სამი სენსაცია: ნორვეგია, გერმანია, ხორვატია!

სრულიად სენსაციურად დასრულდა ჯგუფური რაუნდის ბოლო დღე ხელბურთის ევროპულ ჩემპიონატზე: ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი 24-29 დამარცხდა ნორვეგიასთან, დანიამ წააგო გერმანიასთან – 23-25, ხოლო მასპინძელი, პოლონეთი გაანადგურა ხორვატიამ – 37-23, რის შემდეგაც მივიღეთ მოულოდნელი ნახევარფინალები: ნორვეგია-გერმანია, ესპანეთი-ხორვატია.

ამ ოთხეულიდან ევროპის ჩემპიონი მხოლოდ გერმანია ყოფილა (2004), ხოლო ნორვეგია პირველად გავიდა დიდი ტურნირის ნახევარფინალში. ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთმა, მესამე, რეგიონული ტიტული დაკარგა.

საფრანგეთი ოლიმპიურ წლებში ევროპის ჩემპიონი არასოდეს გამხდარა და პოლონეთშიც ბევრი მოთამაშე აკლდა: 5 ინსაიდი, ხუთივე მსოფლიო ჩემპიონი – აკამბრეი, ფერნანდესი, გრები, ბარაშეტი და ალიქს ნიოკა. მათგან დამწყები შვიდეულის მოთამაშე არავინ ყოფილა და ყველა ლიდერი გუნდში იყო (მარცხენა შუამარბის პოზიციას ნიკოლა კარაბატიჩი და ნარსისი ავსებდნენ), მაგრამ კლოდ ონესტას სრულფასოვანი შემცვლელები უკვე აღარ ჰყავდა და სკამზე ამ დონისთვის გამოუცდელი ახალგაზრდები ჰყავდა დასმული. ნორვეგია კი ძალიან ძნელად დასამარცხებელი, მებრძოლი და უსწრაფესი გუნდია.

ფრანგების მაქსიმუმი ამ თამაშში იყო 7-4 პირველ ტაიმში, რის შემდეგაც ნორვეგიამ მოიგო თამაშის ნახევარი (12-11), სხვაობაც გაზარდა და 50-ე წუთისთვის, ხუთგოლიანი უგოლო მონაკვეთის შემდეგ საფრანგეთი კრიტიკულ სიტუაციაში იყო – 19-23. ნორვეგიის ორივე გარემარბი, ბიორნსენი და იონდალი ყოველთვის მზადაა გარღვევაში გასაქცევად დ თუ ეს არ გამოვიდა, უკანა ხაზიც ძალიან შეწყობილად უტევს. ფრანგებთან ამათ დაემატა ვეტერანი პივოტი ბიარტე მირჰოლი, რომელმაც თავადაც გაიტანა 4 და ბლოკებსაც კარგად აყენებდა. 55-ე წუთზე, როდესაც საგოსენმა 27-22 გახადა ანგარიში, ცხადი გახდა, რომ საფრანგეთმა წააგო და უნდა დალოდებოდა პოლონეთ-ხოვატიის შედეგს, საიდანაც მიზერული შანსი ჰქონდა – ხორვატიას უნდა მოეგო 5-10 ბურთის ინტერვალში. პოლონეთს უშველებელი ფორა ჰქონდა მოგებით, ფრით და ოთხ ბურთამდე წაგებით გადიოდა ნახევარფინალში, ხოლო ხორვატია…

საფრანგეთ-ნორვეგიის მატჩის პარალელურად ვროცლავში დანია და გერმანია თამაშობდნენ. დანია ლიდერი იყო და ფრეც აწყობდა. გერმანიის დანაკლისი ჩემპიონატამდე შვიდეულის 4 მოთამაშე იყო (გენსჰაიმერი, გრიოცკი, ვინჩეკი, დრუქსი), ხოლო ბოლო მატჩის შემდეგ მათ დაემატა ორივე ძირითადი ინსაიდი – ვაინჰოლდი და დისინგერი. ფაქტობრივად, გერმანია მეორე შემადგენლობით იყო, მაგრამ ბუნდესლიგა ევროპაში უკონკურენტო ლიგაა და იქ ძლიერი მოთმაშე არ დაილევა.

უკანა ხაზში დადგნენ ფეტი, შტრობელი და ვიდე, მათ ეხმარებოდნენ შინიდან გამოძახებული ჰეფნერი და კიუნი, ხოლო ძირითადი ექვსეულის სამი დანარჩენი წევრი, გარემარბები დამკე და რაიხმანი და პივოტი შმიდტი არაფრით ჩამოუვარდებიან გრიოცკის, გენსჰაიმერსა და ვინჩეკს. ლიდერობა იტვირთა ბუნდესლიგის სრულიად ჩვეულებრივი კლუბის, ვეტცლარის 25 წლის უკანახაზელმა, შტეფენ ფეტმა. პირველ ტაიმში მან 5 დარტყმიდან ხუთი გოლი გაიტანა. თამაშის ნახევარი დანიამ მოიგო, 13-12.

