სასკოლო სპორტის აკადემიამ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრაც მოიგო

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში მიმდინარე სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღის მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩაატარეს საქართველოს სასკოლო სპორტის აკადემიამ და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა.

სასკოლო სპორტის აკადემიამ უდიდესი გამოცდილების მომტან პირველობაზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო. ჩვენმა გუნდმა სლოვაკეთი 38-22 დაამარცხა და D ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა.

სამწუხაროდ, წარუმატებელი დღე ჰქონდა ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებს.

ორივე შემთხვევაში ჩვენს გოგო-ბიჭებს მეტოქედ ჰყავდათ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია.

ფოთის მე-2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი 13-46 დამარცხდა, თითქმის ასეთივე ანგარიშით – 13-45 წააგო გოგონათა გუნდმა.

ცნობისთვის, ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს C ჯგუფში მეტოქეებად ჰყავს ბელგიის, ჩრდილოეთ მაკედონიის და სლოვაკეთის გუნდები.

ამავე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი A ჯგუფშია და მეტოქეებად ჰყავს ჩეხეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთსა და საუდის არაბეთის გუნდები.

რაც შეეხება სასკოლო სპორტის აკადემიას, ის თურქეთთან, ხორვატიასთან, ბელგიასთან, სლოვაკეთთან და გერმანიასთან არის D ჯგუფში.

Leave a Reply