gnhf-rrr

ქალებმა ჩემპიონთა ლიგა გააგრძელეს

სანაკრებო შესვენების შემდეგ ხელბურთის ჩემპიოთა ლიგა ქალთა ტურნირით განახლდა, ამ კვირაში კი ტურნირს კაცებიც გააგრძელებენ. 

ქალთა ლიგაში დაიწყო მეორე ჯგუფური ეტაპი. 4-4 მატჩის შედეგი 12 მონაწილე გუნდს პირველი ეტაპიდან გადმოჰყვა, 2 ტური უკვე გაიმართა, სათამაშოა კიდევ 4, რის შემდეგაც ორ ჯგუფში 4-4 მეოთხედფინალისტი გამოვლინდება.

ბოლო 3 გათამაშების ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა პირველი ქულა დაკარგა მეორე ეტაპის პირველ ტურში, როცა შინ ფრედ, 27-27 ეთამაშა საფრანგეთის ბრესტ-ბრეტონს. ეს ორი გუნდი 11-11 ქულით ლიდერობს მეორე ჯგუფს და მეოთხედფინალში გასვლა უკვე განაღდებული აქვს.

5 ტური, მიმოხილვაhttps://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-7/1851277

პირველ ჯგუფში 2016 წლის ჩემპიონი, რუმინეთის ბუკურეშტი 23-33 განადგურდა უნგრეთის ფერენცვაროშთან, მაგრამ შემდეგ შინ მოუგო ლიდერს, საფრანგეთის ჩემპიონ მეცს – 32-27, ხოლო რუმინელთა ლიდერმა, ქრისტინა ნიაგუმ 14 გოლი გაიტანა.

6 ტური, მიმოხილვაhttps://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-8/1871673 

მეორე ჯგუფური ეტაპი 8 მარტს დასრულდება, შემდეგ მეოთხედფინალია და ბოლოს – ფინალური ოთხეულის ტურნირი ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 201920ქალები.

მეორე ჯგუფური ეტაპი. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი

ჯგუფი: მეცი 8 ქულა, ესბიერგი 8, როსტოვი 7, კრისტიანსანდი 5, ბუკურეშტი 5, ფერენცვაროში 3

5 ტური. კრისტიანსანდი – ესბიერგი 31-35, მეცი – როსტოვი 23-20, ფერენცვაროში-ბუკურეშტი 33-23

6 ტური. როსტოვი (რუს) – კრისტიანსანდი (ნორ) 33-26

ფროლოვა 7, მანაგაროვა 7 – რაიშტადი 8, ვოდე 6

CSM ბუკურეშტი (რუმ) – მეცი (საფ) 32-27

ნიაგუ 14, ლეკიჩი 6, პინტეა 4 – საიკა 7

ესბიერგი (დან) – ფერენცვაროში (უნგ) 29-27

პოლმანი 8, ფრაი 6 – ლუკაჩი 6, კოვაჩიჩი 5

B ჯგუფი: დიორი 11, ბრესტი 11, ბუდუჩნოსტი 6, რამნიკუ ვალჩეა 4, სევეჰოფი 2, კრიმ მერკატორი 2

5 ტური. ვალჩეა -კრიმი 31-16, ბუდუჩნოსტი – სევეჰოფი 30-25, დიორი – ბრესტი 27-27

6 ტური. დიორი (უნგ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 26-24

კურტოვიჩი 7, ამორიმი 5 – რადიჩევიჩი 10, იაუკოვიჩი 4, მეჰმედოვიჩი 4

კრიმ მერკატორი (სლნ) – ბრესტ-ბრეტონი (საფ) 25-29

ვარაგიჩი 5, მავშარი 4 – გროსი 10

სევეჰოფი (შვდ) – რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 17-23

7 ტური: 8-9 თებერვალი

Leave a Reply