კბილაშვილის მოგება და 5 გოლი

ხელბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებიდან საკლუბო სეზონი პირველმა ირაკლი კბილაშვილმა განაახლა. მისმა გუნდმა, „ოდესამ“ უკრაინის სუპერლიგის მე-14 ტურში დამარცხა ზაპოროჟიეს ბურევესტნიკი, 38-34. ქართველმა გამთმაშებელმა 5 გოლი გაიტანა.

11 იანვარს, მაშინ როცა კბილაშვილი ნაკრებში იყო, ოდესამ კიდევ ერთი მატჩი მოიგო, ლვოვში, პოლიტექნიკთან (32-14) და  ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ 50-პროცენტიან ნიშნულს გადასცდა: 8 მოგება, 7 წაგება და მეხუთე ადგილი 16 ქულით. მეოთხეზეა დონეცკის დონბასი, რომელიც ოდესას 3 ქულით უსწრებს. 

ამ სეზონში კბილაშვილის პირად ანგარიშზე გატანილი 56 გოლია. თამაშის შემდეგ მან მცირე კომენტარი გააკეთა:

ირაკლი კბილაშვილი: – ბურევესტნიკი ზაპოროჟიეს მეოთხე, ახალგაზრდული გუნდია, რომელთანაც საკმაოდ რთული თამაში გვქონდა. მომდევნო მატჩი გვაქვს შინ, ოდესაში, ძირითად კონკურენტ დონბასთან და თუ მოვუგეთ, მათთან სხვაობას ქულამდე შევამცირებთ.  

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს და მალტის შესარჩევ ტურნირს, ჩემთვის მთავარი, რა თქმა უნდა ნაკრებია. ძალიან დასანანია, რომ ერთი გოლი დაგვაკლდა მიზნის მისაღწევად, მაგრამ ივნისში გვაქვს მეორე შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე, პლეიოფში.

ხელბურთი. უკრაინის სუპერლიგა. 1. მოტორ ზაპოროჟიე 14 მატჩი/28 ქულა – 2. ზნტუ-ზას ზაპოროჟიე 15/21 – 3. ზტრ ზაპოროჟიე 11/20 – 5. დონბასი დონეცკი 15/19  – 5. ოდესა 15/16 – 6. პორტოვიკ იუჟნი 13/12 – 7. ზტრ ბურევესტნიკ ზაპოროჟიე 14/4 – 8. ცსკა კიევი 14/4 – 9. პოლიტეხნიკ ლვოვი 13/0

Leave a Reply