ჩვენი გოგო-ბიჭებისთვის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი მატჩებით დატვირთული გამოდგა
სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედონია), სადაც სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე მატჩები ჩაატარა საქართველოს სასკოლო სპორტის აკადემიამ. ითამაშეს ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმაც.
სასკოლო სპორტის აკადემიამ დღის პირველ მატჩში თურქეთს დამაჯერებლად – 21:19 მოუგო, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე შეხვედრაში ხორვატიასთან დაპირისპირებაში ორბურთიანი სხვაობით – 25-25 დამარცხდა.
ორი შეხვედრა ჩაატარა ფოთის მე-2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმაც, მაგრამ ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქემ მოიპოვა. ფოთელებმა ჯერ ბულგარეთთან წააგეს 15-24, შემდეგ საუდის არაბეთთან 14-41.
ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა ბელგიასთან შეხვედრა. ჩვენი გოგოები დაძაბულ შეხვედრაში სამი ბურთის სხვაობით – 24-27 დამარცხდნენ.

ცნობისთვის, ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს C ჯგუფში მეტოქეებად ჰყავს ბელგიის, ჩრდილოეთ მაკედონიის და სლოვაკეთის გუნდები.
ამავე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი A ჯგუფშია და მეტოქეებად ჰყავს ჩეხეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთსა და საუდის არაბეთის გუნდები.
რაც შეეხება სასკოლო სპორტის აკადემიას, ის თურქეთთან, ხორვატიასთან, ბელგიასთან, სლოვაკეთთან და გერმანიასთან არის D ჯგუფში.