წილისყრა გოგონათა ორი ნაკრებისთვის

ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართა ევროპის 2019 წლის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, 3-11 აგვისტოს იქნებიან ლიტვა, ფინეთი, შვეიცარია და ლატვია. 

მეორე ჯგუფში არიან სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ფარერები, საბერძნეთი. ორ-ორი გამარჯვებული გადის ნახევარფინალში, ხოლო ფინალი 11 აგვიტოსაა დანიშნული. ანალოგიურ ტურნირს უმასპინძლებს იტალიის ქალაქი პესკარა.  

იმავე ფორმატით  გაიმართება 19-წლამდელთა ჩემპიონატიც. საქართველოს ნაკრები ითამაშებს კლაიპედაში, ლიტვის, მაკედონიისა და შვეიცარიის წინააღმდეგ. მეორე ჯგუფში არიან ჩეხეთი, თურქეთი, ფარერები, კოსოვო. ანალოგიური ტურნირი, ოღონდ 10 გუნდის მონაწილეობით, გაიმართება ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ. 3-11 აგვისტო

ჩემპიონატი საქართველოში (თბილისი)

A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ფარერები, საბერძნეთი

B ჯგუფი: ლიტვა, ფინეთი, შვეიცარია, საქართველო, ლატვია

ჩემპიონატი იტალიაში (პესკარა)

A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, ისლანდია, კოსოვო, ისრაელი

B ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ბელარუსი, იტალია, აზერბაიჯანი

ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 19 წ. 13-21 ივლისი

ჩემპიონატი ლიტვაში (კლაიპედა)

A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, ფარერები, კოსოვო

B ჯგუფი: ლიტვა, მაკედონია, შვეიცარია, საქართველო

ჩემპიონატი ბულგარეთში (ვარნა)

A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, ისლანდია, ბრიტანეთი, საბერძნეთი

B ჯგუფი: პოლონეთი, ფინეთი, უკრაინა, ისრაელი, ბოსნია

Leave a Reply