ჩოხელის 5 გოლი ვარდარის კარში

მაკედონიის ქალთა სუპერლიგაში ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის ხელბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, მედეა ჩოხელის კლუბი, პელისტერი. ბოლოსწინა ტურში გუნდმა 25-22 დაამარცხა სახელოვანი ვარდარი, ხოლო ქართველმა ხაზის მოთამაშემ 5 გოლი გაიტანა. 

ვარდარმა 2017 და 2018 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო, წლევანდელ ლიგაში თამაშზე კი უარი თქვა და კური გაახალგაზრდავებაზე აიღო. ამის მიუხედავად, კლუბი მაკედონიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და პელისტერთან და სტრუჟანკასთან ერთად ოთხეულში გასასვლელად იბრძვის.

პელისტერი ახლა მეხუთე ადგილზეა და ორივე კონკურენტს ქულით ჩამორჩება. ჩოხელის გუნდი ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება გევგელიას, ვარდარი შინ – სპარტაკს, ხოლო სტრუჟანკა შინ ცემსს.

რაც შეეხება ქართველის პირად ანგარიშს, მას მაკედონიის სუპერლიგის 17 მატჩში 63 გოლი აქვს გატანილი.

პელისტერი – ვარდარი 25-22. პელ: ბოგოევსკა, რისტოვა – რაიფი 6, იანკულოვსკა 6, ჩოხელი 5, ბლაჟევსკა 4, მილოსავლიევიჩი 2, ტალევსკა 2, ნაუმოვსკა, ბოსილოვსკა, ბელევსკა, კაიჩესკა, კარანფილოვსკა

მაკედონიის ქალთა სუპერლიგა. 17/18 ტურის შემდეგ. 1. მეტალურგ სკოპიე 45 ქულა – 2. კუმანოვო 40 – 3. ვარდარი 34 – 4. სტრუჟანკა 34 — 5. პელისტერი 33 – 6. სპარტაკი 28 – 7. დესპინა 16 – 8. გევგელია 15 – 9. ცემსი 9 – 10. ოვჩე პოლე 0

Leave a Reply