ჩიქოვანის გუნდი ბრინჯაოსთვის ითამაშებს

რუმინეთის ჩემპიონატზე ხელბურთში, მესამე ადგილისთვის ითამაშებს ირაკლი ჩიქოვანის გუნდი, პოლიტექნიკა ტიმიშოარა. ნახევარფინალში პოლიტექნიკამ ორივე თამაში წააგო ბუქარესტის დინამოსთან – სტუმრად 26-30 და შინ 28-32. 

ტიმიშოარას ქართველ ლიდერს, ჩიქოვანს, არცერთ მატჩში არ უთამაშია. მეოთხედფინალში, ბუქარესტის სტიაუასთან მას შელაპარაკება მოუვიდა ესტონელ იოჰანსონთან, რისთვისაც ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მაშინ, როცა მეტოქეს ფულადი ჯარიმა აკმარეს.

მეორე ნახევარფინალურ სერიაში CSM ბუქარესტსა და პოტაისა ტურდას შორის ანგარიში თანაბარია 1-1. ტიმიშოარას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის სერიაში ამ წყვილში დამარცხებული იქნება.

ორი სხვა ქართველი ხელბუთელის კლუბი 5-8 ადგილების პლეიოფში თამაშობს. ვლადიმერ რუსიას ოდორჰეიმ ორჯერ დაამარცხა მეკარე შოთა თევზაძის რეშიცა, 26-22 და 35-30. რუსიამ მეორე მატჩში 3 გოლი გაიტანა, მისი გუნდი მეხუთე ადგილისთვის შეხვდება სტიაუა-კელერეშის წყვილში მოგებულს, წაგებული კი მეშვიდე ადგილისთვის რეშიცას ეთამაშება.

Leave a Reply