შავი ზღვის ბიჭების რევანში

ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ უმაღლესი ლიგის მთავარ მატჩში 37-33 დაამარცხეს სახელბურთო კლუბი „ქუთაისი“ და საქართველოს ჩემპიონატში დაწინაურდნენ. სამტრედიამ 28-21 მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს“. 

პირველი წრის მატჩი ქუთაისელებს საკუთარ სპორტის სასახლეში 32-31 ჰქონდათ მოგებული და თავიდან ზესტაფონშიც დაწინაურდნენ. ყველაზე დიდი სხვაობა 16-11 იყო, მაგრამ პირველივე ტაიმში ქუთაისელებს ტრავმის გამო გამოაკლდათ შალვა სტურუა. მათ 18-15 მოიგეს თამაშის ნახევარი. 

მეორე ტაიმში გოგოლაძემ, ტალახაძემ, ლაპიაშვილმა და სიმონიამ სხვაობის შემცირება იწყეს და მალე უკვე ქუთაისელებს გაუხდათ ანგარიში გასათანაბრებელი. ეს ორჯერ მოახერხეს გამზარდიამ და მერკვილაძემ, მაგრამ ზუსტად აქ ქუთაისმა ზედიზედ გაუშვა 4 გოლი – 23-27. დასრულებამდე 15 წუთი იყო დარჩენილი და როდესაც სიმონიამ ანგარიში 35-29 გახადა, ცხადი იყო, რომ ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი მოიგებდა. საბოლოო ანგარიშია 37-33.

ქუთაისი 12 ქულით დარჩა, 14-14 აქვთ ბათუმს, თბილისის პეგასსა და სტუ-იმედს, მაგრამ დასავლელებს 2 თამაში აქვთ მარაგში და 4-5 თებერვალს, ზესტაფონის სპორტის სასახლეში, სამტრედიასა და წყალტუბოს ეთამაშებიან.

სამტრედიამ სეზონში მეორედაც დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 3-5 თებერვალი, ზესტაფონის სპორტის სასახლე

3 თებერვალი. სამტრედია – წყალტუბო 28-21

სამ: ფახურიძე, დუნდუა – ხელისუფალი 9, ხომერიკი 6, ჟვანია 5, ძნელაძე 5, ნადირაძე 2, ქავზინაძე 1, აფრიდონიძე, ადამია, ხონელიძე, მანაგაძე, კიკაბიძე

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – მეტონიძე 6, მ. გველესიანი 4, ჯიმშელეიშვილი 3, ფანცხავა 3, მუკბანიანი 2, ნ. ბაბუნაშვილი 2, ქაშიბაძე 1, რ. ბაბუნაშვილი, გ. გველესიანი, კოვზირიძე, კაპანაძე, გოდოლაძე 

ქუთაისი – BSB ბათუმი 33-37

ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე – გამზარდია 6, ხაჟომია 6, რუსტამოვი 4, მერკვილაძე 4, სტურუა 3, სურმავა 3, ფერაძე 3, ზარნაძე 3, ჯუღელი 1, კობახიძე, ლომიძე, იმნაძე

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე –  სიმონია 10, გოგოლაძე 7, ლაპიაშვილი 7, აბრამიშვილი 5, ტალახაძე 4, ტიელიძე 3, მიქავა 1, მხვილიძე, ბერძენიშვილი, გიორგაძე, მჟავანაძე, კახიძე, ცხადაია, თურმანიძე

მსაჯები: ი. ჭუასელი – ნ. კევლიშვილი

 3 თებ.
                სხვ          
  BSB ბათუმი 8
7
0 1 298-218 14
   
  იმედი სტუ 10 7 0 3 318-264 14    
  პეგასი 10     7     0     3     329-303     14      
  ქუთაისი 8
6
0 2 334-257 12
   
  სამტრედია 8 4 0 4 246-267 8    
  გორი 10 3 0 7 321-395 6    
  სპორტუნი 10     2     0     8     308-374     4      
  წყალტუბო 8 0 0 8 184-260 0    

 

 

 

 

 

 

 

 

4 თებერვალი

14:00  წყალტუბო – BSB ბათუმი

16:00  სამტრედია – ქუთაისი

5 თებერვალი

14:00  BSB ბათუმი – სამტრედია

16:00  წყალტუბო – ქუთაისი

Leave a Reply