ukr

ჭაბუკთა ნაკრების პირველი მოგება და ფრე

ჩვიდმეტწლამდელ ჭაბუკთა ნაკრებმა შვედეთში, ევროპის ღია პირველობის მესამე დღე წაუგებლად დაასრულა: ქართველმა ხელბურთელებმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მოუგეს ფინეთს, 26-24, შემდეგ კი ფრედ ითამაშეს სლოვაკეთთან, 24-24.

პირველი ეტაპის შემდეგ მწვრთნელების, ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის გუნდი 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთო და მეორე რაუნდს ხვალ დაასრულებს ჰოლანდიასთან მატჩით. ჰოლანდია ჯგუფის ლიდერია 4 ქულით, მაგრამ თუ დავამარცხებთ, გადავასწრებთ და მეცხრე ადგილისთვის ვეთამაშებით მეორე ჯგუფის გამარჯვებულს, ბელარუსს.

ორივე დღევანდელი მატჩი საკმაოდ მძიმე იყო. ჩვენმა ნაკრებმა ორივე მეტოქესთნ წააგო პირველი ტაიმი (ფინეთთან 11-15, სლოვაკეთთან 7-11), მაგრამ მეორეში თამაში შემოაბრუნა, რაშიც დიდი წვლილი გუნდის ლიდერებმა, ცხოვრებაძემ და ლაპიაშვილმა დაიდეს.

ხელბურთი. ევროპის ღია პირველობა, კაცები, 17წ3-7 ივლისი, 2017, გოტენბურგიშვედეთი

5-6 ივლისი, მეორე ჯგუფური რაუნდი. 9-16 ადგილები

4 ჯგუფი: ჰოლანდია 4, საქართველო 3, სლოვაკეთი 1, ფინეთი 0

5 ივლ. სლოვაკეთი-ჰოლანდია 34-37, ფინეთი-საქართველო 24-26

ფინ: არკო, ჰავერინენი – ლაინე 5, მაიალა 5, იუსლინი 4, ნორდლუნდი 3, კანკაპიაა 2, მანდეროოსი 2, ვოუტილაინენი 2, ალგრენი 1, კივიპატო, კლამა, ლუევუო, მანერი, ნუმელინი

საქ: დიხამინჯია, სილაგაძე – ცხოვრებაძე 10, ლაპიაშვილი 9, ხელაძე 3, ქათამაძე 2, კუხალაშვილი 1,  კალანდაძე 1, ნიაზაშვილი, კახოშვილი, კაჭკაჭაშვილი, გავაშელიშვილი, ჟვანია, გველესიანი

მსაჯები: ჰოლისი – ლე მონი (ბრი)

5 ივლ. ჰოლანდია-ფინეთი 29-23, საქართველო-სლოვაკეთი 24-24

საქ: დიხამინჯია, სილაგაძე – ცხოვრებაძე 12, ლაპიაშვილი 6, ხელაძე 2, კუხალაშვილი 2, ნიაზაშვილი 1, ქათამაძე 1, კახოშვილი, კაჭკაჭაშვილი, კალანდაძე, გავაშელიშვილი, გველესიანი, ჟვანია

სლკ: ოხაბა, კოლერი – პრიკრილი 6, ფეხი 4, მოდროვსკი 3,  კუჩერა 3, მალიარი 2, რიბიანსკი 2, ტოტი 1, შმიდტი 1, პოლაკი 1, მელიხი 1, ცვიჩელა, ოსტრიჰონი, ლაცენა, რატკოვსკი

მსაჯები: მერიზი, როსკა (იტა)

6 ივლ. 12:30 ფინეთი-სლოვაკეთი, საქართველო-ჰოლანდია

3 ჯგუფი: ბელარუსი 4, რუმინეთი 2, ლუქსემბურგი 2, ფარერები 0

ბელარუსი-რუმინეთი 30-27, ლუქსემბურგი-ფარერები 32-19, რუმინეთი-ფარერები 42-30, ლუქსემბურგი – ბელარუსი 25-30

1-8 ადგილები

1 ჯგუფი: ავსტრია 2, ესტონეთი 2, პოლონეთი 0, ისლანდია 0

ესტონეთი-პოლონეთი 28-22, ისლანდია-ავსტრია 15-30

2 ჯგუფი: შვედეთი 2, ნორვეგია 2, ჩეხეთი 0, ისრაელი 0

ჩეხეთი-ნორვეგია 23-30, შვედეთი-ისრაელი 38-30

7 ივლისი – ფინალები

საქართველოს 17წ ნაკრები

მეკარეები: 16. იური სილაგაძე (წყალტუბო) 12. ირაკლი დიხამინჯია (პეგასი)

მოთამაშეები: 11. გიორგი ცხოვრებაძე 3. გიორგი ლაპიაშვილი 19. გიორგი კუხალაშვილი 9. გიორგი ქათამაძე, 25. ლუკა კახოშვილი 33. გიორგი კაჭკაჭაშვილი 10. ნიკოლოზ კალანდაძე (პეგასი) 7. გიორგი ხელაძე 15. მიხეილ გველესიანი (წყალტუბო) 23. დავით ნიაზაშვილი (გორი) 24. მირიან გავაშელიშვილი (რუსთავი)  13. ნიკოლოზ ჟვანია (ფოთი)

მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი

Leave a Reply