EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ფინალში გერმანია და ესპანეთი გავიდნენ

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიამ დამატებით დროში დაამარცხა ნორვეგია – 34-33, ხოლო ესპანეთმა მოუგო ხორვატიას – 33-29. ფინალი 31 იანვარსაა კრაკოვში.

 

ხელბურთი. ევროპის მე-12ჩემპიონატი.კაცები. 15-31იანვარი, 2016.პოლონეთი.

29 იანვარი, ნახევარფინალი. კრაკოვი

ნორვეგია-გერმანია 33-34 (OT, 27-27)

ნორ:ერევიკი 16/48, ე. ქრისტენსენი 0/2 – ბიორნსენი 9/8 (5 პენ), მირჰოლი 6/5, იონდალი 7/5 (2 პენ), საგოსენი 7/4 + 5პ, ჰანსენი 7/3, ტონესენი 8/3, ოსალივანი 9/3 + 5პ, რაინკინდი 7/2, მამელუნდი, ჰიკერუდი, გულერუდი

გერ:ვოლფი 10/36, ლიხტლაინი 2/9 – რაიხმანი 10/10 (7 პენ), კიუნი 7/5, ჰეფნერი 6/5, ფეტი 9/4 + 6პ, დამკე 5/3, პეკელერი 6/3, ვიდე 5/2, შტრობელი 2/1, შმიდტი 1/1, კოლბახერი 1/0, ლემკე (3 ბლოკი), პეჩკოვსკი, ერნსტი

ვიდეო:https://www.youtube.com/watch?v=jhdLFw2YIzU&index=2&list=PLLatB4ZOw08jOlVm-7wiwgI73130dtGA-

გერმანია ყველაზე მაღალი და ყველაზე ახალგაზრდული გუნდია ჩემპიონატზე. ხელბურთში ითვლება, რომ მოთამაშე 25 წლის შემდეგ იწყებს პიკზე გასვლას, გერმანელები კი ამ თეორიას არღვევენ – 25 წელი მათი გუნდის საშუალო ასაკია. რაც შეეხება ნორვეგიას, საგულისხმოა, რომ აქ ყველაფერს წარმართავს 20 წლის გამთამაშებელი სანდერ საგოსენი, რაც თეორიებს ყირამალა აყენებს.

ისტორიაში პირველი ნახევარფინალის შემდეგ ნორვეგია ახლოს იყო პირველ ფინალთანაც, თუმცა, თავიდან გერმანია იყო წინ. გუნდის ლიდერი ამჯერად იყო მარცხენა გარემარბი ტობიას რაიხმანი – შვიდიდან შვიდი შვიდმეტრიანის გატანა ძალიან ძნელია, რაიხმანმა ამას 3 გოლი დაამატა კუთხიდან. ძირითადი პივოტი ამჯერად იყო ჰენდრიკ პეკელერი, უკანა ხაზი თავიდან უცვლელი იყო, თუმცა, შემდეგ თამაშში სრულფასოოვნად ჩაება შინიდან გამოძახებული ორი მოთამაშე – იულიან კიუნი და კაი ჰეფნერი – 5-5 გოლი.

პირველი ტაიმის შუაში რაიხმანმა ანგარიში 9-5 გახადა, მაგრამ 22-26 წუთების მონაკვეთი ნორვეგიამ 5-1 მოიგო და ქრისტიან ბიორნსენმა წინ გაიყვანა თავისიანები – 13-12. ტაიმი მაინც გერმანიამ მოიგო – 14-13.

მეორე ნახევრის პირველ 20 წუთში სხვაობა ერთ ბურთზე მეტი არ ყოფილა, სანამ ბიორნსენმა, დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ანგარიში 24-22 არ გახადა. დასრულებამდე 7 წუთით ადრე კენტ ტონესენმა გაიტანა – 26-24. პეკელერმა და კიუნმა გაათანაბრეს და ტონესენის გოლის შემდეგ (27-26, 55:04), ოთხწუთნახევარი ბურთი აღარ გასულა. ბოლო შეტევა გერმანიას ჰქონდა. ტაიმაუტის შემდეგ შტეფენ ფატმა რუნე დამკეს ჩაუთამაშა ბურთი მარცხენა კუთხეში და სირენამდე 19 წამით ადრე გარემარბმა გაათნაბრა – 27-27.

პირველი დამატებითი დროის ბოლო წუთზე რაიხმანმა ისევ გაიყვანა წინ გერმანია, თუმცა, ანგარიში კიდევ სამჯერ გათანაბრდა, და ბოლო გოლი, ძალისმიერი გარღვევის შემდეგ, დასრულებამდე 5 წამით ადრე შეაგდო კაი ჰეფნერმა – მოთამაშემ, ვინც ტრავმირებული ვაინჰოლდის ნაცვლად გამოიძახეს შინიდან და ჩემპიონატზე სულ მეორედ თამაშობდა – 34-33, გერმანია ფინალშია. ნორვეგია იბრძოლებს ბრინჯაოსთვის, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად (საგზურს პირველი სამი გუნდი მიიღებს, დანარჩენები პლეიოფში გადავლენ). ნორვეგიამ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურიც მოიპოვა.

