ცინცაძეს ვერაფერი მოუხერხეს

მაკედონიის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა ქართველი ხელბურთელების გუნდმა პრილეპმა, რომელმაც მეორე ტურში სტუმრად 34-29 დამარცხა რაბოტნიჩკი.

მატჩის ანგარიშის სათაური მაკედონიურ ვებგვერდზე gol.mk ასეთია: რაბოტნიჩკიმ ცინცაძეს ვერაფერი მოუხერხა. სტატიაში ვკითხულობთ: „მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ რაბოტნიჩკიმ ვერაფერი მოუხერხა პრილეპის მეკარე ცინცაძეს, რომელმაც დარტყმების რამდენიმე სერია მოიგერია“…

პრილეპმა ტაიმი 17-15 მოიგო, ხოლო მატჩი – 34-29. გამარჯვებულებში ყველაზე მეტი, 6-6 გოლი გაიტანეს რევაზ ჭანტურიამ და ფილიპ ჩურლევსკიმ. ამ უკანასკნელმა პრილეპში ბოლო მატჩი ითამაშა და ფინეთის სიუნდეაში გადავიდა. 4 გოლია ხაზეინ რუსტამოვის ანგარიშზე, ითამაშე მეოთხე ქართველმაც – მირიან გავაშელიშვილმა.

პრილეპს ორი მატჩიდან 1 მოგება აქვს. პირველ ეტაპზე გუნდის მიზანია შვიდგუნდიანი ჯგუფის პირველ სამეულში მოხვედრა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება. მომდევნო თამაშს პრილეპი 21 სექტემბერს შინ გამართავს მლადოსტთან.

Leave a Reply