ჩემპიონთა ლიგა: ბოლო წამის დრამა

ქალთა ჩემპიონთა ლიგაში მეორე ტური გაიმართა. ჯერჯერობით უდანაკარგოდ არიან რუმინეთის CSM ბუკურეშტი, ნორვეგიის კრისტიანსანდი,  დანიის ოდენსე და საფრანგეთის ბრესტი.  

ბუქარესტმა დანიაში მძიმე ბრძოლა გადაიხადა ესბიერგთან და ბოლო წუთზე, 30-29 მოიგო, ქრისტინა ნიაგუმ კი 10 გოლი გაიტანა. ამავე ჯგუფში სენსაცია დაფიქსირდა როსტოვში, სადაც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ფრეს დასჯერდა სლოვენიის კრიმ მერკატორთან. როსტოვი ბოლო წუთზე ორი ბურთით იგებდა, მაგრამ 2 მოთამაშე ჰყავდა გაძევებული. სლოვენიელებმა შვიდმეტრიანით შეამცირეს სხვაობა, რჩებოდა 17 წამი, როსტოვმა ბოლო შეტევაში მეკარე შეცვალა, მაგრამ ბურთი დაკარგა და ზედ ბოლო წამზე მაია სვეტიკმა თავისი ნახევრიდან ცარიელ კარში შეაგდო: 23-23.

ფრანგულმა მეცმა 36-27 მოუგო გერმანიის ბიტიგჰაიმს, ერთი მატჩი კი გადაიდო. ნორვეგიაში ჩასვლის შემდეგ უნგრული ფერენცვაროშის ორ მოთამაშეს კოვიდ-ვირუსი აღმოჩნდა, ნორვეგიული რეგულაციებით კი მთელი გუნდი კარანტინში მოხვდა. კრისტიანსანდ – ფერენცვაროშის მატჩის თარიღს EHF მოგვიანებით გამოაცხადებს.

B ჯგუფში მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა დიდი უპირატესობით, 43-28 დამარცხა ხორვატიის პოდრავკა ვეგეტა, თითქმის ასეთივე იყო სხვაობა ბრესტ-ბრეტონსა და დორტმუნდის ბორუსიას მატჩში, 41-29. ცსკამ 25-22 აჯობა მონტენეგროს ბუდუჩნოსტს, ხოლო დანიის ოდენსემ დაამარცხა რუმინეთის რამნიკუ ვალჩეა 30-21. მომდევნო შაბათ-კვირას მესამე ტურია.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 19-20 სექტემბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი. ბუკურეშტი 4, როსტოვი 3, ესბიერგი 2, მეცი 2, კრისტიანსანდი 2 (1 თამაშიდან), კრიმი 1, ფერენცვაროში 0 (1), ბიტიგჰაიმი 0

როსტოვი (რუს) – კრიმ მერკატორი (სლნ) 23-23 (1400 მაყურებელი)

ვიახირევა 10, სენი 5 – და სილვა 9, ვან კრაი 5

ესბიერგი (დან) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 29-30 (450 მაყურებელი)

ფრაი 7, სოლბერგი 6, პოულსენი 17 სეივი – ნიაგუ 10, დემბელე 5

მეცი (საფ) – ბიტიგჰაიმი (გერ) 36-27 (2352 მაყურებელი)

პერედერიი 11, საკო 12 სეივი – მაიდჰოფი 8, ს. იორგენსენი 7

კრისტიანსანდი (ნორ) – ფერენცვაროში (უნგ) გადაიდო

ტური: 26 სექ. ფერენცვაროში – მეცი, ბიტიგჰაიმი – კრისტიანსანდი, კრიმი – ესბიერგი, 27 სექ. ბუკურეშტი – როსტოვი

ჯგუფი.  ბრესტი 4, ოდენსე 4, დიორი 3, ცსკა 3, პოდრავკა 2, ბუდუჩნოსტი 0, ვალჩეა 0, დორტმუნდი 0

რამნიკუ ვალჩეა (რუმ) – ოდენსე (დან) 21-30 (უმაყურებლოდ)

ფერნანდესი 6 – კინდბოლი 8, აბინგჰი 5

დიორი (უნგ) – პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 43-28 (1882 მაყურებელი)

ოფტედალი 8, კრისტიანსენი 7, ჰანსენი 7- მილოსავლიევიჩი 8, კარლოსი 8

ხროტი 8, რაინჰარდტი 14 მოგერიება – გუტიერესი 8

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ცსკა (რუს22-25 (20 მაყურებელი)

მასლოვა 6 – გორშკოვა 5, ვედეხინა 5, დმიტრიევა 5

ბორუსია დორტმუნდი (გერ) – ბრესტბრეტონი (საფ) 29-41 (300 მაყურებელი)

ამეგა 5 – გროსი 7, ლასურსი 6, ფოპა 5

3 ტური: 26 სექ. პოდრავკა – დორტმუნდი,  ცსკა – ვალჩეა, 27 სექ. ოდენე – ბუდუჩნოსტი, ბრესტ-ბრეტონი – დიორი

Leave a Reply