gnhf-rrr

ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონია

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიის ნაკრებმა ბოლო წამზე გატანილი შვიდმეტრიანით 30-29 დაამარცხა ესპანეთი და ტიტული პირველად მოიპოვა. 

ჰოლანდიის გუნდს აქამდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების თითო ფინალი ჰქონდა წაგებული ნორვეგიათან და მესამე ცდაზე გამარჯვება მოახერხა მატჩში, რომლის უმეტესი ნაწილი წინ იყო, მაგრამ ბოლო წამებზე წაგებაც შეეძლო.

დასაწყისი აშკარად ესპანელების იყო. ნერეა პენიამ მე-11 წუთზე ანგარიში 9-5 გახადა, თუმცა, მალესტაინმა, პოლმანმა და აბინგჰმა მალევე გაათნაბრეს (9-9),  ტაიმის ბოლოს კი ბონტმა, პოლმანმა და სნელდერმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს – 16-13, ჰოლანდია.

39-ე წუთზე დები ბონტმა სხვაობა ხუთამდე აიყვანა (21-16) და ესპანელთა მწვრთნელმა კარლოს ვივერმა აიღო წუთშესვენება, რომლის შემდეგაც თამაში შეიცვალა.  ესპანეთმა აქტიური დაცვის თამაში დაიწყო და მჭიდროდ იყვანდა მეტოქის ლიდერს, ესტავანა პოლმანს. 50-ე წუთზე ალისია ფერნანდესმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 24-25. პოლმანის შორეული დარტყმების წყალობით ჰოლანდია ბოლო წუთებამდე ინარუჩებდა უპირატესობას, მაგრამ ალექსანდრინა კაბრალმა და მარტა ლოპესმა გაათანაბრეს (29-29) და ბოლო შეტევაც ესპანეთს დარჩა!

სირენამდე 7 წამით ადრე კაბრალმა ძნელი პოზიციიდან დაარტყა. ბურთი მოიგერია მეკარე ვესტერმა და სწრაფი შეტევის წამოწყება სცადა, გრძელი გადაცემა კი ზედ მეკარის ზონასთან ამხტარმა აინოა ერნანდესმა ჩაჭრა. გაისმა სასტვენი. ფრანგმა მსაჯმა ბონავენტურამ აღნუსხა, რომ ესპანელი ბურთს იქამდე შეეხო, სანამ ის მეკარის ზონას გადაკვეთდა და ბოლო 30 წამის წესის თანახმად ესპანელს წითელი ბარათი აჩვენა, მათ კარში კი შვიდმეტრიანი დანიშნა.

შვიდმეტრიანი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, ლუის აბინგჰმა გაიტანა, ჰოლანდიამ 30-29 მოიგო, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი ესტევანა პოლმანმა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის რუსეთმა 33-28 დაამარცხა ნორვეგია.

ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020

კუმამოტო, იაპონია. 15 დეკემბერი. ფინალი

ჰოლანდია – ესპანეთი 30-29

ჰოლ: ვესტერი 12/39, დუინდამი 1/2 – პოლმანი 9 + 7 პასი, აბინგჰი 7, სნელდერი 5, ვან დერ ჰაიდენი 3, მალესტაინი 3, ბონტი 2, ვან ვეტერინგი 1, სმეტსი, დულფერი, კრამერი, ამეგა, ნუსერი, ფრერიკსი, ჰაუსჰირი

ესპ: ნავარო 3/15, დე პაულა 5/23 – კაბრალი 7 + 7 პასი, მ. ლოპესი 6, ფერნანდესი 5, პენია 3, ერნანდესი 3, ს. ლოპესი 2, მ. გონსალესი 2, ლ. გონსალესი 1, როდრიგესი, გუტიერესი, სესარეო, ეჩევერია, არდერიუსი, ნუნიესი

მსაჯები: შ. ბონავენტურა – ჟ. ბონავენტურა (აფ)

3 ადგილისთვის. რუსეთი – ნორვეგია 33-28

ვიახირევა 9, კალინინა 12/38 – ოფტედალი 7, არნცენი 7

ოლ-სტარი

GK ტეს ვესტერი, ჰოლ – LW კამილა ჰერემი, ნორ – LB ალექსანდრინა კაბრალი, ესპ – CB ესტავანა პოლმანი, ჰოლ –  RB ანა ვიახირევა, რუს – RW იოვანკა რადიჩევიჩი, მნტ – P ლინ ბლომი, შვდ – MVP ესტავანა პოლმანი, ჰოლ

სტატისტიკა

ბომბარდირები: აბინგჰი, ჰოლ 71; რიუ, კორ 69; სტანკო, სლნ 62; კაბრალი, ესპ 60

პასები: ვიახირევა, რუს 62; რაიჩევიჩი, მნტ 51; ოფტედალი, ნორ 47

გოლი+პასი: ვიახირევა, რუს 45+62, აბინგჰი, ჰოლ 71+30; პოლმანი, ჰოლ 58+43; რიუ, კორ 69+31

დაცვა. ბლოკი: სენი, რუს 18; ბრატსეტი, ნორ 15; ცვიიჩი, სრბ 13; დულფერი, ჰოლ 13

დაცვა. ჩაჭრა: მელეგორი, შვდ 11; ერნანდესი, ესპ 10, ტომორი, უნგ 10

მეკარეები: ტოფტი, დან 90/229=39%, სულბერგი, ნორ 113/321=35%;

შვიდმეტრიანები: ტოფტი, დან 9/26, ტომაშევიჩი, სრბ 10/29, ნავარო, ესპ 6/21

კლასიფიკაცია

1. ჰოლანდია 2. ესპანეთი 3. რუსეთი 4. ნორვეგია 5. მონტენეგრო 6. სერბეთი 7. შვედეთი 8. გერმანია 9. დანია 10. იაპონია 11. კორეა 12. რუმინეთი  13. საფრანგეთი 14. უნგრეთი 15. ანგოლა 16. არგენტინა 17. ბრაზილია 18. სენეგალი 19. სლოვენია 20. დრ კონგო, 21. კუბა 22. ყაზახეთი 23. ჩინეთი 23. ავსტრალია

10 საუკეთესო  ეპიზოდი: https://www.youtube.com/watch?v=ppnHj8SU0uk

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირები, მარტი, 2020

(საგზურები უკვე აქვთ ჰოლანდიას, იაპონიას, საფრანგეთს, კორეას, ბრაზილიას, ანგოლას)

1 ტურნირი (2 საგზური): ესპანეთი, შვედეთი, არგენტინა, სენეგალი

2 ტურნირი (2 საგზური): რუსეთი, სერბეთი, ჩინეთი, უნგრეთი

3 ტურნირი (2 საგზური): ნორვეგია, მონტენეგრო, რუმინეთი, ჩრდ. კორეა

Leave a Reply