პეგასი, ტრადიციულად, ლიდერია

სპორტკომპლექს არენაში, უფროსი ასაკის (2000-01) ჭაბუკ ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე თამაში მოიგო ბოლო წლების უცვლელმა ჩემპიონმა, პეგასმა, რომელმაც დაამარცხა ქარიშხალა, 38-24. თელავმა მოუგო გორს – 32-30. რუსთავის გუნდი ისვენებდა.

პეგასის მწვრთნელებმა დაასვენეს ლიდერი, გიორგი ცხოვრებაძე, ხოლო მეორე მატჩის შედეგი ერთგვარად მოულოდნელი იყო, რადგანაც გორის გუნდი შარშანდელი ჩეპიონატის ვერცხლის პრიზორია. ხვალ პეგასი ისვენებს, თამაშობენ გორი-რუსთავი, ქარიშხალა-თელავი.

დასავლეთის ხუთეული (წყალტუბო, ფოთი, ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი) 16 თებერვლიდან ითამაშებს ოზურგეთში, ხოლო 4-8 მარტს თბილისში გაიმართება ჯვარედინი ტური, რომელიც პირველ წრეს დაასრულებს. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონს პლეიოფში გამოავლენს. მეორე ეტაპისთვის 10 საუკეთესო გუნდი რეგიონალური პირველობებიდან შეირჩა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ჭაბუკები, 2000-01

მთავარი რაუნდი (პეგასი, რუსთავი, ქარიშხალა, გორი, თელავი, წყალტუბო, ფოთი, ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი – ორ წრედ. 4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში)

პირველი წრე, აღმოსავლეთი.

პეგასი 4 ქულა (2 თამაშიდან), ქარიშხალა 2 (2), თელავი 2 (2), რუსთავი 0 (1), გორი 0 (1)

9 თებერვალი, არენა 1

თელავი-გორი 32-30

თელ: გელაშვილი, ერქომაიშვილი – ოდელაშვილი 10, თ. ილაშვილი 7, დ. ილაშვილი 7, ბოჭორიშვილი 5, ჭიღლაშვილი 2, რ. მირიანაშვილი 1, სტეფანიშვილი, სხილაძე, გერგიშვილი, მებაღიშვილი, ა. მირიანაშვილი

გორ: თითირაშვილი, გლუნჩაძე – ჯაფიაშვილი 9, გახოკიძე 7, ხუბულური 5, მღებრიშვილი 3, ჩიხლაძე 3, გიგაური 3, შემშენოვი, გოგინაშვილი, ლურსმანაშვილი – მწვ. მამაცაშვილი, გაგლოშვილი

ქარიშხალა-პეგასი 24-38

პეგ: ი. დიხამინჯია, ბურანისი – კუხალაშვილი 12, კაჭკაჭაშვილი 5, ნ. კევლიშვილი 5, კალანდაძე 5, კახოშვილი 4, ჯაფარიძე 3, ქათამაძე 2, თ. კევლიშვილი 1, პატაშური 1, კავთელიშვილი

ქარ: მღებრიშვილი, გოგრიჭიანი – ზურაბიანი 10, ცანავა 4, ციხიშვილი 4, ასაბაშვილი 3, ქურასპაული 2, ბეინაშვილი 1, გიორგაძე, გობეჯიშვილი, დიღმელაშვილი, ხაჟომია

მსაჯები: გ. დიხამინჯია, ვ. ბაძაღუა, დელეგატი: ლ.გელაშვილი

8 თებ. პეგასი – თელავი 46-17, რუსთავი-ქარიშხალა 31-33

10 თებ. 15:00 გორი-რუსთავი, 16:30 ქარიშხალა-თელავი

11 თებ. 15:00 გორი-ქარიშხალა 16:30 რუსთვი-პეგასი

12 თებ. 15:00 რუსთავი-თელავი 16:30 პეგასი-გორი

დასავლეთი. 1 წრე – 16-18 თებერვალს, ოზურგეთში

პირველი წრის საერთო ტური – 4-8 მარტი, თბილისი

მეორე წრე. აღმოსავლეთი – 18-22 მარტი, თბილისი

მეორე წრე. დასავლეთი – 25-29 მარტი.

მეორე წრე. საერთო ტური – 18-22 აპრილი, თბილისი

ფინალური ოთხეული – 2-3 მაისი, თბილისი

ფოტო: გიორგი კუხალაშვილი, პეგასი

Leave a Reply