მორიგი ტური ოზურგეთში დაიწყო

ოზურგეთის სპორტის სასახლეში დაიწყო ჭაბუკ ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი დასავლეთი საქართველოს 5 გუნდის მონაწილეობით. პირველ დღეს ფოთის „ოქროს ვერძმა“ დაამარცხა ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ (19-16) და სამტრედია (34-20), წყალტუბომ მოუგო სამტრედიას (29-20), ბათუმელებმა კი დაამარხეს ქუთაისი, 22-16. 

ფოთმა პირველი ტაიმი 8-12 წააგო ბათუმთან, მაგრამ მეორეში სულ 4 გოლი გაუშვა – 19-16, ხოლო ხვალ მთავარი მატჩი ექნება წყალტუბოსთან, ვისთანაც პირველ ეტაპზე დამარცხდა და დასავლეთის ლიგის ჩემპიონობა დაუთმო.  

მეორე ეტაპისთვის 10 საუკეთესო გუნდი რეგიონალური პირველობებიდან შეირჩა. ოზურგეთის ტური 18 თებერვალს დასრულდება. აღმოსავლეთ საქართველოს 5 გუნდმა 4-4 მატჩი უკვე გამართა – აქ ლიდერობს თბილისის „პეგასი“ 8 ქულით. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური გაიმართება 4-8 მარტს, თბილისში და გაირკვევა საუკეთესო ექვსეული, რომელიც მარტის ბოლოს ერთწრიან ტურნირში ჩემპიონს გამოავლენს.

ამის შემდეგ შედგება ამ ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა ნაკრები, რომლის მწვრთნელია ტიტე კალნდაძე. გუნდმა წლეულს უნდა ითამაშოს შვედეთში, პარტილეს თასზე, გაისად კი უწევს პირველი ოფიციალური ეჯიბრება – 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი თვრამეტწლამდელთა შორის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ჭაბუკები, 2000-01

მეორე ეტაპი. დასავლეთი

ოზურგეთის სპორტის სასახლე, 16-18 თებერვალი

16 თებერვალი

ფოთი – ბათუმი 19-16

ფოთ: ფაჩულია, კეკუა, დანელია – შარტავა 6, ბჟალავა 5, ჟვანია 5, ცხვარაძე 2, დიდია 1, ჩემინავა, დათუნაშვილი, ფანცულაია, დანელია, პაჭკორია, გვარამია – მწვ. ჭანტურია

ბათ: ბერიძე, ვაშალომიძე – კახიძე 5, ფუტკარაძე 3, ტ. მჟავანაძე 2, კეკელიძე 2, თურმანიძე 2, ვასაძე 1, ზარქუა 1,  მახათაძე,  კაკულია, ზ. მჟავანაძე, მახაჭაძე, საღრიშვილი – მწვ. კაკულია, ჭანტურია

წყალტუბო-სამტრედია 29-20

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე – ბენიძე 6, ხელაძე 6, ციბაძე 5, ჯიმშელეიშვილი 4, გველესიანი 3, გოგიძე 2, კუხალაშვილი 1, მეფარიძე 1, შვანგირაძე 1, ნ. ბაბუნაშვილი – მწვ. გოგიძე, ჯანელიძე

სამ: შველიძე, დუნდუა – ძნელაძე 8, ხომერიკი 3, ცეცხლაძე 2, ფანცულაია 2, თევზაძე 2, ნადირაძე 1, ხელისუფალი 1, ადამია 1, მანაგაძე, კოპალეიშვილი, პირტახია, აფრიდონიძე – მწვ. ქავზინაძე

ბათუმი-ქუთაისი 22-16

ბათ: ფუტკარაძე 5, კეკელიძე 5, კახიძე 5, ვასაძე 3, ტ. მჟავანაძე 3, ზარქუა 1

ქუთ: ძოძუაშვილი, რუხაძე – ჯ. იმნაძე 8, ლ. იმნაძე 4, აბულაძე 2, ჯაბიძე 1, ყიფიანი 1, კუხიანიძე – მწვ. გობეჯიშვილი

სამტრედია-ფოთი 20-34

სამ: ძნელაძე 7, მ. ფანცულაია 3, თევზაძე 3, ხომერიკი 3, ხელისუფალი 2, ადამია 1, ნადირაძე 1

ფოთ: დ. ფანცულაია 9, ბჟალავა 8, ჟვანია 7, დიდია 5, ცხვარაძე 2, შარტავა 1, პაჭკორია 1, გვარამია 1

მსაჯები: ა. კომახიძე, ვ. ზურაბიანი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

17 თებერვალი

12:00 ფოთი-ქუთაისი 13:30 წყალტუბო-ბათუმი

15:00 ქუთაისი-სამტრედია 16:30 წყალტუბო-ფოთი

18 თებერვალი

12:00 ბათუმი-სამტრედია 13:30 ქუთაისი-წყალტუბო

აღმოსავლეთი. 8-12 თებერვალი, არენა 1

პეგასი 8 ქულა, ქარიშხალა 6, რუსთავი 4, თელავი 2, გორი 0

საერთო ტური – 4-8 მარტს, თბილისში

ფინალური ექვსეული – 25-29 მარტს, თბილისში

პირველი ეტაპი. დასავლეთი. ოზურგეთი

წყალტუბო 10 ქულა, ფოთი 8, BSB ბათუმი 6, სამტრედია 4, ქუთაისი 2 – აჭარა 0

აღმოსავლეთი. თელავი. თამაზ ანთაძის არენა

გორი 8 ქულა, თელავი 4 –  ყვარელი 2, ლაგოდეხი 0

თბილისი.  არენა 1

პეგასი 8 ქულა, რუსთავი 6, ქარიშხალა 4 – იმედი-2 2, იმედი-1 0

Leave a Reply