელონამ სტუმრად მოუგო უნგრეთის ვესპრემს, 25-22 და პლეიოფი ოფიციალურად გაინაღდა, თუმცა, დარჩენილ 4 ტურში პარი-სენ ჟერმენთან მოუწევს ბრძოლა ჯგუფში პირველი ადგილისთვის, რაც პირდაპირ მეოთხედფინალში თამაშის უფლებას იძლევა. ბარსელონას გარდა, პლეიოფში უკვე გავიდნენ პსჟ, ვარდარი, მოქმედი ჩემპიონი კელცე, სეგედი და რაინ-ნეკარი.

C და D ჯგუფებში კი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი 4 გუნდი ისედაც ცნობილი იყო და ბოლო ტური ფორმალობა გახლდათ. 1-5 და 8-12 მარტის შუალედში ორი წყვილი, მოონპელიე-ზაპოროჟიე და ნანტი-ლა რიოხა მერვედფინალში გასასვლელ პლეიოფს გამართავს. ამ ოთხეულიდან გამოსარჩევია მონპელიე, სადაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების დამწყები შვიდეულის ოთხი ხელბურთელი თამაშობს – მეკარე ჟერარი, ფაბრეგასი, პორტი და გიგუ.

ქალები. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-02-12-rewind-women-episode-09

კაცები. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-02-12-rewind-episode-10

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17,  ქალები

მეორე ჯგუფური ეტაპი. 7 ტური, 11-12 თებერვალი

1 ჯგუფი: ვარდარი 13 ქულა, ფერენცვაროში 11, ბუდუჩნოსტი 8, მეცი 6 – ტიურინგერი 4, ასტრახანოჩკა 0

მეცი (საფ) – ასტრახანოჩკა (რუს) 37-18

ტიურინგერი (გერ) – ვარდარი (მკდ) 29-31

აგილარი, ენგელი,  ნიდერვიზერი 5 – პენეზიჩი 10, ლეკიჩი 8, ალტჰაუსი 5, ჰერემი 4

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ფერენცვაროში (უნგ) 25-33

ბულატოვიჩი 7 – სუჩანსკი 7

2 ჯგუფი: დიორი 11, მიდტიულანდი 8, ლარვიკი 8, ბუკურეშტი 7 – კრიმი 6, ესბიერგი 2

მიდტიულანდი (დან) – კრიმ მერკატორი (სლნ) 28-19

დიორი ეტო (უნგ) – ლარვიკი (ნორ) 27-27

მორკი 7, ხროტი 5 – კურტოვიცი 10, ფრაფიორდი 4

ბუკურეშტი (რუმ) – ესბიერგი (დან) 33-25

მარტინი 6, ნიომბლა 5 – ალმი 7

8 ტური: 25-26 თებერვალს. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, აცები. ჯგუფური ეტაპი10 ტური9-12 თებერვალი

A ჯგ: ბარსელონა 18 – პსჟ 16, ფლენზბურგი 11 (9 თამ), კილი 11, ვეპრემი 10, ვისლა 6 – სილკებორგი 4. შაფჰაუზენი 2 (9)

შაფჰაუზენი (შვც) – კილი (გერ) 25-30

ჩასარი 5 – ეკბერგი 8, დუვნიაკი, ვუინი 5

ვესპრემი (უნგ) – ბარსელონა (ესპ) 22-25

გაიჩი, ნადი 6 – რივერა 5, ლ. ანდერსონი 4

პსჟ (საფ) – სილკებორგი (დან) 32-27

კარაბატიჩი 11, ჰანსენი 6 – ნ. ნილსენი 6

ვისლა პლოცკი (პოლ) – ფლენზბურგი (გერ) 30-37

ივიჩი 6 – რადივოევიჩი 9,  ჯორჯიჩი, ვანე 5

B ჯგ. ვარდარი 14 – კელცე 14, სეგედი 13, რაინ-ნეკარი 13, ბრესტი 11, კრიტიანსტადი 6 – ცელიე 5, ზაგრები 4

რაინ ნეკარი (გერ) – კელცე (პოლ) 28-25

სიგურდსონი 7, პეტერსონი 5 – აგინაგალდე 5, შტრლეკი 4

ვარდარ სკოპიე (მკდ) – ზაგრები (ხორ) 25-20

დუიშებაევი 7, ცინდრიჩი, კარაჩიჩი 4 – მარკოვიჩი 6

ცელიე (სლნ) – კრისტიანსტადი (შვდ) 27-28

იანცი 8 – სორენსენი, ტოლბრინგი 7

მეშკოვ ბრესტი (ბლრ) – სეგედი (უნგ) 25-23

ჯამალი 8, შილოვიჩი 5- კალმანი 6, ბუნტიჩი 4

A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

11 ტური – 15-19 თებერვალს

C ჯგუფი. მონპელიე 16, ლა რიოხა 11 – მეტალურგი 10, პრეშოვი 9, ელვერუმი 8, მედვედი 6

ტატრან პრეშოვი (სლკ) – ლა რიოხა (ესპ) 30-27

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 31-24

მონპელიე (საფ) – ელვერუმი (ნორ) 31-24

D ჯგუფი. ნანტი 17, ზაპოროჟიე 15 – ბეშიქთაში 11, დინამო 8, ჰოლსტებრო 5, ბრაგა 4

ბრაგა (პორ) – ნანტი (საფ) 29-34

ბეშიქთაში (თურ) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 29-27

ჰოლსტებრო (დან)– მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 28-30

პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად: ზაპოროჟიე-მონპელიე, ლა რიოხა-ნანტი – 01-05.03 – 08-12.03

Leave a Reply