ორი ნაკრებით საფრანგეთში

ამ დღეებში საქართველოს ხელბურთელთა ორი ნაკრები იმყოფება საფრანგეთში. 17-წლამდელ გოგონათა და ჭაბუკთა გუნდები საწვრთნელ ტურნეზე არიან ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთში, ქალაქ სენ დიე დე ვოჟში. მეგობრულ ტურნეზე მიგვიწვია ამ ქალაქის სახელბურთო სკოლამ, ერთობლივი ვარჯიშებისა და ამხანაგური მატჩების სათამაშოდ. 

ამ ასაკის ნაკრებ გუნდებს წლეულს უწევთ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. ივლისში ჭაბუკებს შვედეთში ევროპის ღია პირველობაზე თამაში უწევთ, ხოლო გოგონებს აგვისტოში, ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატი აქვთ.

ორივე გუნდში არიან 2000 წელს დაბადებული და უფრო უმცროსი ხელბურთელები. ჭაბუკთა ნაკრებს აკლია ორი წამყვანი მოთამაშე – გიორგი ცხოვრებაძე დ გიორგი ლაპიაშვილი. ისინი უფროს, ცხრამეტწლამდელთა გუნდთან ემზადებიან  ჭაბუკთა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, თუმცა, ფრანგულ ტურნეს სპორტულთან ერთდ შემეცნებითი ხასიათიც აქვს და შედეგზე აქცენტი არ კეთდება. ქართველები დაბინავებულნი არიან თანატოლი ხელბურთელების ოჯახებში, ეცნობიან იქაურ კულტურას, ყოფა-ცხოვრებას და სახელბურთო ვარჯიშების მეთოდიკასაც. ტურნე 16 აპრილამდე გასტანს, შემოდგომაზე კი ფრანგები საპასუხო ვიზიტით გვეწვევიან.

ხელბურთი. ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებები საფრანგეთში, 9-16 აპრილი, 2017

ჭაბუკები. ირაკლი დიხამინჯია, ლუკა გორგოძიანი,  გიორგი ქათამაძე,  ლუკა კახოშვილი, გიორგი კუხალაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ალექსანდრე დგებუაძე, მიხეილ კაკაბაძე, გიორგი მეგრელიშვილი დავით ჟვანია (პეგასი), ნიკოლოზ ჟვანია (ფოთი)  ნიკოლოზ ასაბაშვილი (ქარიშხალა), მირიან გავაშელიშვილი (რუსთავი) – მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე

გოგონები. მარიამ ჩავჩიძე, ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო), ანა დოლიძე (აჭარა), ნენო ჯგერენაია, ნინო სურგულაძე (ფოთი), ხატია ჯიქურაშვილი, ნინო გაგნიძე, ანა ქებაძე (პეგასი), ელენე ჯავახიშვილი, ნინო შახულოვი, ქეთი იაშვილი (მამული), ქეთევან კერესელიძე, ანა ჩხაიძე, მარიამ ცინცაძე (ქარიშხალა) – მწვრთნელები: გელა ჟვანია,  ინა ჭუასელი, გიორგი გვაზავა, ლანა მარგიანი

Leave a Reply