აღმოსავლეთმა პირველი ნაწილი დაასრულა

ჭაბუკ ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის მთავარ რაუნდში ოთხ-ოთხი მატჩი ითამაშეს აღმოსავლეთი საქართველოს გუნდებმა. 16 თებერვლიდან შეჯიბრებაში ჩაებმება დასავლეთის ხუთეული, ხოლო პირველი წრე დასრულდება მარტში. 

4 მოგებით ლიდერობს ბოლო წლების ჩემპიონი პეგასი, მეორეა ქარიშხალა (6 ქულა), მესამე – რუსთავი (4), მეოთხეზე – თელავი, 2 ქულა. შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა, გორის გუნდმა 2 თამაში წააგო და ბოლო ორ მატჩზე თბილისში არ ჩამოსულა.  

მეორე ეტაპისთვის 10 საუკეთესო გუნდი რეგიონალური პირველობებიდან შეირჩა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონს პლეიოფში გამოავლენს. ამ ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა საქართველოს ნაკრებს 2018 წელს უკვე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ელის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ჭაბუკები, 2000-01

მთავარი რაუნდი (პეგასი, რუსთავი, ქარიშხალა, გორი, თელავი, წყალტუბო, ფოთი, ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი – ორ წრედ. 4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში)

პირველი წრე, აღმოსავლეთი. 8-12 თებერვალი, არენა 1

პეგასი 8 ქულა, ქარიშხალა 6, რუსთავი 4, თელავი 2, გორი 0

8 თებ. პეგასი – თელავი 46-17, რუსთავი-ქარიშხალა 31-33                                                               

9 თებ. თელავი-გორი 32-30, ქარიშხალა-პეგასი 24-38

10 თებ. გორი-რუსთავი 20-37

გორ: გლუნჩაძე – გახოკიძე 5, ჯაფიაშვილი 5, მღებრიშვილი 3, გუდურაშვილი 3, ჩიხლაძე 2, ხუბულური 1, გიგაური 1, გ. მეტრეველი, შემშენოვი, გოგინაშვილი

რუს: ნ. ბაბუნაძე – ეძგვერაძე 19, გავაშელიშვილი 6, გ. ბაბუნაძე 4, ნ. მეტრეველი 3,  ჩოხელი 3, დარსაველიძე 2, ერემეიშვილი, ბაბუნაშვილი

ქარიშხალა-თელავი 34-20

ქარ: მღებრიშვილი – ასაბაშვილი 15, ზურაბიანი 6, ციხიშვილი 6, გიორგაძე 3, გობეჯიშვილი 2, ხაჟომია 1, ქურასპაული 1, ცანავა, ბეინაშვილი, დიღმელაშვილი

თელ: გელაშვილი, ერქომაიშვილი – ოდელაშვილი 9, თ. ილაშვილი 5, ბოჭორიშვილი 2, ჭიღლაშვილი 2, მებაღიშვილი 1, დ. ილაშვილი 1, რ. მირიანაშვილი, სტეფანიშვილი, სხილაძე, გერგიშვილი, ა. მირიანაშვილი

11 თებ. რუსთავი-თელავი 40-23

რუს: ნ. ბაბუნაძე – ეძგვერაძე 24, გავაშელიშვილი 7, გ. ბაბუნაძე 4, დარსაველიძე 3, ჩოხელი 2, ნ. მეტრეველი,  ერემეიშვილი, ბაბუნაშვილი

თელ: გელაშვილი, ერქომაიშვილი – ოდელაშვილი 13, თ. ილაშვილი 3, დ. ილაშვილი 3, ბოჭორიშვილი 2, რ. მირიანაშვილი 1, ჭიღლაშვილი 1, მებაღიშვილი, სტეფანიშვილი, სხილაძე, გერგიშვილი, ა. მირიანაშვილი

პეგასი-გორი 10-0

12 თებ. გორი-ქარიშხალა 0-10

რუსთავი-პეგასი 17-42

პეგ: ი. დიხამინჯია – კუხალაშვილი 11, ლაპიაშვილი 8, თ. კევლიშვილი 5, ნ. კევლიშვილი 4, ქათამაძე 4, პატაშური 3, კალანდაძე 2, კაჭკაჭაშვილი 2, ჯაფარიძე 2, კახოშვილი 1, კავთელიშვილი

რუს: ჩოხელი  – ეძგვერაძე 12, გავაშელიშვილი 3, გ. ბაბუნაძე 1, ნ. მეტრეველი 1,  ბაბუნაშვილი, გელაშვილი

მსაჯები: გ. დიხამინჯია, ვ. ბაძაღუა, დელეგატი: ლ.გელაშვილი

დასავლეთი. 1 წრე – 16-18 თებერვალს, ოზურგეთში

პირველი წრის საერთო ტური – 4-8 მარტი, თბილისი

მეორე წრე. აღმოსავლეთი – 18-22 მარტი, თბილისი

მეორე წრე. დასავლეთი –  25-29 მარტი.

მეორე წრე. საერთო ტური – 18-22 აპრილი, თბილისი

ფინალური ოთხეული – 2-3 მაისი, თბილისი

Leave a Reply