ukr

ხვალ ბათუმ-ქუთაისის მატჩია

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ლიდერმა, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 51-23 მოუგო სამტრედიას, ქუთაისმა 50-25 დაამარცხა წყალტუბოს „პრომეთე“. ხვალ ზესტაფონის სპორტის სასახლეში თამაშობენ წყალტუბო-სამტრედია, BSB ბათუმი – ქუთაისი. 

ბათუმი ხვალინდელი მატჩის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად პირველ ადგილზე დარჩება, ხოლო წყალტუბოს „პრომეთეს“ მოგების შემთხვევაში ბოლო ადგილითვის თავის დარწევა შეუძლია. 14-16 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში, ერთმანეთში ითამაშებს აღმოსავლეთის 4 გუნდი – პეგასი, თელავის სტუ-იმედი, გორი და სპორტუნი და რვავე კლუბს 17-17 მატჩი დაუგროვდება

რეგულარული სეზონი დასრულდება 1-4 აპრილს თბილისში, როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები ერთმანეთში მესამე წრის მატჩებს გამართავენ. 21-21 თამაშის შემდეგგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალურ ოთხეულის ფორმატით განაგრძობს – 14 მაისს ნახევარფინალია, 15 მაისს – ფინალი.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

მესამე წრე, დასავლეთი. ზესტაფონის სპორტის სასახლე, 12 მარტი

სამტრედია – BSB ბათუმი 23-51

სამ: შველიძე 1 – დიდია 6, ხელისუფალი 6, ადამია 3, ხომერიკი 2, ნადირაძე 2, მანაგაძე 2, აფრიდონიძე 1, თევზაძე, ხონელიძე, ქავზინაძე

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი – აბრამიშვილი 11, ტიელიძე 10, გოგოლაძე 8, სიმონია 7, კოხრეიძე 5, თევზაძე 3, ტალახაძე 2, სურმავა 2, წივწივაძე 2, ბერძენიშვილი 1, მსხვილიძე, სტოლბოვი 

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

წყალტუბო – ქუთაისი 25-50

წყ: აფხაძე, სილაგაძე – დარსაველიძე 8, გველესიანი 7, ხელაძე 5, ქაშიბაძე 2, მუკბანიანი 2, მეტონიძე 1, ნ. ბაბუნაშვილი, კოვზირიძე, ნიჟარაძე

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი – მერკვილაძე 9, ჯ. იმნაძე 6, ხაჟომია 6, ბულბულაშვილი 5, ლ. იმნაძე 4, რუსტამოვი 4, გამზარდია 4, ფერაძე 3, კობახიძე 3, ჯუღელი 3, სტურუა 2, ლომიძე 1

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—16–15—0—1—687-438–30

ქუთაისი——-16–13—0—3—675-460–26

პეგასი———-14–11—0—3—574-419–22

იმედი-სტუ—-14—9—0—5—481-417–18

გორი———–14—5—0—9—501-596–10

სპორტუნი—–14—3—1–10—451-615—7

სამტრედია—-16—1—2–13—435-610—4

წყალტუბო—-16—1—1–14—399-639—3

13 მარტი

14:00 წყალტუბო – სამტრედია

16:00 BSB ბათუმი – ქუთაისი

მესამე წრე, აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე

14 მარტი

16:00 პეგასი – სპორტუნი

18:00 იმედი-სტუ თელავი – გორი

15 მარტი

16:00 სპორტუნი – იმედი-სტუ თელავი

18:00 გორი – პეგასი

16 მარტი

16:00 იმედი-სტუ თელავი – პეგასი

18:00 გორი – სპორტუნი

მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი

ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი

Leave a Reply