ცხოვრებაძე: დასაწყისი ჩემპიონთა ლიგაში  

გიორგი ცხოვრებაძის გუნდმა, მონპელიემ, ჩემპიონთა ლიგის გუფური ეტაპის პირველი მატჩი შინ 31-33 წააგო მაკედონიის ვარდართან. 18 წლის ქართველი ხელბურთელი ფრანგული კლუბის განაცხადში იყო.

1 ტურის მიმოხილვაhttps://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-1/1714733

მონპელიე-ვარდარი იყო ლიგის ბოლო ორი, 2018 და 2019 წლების ჩემპიონთა მატჩი, რომელიც შარშანდელმა გამარჯვებულმა ბოლო წუთებზე მოიგო. მონპელიეს შემადგენლობაში სამმა ცაციამ ითამაშა – გუნდის კაპიტანი ვალონტან პორტი მოედანზე თითქმის შეუცვლელად იყო, დანარჩენ დროს კი მელვინ რიშარდსონი და იანის ლენი ინაწილებდნენ, 21 წლის ჟულიენ ბოსი და 18 წლის ცხოვრებაძე მოედანზე ამ თამაშში არ შესულან. ლიგის მომდევნო თამაშს მონპელიე 21 სექტემბერს გამართავს ბელარუსში, მეშკოვ-ბრესტის წინააღმდეგ.  

სხვა მატჩებში ფრედ ითამაშეს გერმანიის კილმა და პოლონეთის კელცემ 30-30, უნგრეთის სეგედმა დაამარცხა ბარსელონა 31-28, საფრანგეთის ჩემპიონმა პარი სენ-ჟერმენმა 37-29 მოიგო ზაგრებში, ხოლო ბუნდესლიგის გამარჯვებულმა ფლენზბურგმა სლოვენიაში 25-24 დაამარცხა ცელიე.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 201920კაცები. ჯგუფური ეტაპი

B ჯგუფი

მონპელიე (საფ) – ვარდარი (მკდ) 31-33

მნპ: შეგო, პორტნერი – პორტი 7, დესკა 5, სიმონეტი 5, ლენი 3, პეტერსონი 3, ვილმინო 3, დუარტე 2, რიშარსონი 2, გრები 1, აფგური, გიროდუ, ცხოვრებაძე, ბოსი

ვარ: გედბანი, კუგისი – სკუბე 7, დიბიროვი 6, შიშკარევი 5, ატმანი 4, ჩუპიჩი 4, კალარაში 4, კრიშტოპანსი 2, გორპიშინი 1, დიმიტროვსკი, დისინგერი, გორბოკი, კარაპალევსკი,  კუკულოვსკი, სიკოშეკი

პორტუ (პორ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 27-25

ვესპრემი (უნგ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 40-28

კილი (გერ) – კელცე (პოლ) 30-30

A ჯგუფი

სეგედი (უნგ) – ბარსელონა (ესპ) 31-28

მაკედა 7, რადივოევიჩი 6 – ფაბრეგასი 8, არინო, მემი 5

ზაგრები (ხორ) – პარი სენ ჟერმენი (საფ) 29-37

ბიჩანიჩი, ჰორვატი 6 – ეკდალი 7, კუნკუ, რემილი, საგოსენი, სიპრჟაკი 5

ცელიე (სლნ) – ფლენზბურგი (გერ) 24-25

ელვერუმი (ნორ) – ოლბორგი (დან) 24-34

A,B: თითო საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი

რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) – სევეჰოფი (შვდ) 25-30

ტატრან პრეშოვი (სლკ) – ბიდასოა ირუნი (ესპ) 23-25

ეუროფარმ რაბოტნიკი (მკდ) – სპორტინგი (პორ) 29-30

D ჯგუფი

შაფჰაუზენი (შვც) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 28-28

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – ვისლა პლოცკი (პოლ) 25-23

კრისტიანსტადი (შვდ) – GOG (დან) 24-33

C,D: ორ-ორი საუკეთესო გადის პლეიოფში და ითამაშებს მერვედფინალის 2 საგზურისთვის

Leave a Reply