ესპანეთი-ხორვატია 33-29

ესპ:შტერბიკი 4/22, პერესი 5/16 – გარსია 6/6, რივერა 6/6 (5 პენ), ტომასი 6/5, აგინაგალდე 6/5, ენტრერიოსი 8/4 + 5პ, უგალდე 3/3, მაკედა 6/2, დუიშებაევი 3/1 + 6პ, გვარდიოლა 1/1+2ბლ, კანელასი 1/0, მოროსი, გურბინდო

ხორ:ალილოვიჩი 3/25, სტევანოვიჩი 4/5 – სლიშკოვიჩი 9/6, მარიჩი 6/4, შტრლეკი 6/4, კოპლიარი 5/4, ჰორვატი 3/3, კარაჯიჩი 4/3, ჩუპიჩი 4/2, შებეტიჩი 3/2, დუვნიაკი 3/1 + 5პ, ჯინდრიჩი 2/0, გოიუნი (2ბლ), კოზინა, კოვაჩევიჩი

ვიდეო:https://www.youtube.com/watch?v=EvOf5WIFaeg&index=1&list=PLLatB4ZOw08jOlVm-7wiwgI73130dtGA-

ესპანეთი, გერმანიისგან განსხვავებით, გადაბერებული გუნდიც კია. წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ხოან კანელასი თავისი თავის აჩრდილია და არც სხვები არიან პატარა ბიჭები. მანუელ კადენასმა თამაში ძირითდი შვიდეულით დაიწყო, მაგრამ ხორვატია, თითქოს წინა, პოლონეთთან თამაშს აგრძელებდა და 21-ე წუთზე 13-10 იგებდა.

ესპანელების მწვრთნელმა თამაშში ჩააბა მეკარე პერესი, უკანახაზელი გარსია, ცაცია დუიშებაევი, გარემარბი უგალდე და ამ ოთხეულის წყალობით 8-1 მოიგო ტაიმის ბოლო მონაკვეთი. 18-14 შესვენებაზე.

ხორვატიამ ბევრი იბრძლა მეორე ნახევარში. 14-19-ის შემდეგ შტრლეკმა მინიმუმამდეც დაიყვანა სხვაობა 29-ე წუთზე, დასრულებამდე შვიდწუთნახევრით ადრე ესპანეთი ისევ ერთით იგებდა – 27-26, მაგრამ უკვე ორმა ძირითადმა გარემარბმა, ტომასმა და რივერამ, სწრაფი გარღვევების შემდეგ 30-26 გახადა ანგარიში და ხოლო 5 წუთძი ხორვატიამ ვეღარაფერი გააწყო – 29-33. ფინალი გერმანია-ესპანეთია, გამარჯვებული ტიტულთნ ერთად რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურსაც იღებს.

მეხუთე ადგილისთვის საფრანგეთმა 29-26 მოუგო დანიას, ხოლო პოლონეთმა მოგებით გააცილა გერმანელი მწვრთნელი მიხაელ ბიგლერი, რომელმაც ხორვატიასთან კატასტროფის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოაცხადა გადადგომის შესახებ. პოლონელებმა მეშვიდე ადგილისთვის მოუგეს შვედებს – 26-24.

კვირას ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ორი, გადამწყვეტი მატჩია, რომლებიც შეგიძლიათ ცოცხლად ნახოთ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ინტერნეტ-ტელევიზიით. აქვეა ყველა თამაშის ჩანაწერი:http://www.ehftv.com/int

31იანვარი, კრაკოვი

18:00 3-4 ადგ.ნორვეგია-ხორვატია

http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-mens-euro-2016-3rd-place-match

20:30 ფინალი.გერმანია-ესპანეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-mens-euro-2016-final

კლასიფიკაცია, ვროცლავი

5-6.საფრანგეთი-დანია 29-26

კუნკუ 8, სორენდო 6, ჟერარი 20/46-43% – ბალინგი 7, მენსა 4

7-8.პოლონეთი-შვედეთი 26-24

კრაევსკი 5, კონიცი 5, ბელეცკი 3 – ლ. ნილსონი 5, სტენმალმი 4

კლასიფიკაცია, 5-16 ადგილები.5. საფრანგეთი 6. დანია 7. პოლონეთი 8. შვედეთი 9. რუსეთი 10. ბელარუსი 11. მაკედონია 12. უნგრეთი 13. ისლანდია 14. სლოვენია 15. სერბეთი 16. მონტენეგრო

სტატისტიკა. გოლები:რივერა, ესპ 47 (30 პენ); რაიხმანი, გერ 43 (26); ბიორნსენი, ნორ, 42 (11); ლაზაროვი, მკდ 42 (12); შტრლეკი, ხორ 39 (10); – გოლი (შვიდმეტრიანის გარეშე)მ. იურეცკი, პოლ 32; მ. ჰანსენი, დან 32; იაკობსონი, შვდ 32; ე. ჰანსენი, ნორ 30; ლაზაროვი 30 –პასები:დუვნიაკი, ხორ 39; მ ჰანსენი 38; საგოსენი, ნორ 34გოლი+პასი:მ. ჰანსენი 71, იურეცკი 61, იაკობსონი 60 –მეკარეები:კირეევი, რუს 36%; სალდაცენკა, ბლრ – 79 მოგერიება; შმალი, პოლ – 10 შვიდმეტრიანი –დაცვა (ჩაჭრა+ბლოკი):გოიუნი, ხორ 5+10, ლემკე, გერ 4+10

Leave a Reply