ჭაბუკთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო

ხელბურთის ჩვიდმეტწლამდელ ჭაბუკთა ნაკრები შვედეთში, ქალაქ გოტენბურგში, ევროპის ღია პირველობაზე, პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ მე-9 ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას. მეორე რაუნდში მეტოქეებად გვყავს ფინეთი, სლოვაკეთი და ჰოლანდია. 

პირველ ჯგუფურ ეტაპზე ნაკრები 3 ივლისს დამარცდხა რუმინეთთან (27-38) და ნორვეგიასთან (20-35), ხოლო 4 ივლისს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ავსტრიის გუნდს (21-23), რომელიც ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ნორვეგიასთან ერთად ჩემპიონობისთვისს ბრძოლას განაგრძობს.

ჩვენი 17-წლამდელთა გუნდისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირია. გუნდმა მზადება დაიწყო ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომლის ერთ-ერთი ტურნირი, 2018 წლის აგვისტოში, საქართველოში გაიმართება. ამ შემადგენლობიდან საერთაშორისო მატჩების გამოცდილება მხოლოდ ორ ხელბურთელს ჰქონდა უფროსი ასაკის ნაკრებებში – გიორგი ცხოვრებაძესა და გიორგი ლაპიაშვილს და ისინი გამოირჩევიან კიდეც სხვებისგან – ცხოვრებაძემ სამ მატჩში 31 გოლი გაიტანა, ლაპიაშვილმა – 20, ხოლო ძირითადი გამთამაშებელი ნიკოლოზ კალანდაძე ახალი ნაოპერაციებია და გუნდს თამაშში ვერ ეხმარება – მხოლოდ შვიდმეტრიანების დასარტყმელად შედის მოედანზე.

5 ივლისს ნაკრებს 2 თამაში აქვს, დილას – ფინეთთან და საღამოს – სლოვაკეთთან, 6 ივლისს კი ეთამაშება ჰოლანდიას. 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში მეორე ჯგუფია: ბელარუსი, ფარერები, რუმინეთი, ლუქსემბურგი. 7 ივლისს ამ ორ ოთხეულში ერთსა და იმავე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან სატურნირო ადგილების საბოლოოდ დასალაგებლად.

ხელბურთი. ევროპის ღია პირველობა, კაცები, 17წ

3-7 ივლისი, 2017, გოტენბურგი, შვედეთი. 3-4 ივლისი, ჯგუფური რაუნდი

C ჯგუფი: ავსტრია 6, ნორვეგია 4 – რუმინეთი 2, საქართველო 0

3 ივლ. ნორვეგია-ავსტრია 17-18 , რუმინეთი-საქართველო 38-27

რუმ: კოპოში, გერასიმი – ლაზურკა 6, ბრაესკუ 4, სასი 4, მიტუ 4, კიორიანი 3, ბუგულეტი 3, ბოგდანი 3, დობრა 2, იორდაკი 2, პოპი 2, რუსუ 2, ენკულესკუ 2, ტოტოი 1, დედუ

საქ: სილაგაძე, დიხამინჯია – ლაპიაშვილი 11, ცხოვრებაძე 7, ხელაძე 4, კალანდაძე 2, ქათამაძე 1, ნიაზაშვილი 1, კაჭკაჭაშვილი 1, კუხალაშვილი, კახოშვილი, ჟვანია, გველესიანი, გავაშელიშვილი

მსაჯები: ბიუტუჩი, კასაპი (კოსოვო)

3 ივლ. ავსტრია-რუმინეთი 25-23, საქართველო-ნორვეგია 20-35

საქ: სილაგაძე, დიხამინჯია – ცხოვრებაძე 13, ლაპიაშვილი 4, გავაშელიშვილი 1, კაჭკაჭაშვილი 1, ხელაძე 1,  კუხალაშვილი, ქათამაძე, ნიაზაშვილი, კახოშვილი, კალანდაძე, ჟვანია, გველესიანი

