მე-13 ადგილისთვის, ლუქსემბურგთან…

ჩვიდმეტწლამდელ ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი 28-35 წააგო ჰოლანდიასთან და 7 ივლისს გიოტენბურგში, ევროპის ღია პირველობაზე ხელბურთში, მე-13 ადგილისთვის ითამაშებს ლუქსემბურგის გუნდთან.

ჩვენი გუნდი, რომლისთვისაც შვედეთში გასვლა პირველი უცხოური ტურნე იყო, პირველ ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთთან, ნორვეგიასთან და ავსტრიასთან დამარცხდა და 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთო. გუშინ ქართველმა ჭაბუკებმა 26-24 მოუგეს ფინეთს და ფრედ, 24-24 ითამაშეს სლოვაკეთთან. ჰოლანდიასთან მოგების შემთხვევაში საბოლოო მე-9 ადგილისთვის ვითამაშებდით ბელარუსის წინააღმდეგ, ახლა კი მე-13 ადგილისთვის ბრძოლა მოგვიწევს საწინააღმდეგო ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ ლუქსემბურგთან. სლოვაკეთის გუნდმა 20-18 მოუგო ფინეთს. საქართველომ და სლოვაკეთმა 3-3 ქულა დააგროვეს, მაგრამ სლოვაკებმა ბურთების უკეთესი სხვაობით გვაჯობეს და მე-11 ადგილისთვის რუმინეთს შეხვდებიან, მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ ბელარუსი-ჰოლანდია, ხოლო მე-15 ადგილისთვის – ფინეთი და ფარერის კუნძლები.

ევროპის ღია პირველობა გახლავთ მსოფლიოში უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილი. შვედეთის ქალაქ გოტენბურგში ყოველწლიურად ათასზე მეტი გუნდი იკრიბება და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ეჯიბრება ერთმანეთს. აქედან ერთადერთი ტურნირია ნაკრებების დონეზე – წლეულს ეს იყო 17-წლამდე ჭაბუკთა შეჯიბრება, რომელსაც ევროპის ღია პირველობა ეწოდება და ევროპის არაოფიციალური ჩემპიონატია ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

საქართველოს ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაში უკვე გაისად მოუწევს 18-წლამდელთა შორის. ტურნირი საქართველოში გაიმართება 2018 წლის აგვისტოში.

ხელბურთი. ევროპის ღია პირველობა, კაცები, 17წ3-7 ივლისი, 2017, გოტენბურგიშვედეთი

6 ივლისი, მეორე ჯგუფური რაუნდი. 9-16 ადგილები

4 ჯგუფი: ჰოლანდია 6, სლოვაკეთი 3 (-1), საქართველო 3 (-5), ფინეთი 0

6 ივლ. ფინეთი-სლოვაკეთი 18-20, საქართველო-ჰოლანდია 28-35

საქ: სილაგაძე, დიხამინჯია – ლაპიაშვილი 11, ცხოვრებაძე 9, ხელაძე 4, კუხალაშვილი 2, კაჭკაჭაშვილი 1, კალანდაძე 1, ნიაზაშვილი, ქათამაძე, კახოშვილი, გავაშელიშვილი, ჟვანია, გველესიანი

ჰოლ: ა. ვერსტაინენი, დე ფალტერი – ნ. ვერსტაინენი 8, კოი 7, ბანინკი 5, ვან დაიკი 4, ჰარტოგი 4, ფურთი 3, რუტენი 3, რუფსი 1, ბროუვერი, ვან ერპი, იერი, კლიკერსი, ვან დე სხეერი, ცვარტჰუდი

5 ივლ. სლოვაკეთი-ჰოლანდია 34-37, ფინეთი-საქართველო 24-26, ჰოლანდია-ფინეთი 29-23, საქართველო-სლოვაკეთი 24-24

3 ჯგუფი: ბელარუსი 6, რუმინეთი 3 (+9), ლუქსემბურგი 3 (+8), ფარერები 0 (ბელარუსი-რუმინეთი 30-27, ლუქსემბურგი-ფარერები 32-19, რუმინეთი-ფარერები 42-30, ლუქსემბურგი – ბელარუსი 25-30, ბელარუსი-ფარერები 30-20, რუმინეთი-ლუქსემბურგი 35-35)

1-8 ადგილები . 1 ჯგუფი: ავსტრია 6, ისლანდია 4, ესტონეთი 2, პოლონეთი 0 (ესტონეთი-პოლონეთი 28-22, ისლანდია-ავსტრია 15-30 ავსტრია-ესტონეთი 32-22, პოლონეთი-ისლანდია 28-31, ისლანდია-ესტონეთი 30-27, ავსტრია-პოლონეთი 30-24)

2 ჯგუფი: შვედეთი 6, ნორვეგია 4, ისრაელი 2, ჩეხეთი 0 (ჩეხეთი-ნორვეგია 23-30, შვედეთი-ისრაელი 38-30, ისრაელი – ჩეხეთი 39-32, ნორვეგია – შვედეთი 27-38, ჩეხეთი-შვედეთი 26-29, ნორვეგია-ისრაელი 38-26)

7 ივლისი – ფინალები

15-16 ადგილები, 13:00 ფარერები-ფინეთი

13-14 ადგილები, 15:00 ლუქსემბურგი-საქართველო

11-12 ადგილები, 13:00 რუმინეთი-სლოვაკეთი

9-10 ადგილები, 15:00 ბელარუსი-ჰოლანდია

7-8  ადგილები, 17:00 პოლონეთი-ჩეხეთი

5-6 ადგილები, 19:00 ესტონეთი-ისრაელი

3-4 ადგილები, 21:00 ისლანდია-ნორვეგია

1-2 ადგილები, 23:00 ავსტრია-შვედეთი

საქართველოს 17წ ნაკრები

მეკარეები: 16. იური სილაგაძე (წყალტუბო) 12. ირაკლი დიხამინჯია (პეგასი) – მოთამაშეები: 11. გიორგი ცხოვრებაძე 3. გიორგი ლაპიაშვილი 19. გიორგი კუხალაშვილი 9. გიორგი ქათამაძე, 25. ლუკა კახოშვილი 33. გიორგი კაჭკაჭაშვილი 10. ნიკოლოზ კალანდაძე (პეგასი) 7. გიორგი ხელაძე 15. მიხეილ გველესიანი (წყალტუბო) 23. დავით ნიაზაშვილი (გორი) 24. მირიან გავაშელიშვილი (რუსთავი)  13. ნიკოლოზ ჟვანია (ფოთი) – მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი

Leave a Reply