თბილისს IHF ოფიციალური დელეგაცია ეწვევა

2017 წლის 8-20 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ხელბურთში 19-წლამდელ ჭაბუკთა შორის, 24 გუნდის მონაწილეობით. ამასთან დაკავშირებით 12-13 აპრილს თბილისში საინსპექციო ვიზიტით ჩამოდის ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია. 

დელეგაციია მეთაურია IHF საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიელი პერ ბერტელსენი. თბილისში გვეწვევიან ასევე IHF ოფიციალური პირები მარეკ გორალჩიკი (პოლონეთი) და მარკო ტოზი ბრანდი (იტალია).  სტუმრები, საქართველოს ხელბურთის ფედერაცისთნ ერთდ, 13 აპრილს, 12:30 საათზე პრესონფერენციას გამართვენ სასტუმრო რედისონში.

პირველი ვიზიტი გაიმართა 2016 წლის ნოემბერში. შეირჩა სათამაშო და სავარჯიშო დარბაზები, სასტუმროები ოფიციალური პირებისა და გუნდებისთვის. მეორე ვიზიტის დროს IHF ოფიციალური დელეგაცია კიდევ ერთხელ დაათვალიერებს ობიექტებს და ტურნირის ორგანიზატორებთან შეათანხმებს მომავლი შეჯიბრების ყველა დეტალს. სტუმრებს შეხვედრა ექნებათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში და სპორტის სამინისტროში.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა 2013 წელს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) კონგრესზე, დოჰაში. შეჯიბრება ორ წელიწადში ერთხელ ეწყობა და ფორმატით ზუსტად ემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატს ქალთ და კაცთა გუნდებს შორის.

24 მონაწილიდან უკვე ცნობილია 19: საქართველო (მასპინძელი), საფრანგეთი (მსოფლიო ჩემპიონი), ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი, ნორვეგია (ევროპა), ბაჰრეინი, იაპონია, კორეა (აზია), ტუნისი, ეგვიპტე, ალჟირი (აფრიკა). 5 ფინალისტს გამოავლენს ამერიკის შესარჩევი ტურნირი, რომელიც ამ დღეებში იმართება. სულ ტურნირზე, 8-20 აგვისტოს, გაიმართება 92 მატჩი. საქართველოს უნდა ეწვიოს ხუთასზე მეტი სპორტსმენი და ასამდე ოფიციალური პირი.

Leave a Reply