ნორ: ბერგსჰოლმი, ლანგერუდი – სტორბუგტი 6, ქრისტოფერსენი 5, კნუტსენი 5, პეტერსენი 4, მირენგი 3, ბიალანდი 2, ჰოფტუნი 2, ჰიუგენი 2, იაკობსენი 2, სიურსენი 2, ფიალა 1, ფოსლუნდი 1, ზომე, ზულიანი

მსაჯები: კირსი, სიტნიკოვი (რუს)

4 ივლ. ნორვეგია-რუმინეთი 35-25, ავსტრია-საქართველო 23-21

ავს: მოსტლი, ცვიკლჰუბერი – შუჰი 6, ლამპერტი 3, ნიკიჩი 3, ვისბაუერი 3, კოფლერი 2, კროპფი 2, ნიკოლიჩი 2, ბახმანი 1, პეტრუშიჩი 1, აუსი, დავიდი, ჰუტეჩეკი, პფაიფერი, სარიჩი

საქ: სილაგაძე, დიხამინჯია – ცხოვრებაძე 11, ლაპიაშვილი 5, ხელაძე 3, ქათამაძე 1, ნიაზაშვილი 1, კუხალაშვილი, კახოშვილი, კაჭკაჭაშვილი, ჟვანია, გველესიანი, გავაშელიშვილი, კალანდაძე

მსაჯები: მაია, ნუნიეში (პორ)

A ჯგუფი: ისლანდია 6, ჩეხეთი 4 – ბელარუსი 2, ფინეთი 0 (ისლანდია – ბელარუსი 22-21, ჩეხეთი-ფინეთი 27-17, ფინეთი-ისლანდია 17-23, ბელარუსი-ჩეხეთი 19-25, ისლანდია-ჩეხეთი 22-17, ბელარუსი-ფინეთი 21-15)

B ჯგუფი:  შვედეთი 6, ესტონეთი 4 – სლოვაკეთი 2, ფარერები 0 (შვედეთი-ფარერები 34-13, სლოვაკეთი-ესტონეთი 21-27, ესტონეთი-შვედეთი 13-33, ფარერები-სლოვაკეთი 14-24, შვდეთი-სლოვაკეთი 32-16, ფარერები – ესტონეთი 19-23)

D ჯგუფი: ისრაელი 4, პოლონეთი 4 –  ჰოლანდია 2, ლუქსემბურგი 2 (პოლონეთი-ჰოლანდია 28-18, ლუქსემბურგი-ისრაელი 39-37, ლუქსემბურგი-პოლონეთი 25-28, ჰოლანდია-ისრაელი 28-30, პოლონეთი-ისრაელი 24-30, ჰოლანდია-ლუქსემბურგი 28-23)

5-6 ივლისი, მეორე ჯგუფური რაუნდი

1-8 ადგილები

1 ჯგუფი: ისლანდია, ესტონეთი,  ავსტრია, პოლონეთი

2 ჯგუფი: ჩეხეთი, შვედეთი, ნორვეგია, ისრაელი

9-16 ადგილები

3 ჯგუფი: ბელარუსი, ფარერები, რუმინეთი, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ფინეთი, სლოვაკეთი, საქართველო, ჰოლანდია

5 ივლ. 12:45 ფინეთი-საქართველო, 19:45 საქართველო-სლოვაკეთი

6 ივლ. 12:30 საქართველო-ჰოლანდია

7 ივლისი – ფინალები

საქართველოს 17წ ნაკრები

მეკარეები: 16. იური სილაგაძე (წყალტუბო) 12. ირაკლი დიხამინჯია (პეგასი)

მოთამაშეები: 18. გიორგი ცხოვრებაძე 3. გიორგი ლაპიაშვილი 19. გიორგი კუხალაშვილი 9. გიორგი ქათამაძე, 25. ლუკა კახოშვილი 33. გიორგი კაჭკაჭაშვილი 10. ნიკოლოზ კალანდაძე (პეგასი) 7. გიორგი ხელაძე 15. მიხეილ გველესიანი (წყალტუბო) 23. დავით ნიაზაშვილი (გორი) 24. მირიან გავაშელიშვილი (რუსთავი)  13. ნიკოლოზ ჟვანია (ფოთი)

მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი

Leave a Reply