მატჩში მაქსიმალური სხვაობა 2 ბურთი იყო და 53-ე წუთზე, ჰანსენის სწრაფი გარღვევის შემდეგ გერმანია ორით აგებდა – 21-23, მაგრამ ამის შემდეგ მეკარე ვოლფს გოლი აღარ გაუშვია. გაიტანა კიუნმა, გაათანაბრა შტრობელმა (დრო, 56:04), დამგორს აუღო ვოლფმა, მენსა წავიდა ოწრუთიანში, პეკელერმა სწრაფ გარღვევაში გამოიმუშავა შვიდმეტრიანი და ტობიას რაიხმანმა წინ გაიყვანა გერმანია – 24-23 (57:23).

საპასუხო შეტევაში ეგერტმა მარცხენა კუთხიდან ძელს გაარტყა და დასრულებამდე წუთითა და 4 წამით ადრე ფაბიან ვიდემ თამაშის ბოლო გოლი გაიტანა – 25-23. გერმანია გავიდა ნახევარფინალში ხოლო დანია უნდა დალოდებოდა ესპანეთ-რუსეთის შედეგს. ესპანეთს მხოლოდ მოგება აწყობდა, რუსეთს კი თავად სჭირდებოდა 2 ქულა, რათა გადაესწრო შვედეთისთვის და ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზური მოეპოვებინა.

რუსეთი ებრძოლა ესპანეთს, ტაიმიც მოუგო (12-11) და მხოლოდ მე-40 წუთიდან ჩამორჩა მეტოქეს 3-4 ბურთით (20-24, 51 წუთი), დასრულებამდე 3 წუთით ადრეც ბრძოლაში იყო (22-24), მაგრამ წააგო და დანია, ვისაც თავიდან ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა მოგებული პოლონეთში, ბოლო ორში დაკარგული 3 ქულის გამო მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის ეთამაშება საფრანგეთს.

და, კრაკოვი, პოლონეთი-ხორვატია, 15 000 მაყურებელი. ხორვატებს, ნახევარფინალში გასასვლელად სჭირდებათ 11 ბურთით მოგება! ხორვატია იწყებს 3-0 და პოლონეთს პირველი გოლი მეათე წუთზე გააქვს. სხვაობა იზრდება – 8-4, 10-5 ტაიმის ბოლოს (ეს სხვაობა უკვე ფრანგებს აწყობთ), მაგრამ ხომ შეუძლებელია რომ ბოლომდე გაიზარდოს? რომ ერთ გუნდს ყველაფერი გამოუვიდეს და მეორე უბრალოდ უყურებდეს? მაგალითად, როგორ მოუწყობს მეორე მეტოქე ერთ თამაშში 14 სწრაფ გარღვევას, რომელთაგანაც 13 გოლით დასრულდება…

მეორე ტაიმში იწყება სრული კატასტროფა – პოლონეთს ისევ ვერ გააქვს ვერაფერი პირველი 10 წუთის განმავლობაში, დაცვა კლდესავით დგას, რაც დაცვას გაეპარება, ხორვატთა რანგით მეორე მეკარე, ივან სტევანოვიჩი იღებს, შტრლეკი და ჰორვატი მუდმივად ფასტბრეიკში არიან, დომაგოი დუვნიაკს 1 გოლი და 13 პასი აქვს! ხორვატია სასურველ სხვაობას უკვე 36-ე წუთზე აღწევს – 21-10, 47-ე წუთზე კი ტაბლოზე ანთია 30-13! პოლონელების მწვრთნელი მიხაელ ბიგლერი მკვდარივითაა… მისი საჩემპიონო გუნდი ახლა მეშვიდე ადგილისთვის უნდა ეთამაშოს შვედეთს…

54-3 წუთზე სხვაობა 12 ბურთამდე მცირდება – 20-32, კიდევ ორიც და ფრანგებისთვის სასურველი სხვაობა დადგება, მაგრამ, ცხადია, რომ ხორვატებს ფრანგებისთვის არ უწვალიათ ამდენი – მარინო მარიჩს და ივან ჩუპიჩს ისევ აჰყავთ სხვაობა თოთხმეტამდე და ხორვატია ნახევარფინალშია – 37-23!

შვედეთმა 22-14 მოუგო უნგრეთს და ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის მეორე საგზური მოიპოვა, პირველი მიიღო ნორვეგიამ, თუმცა, ნორვეგიას პირდაპირ შეუძლია მოხვედრა რიოში, ევროპის ჩემპიონი თუ გახდა. ასეთ შემთხვევაში მათ ნაცვლად კვალიფიკაციაზე რუსეთი გავა, როგორც უახლოესი უსაგზურო გუნდი. ესპანეთს, ხორვატიას, გერმანიას, პოლონეთს, დანიას და სლოვენიას ეს უფლება მსოფლიო ჩემპიონატზე აქვთ მოპოვებული და ესპანეთის, ხორვატიის ან გერმანიის ჩემპიონობის შემთხვევაში ბოლო საგზური გადაეცემა არა რუსეთს, არამედ მაკედონიას, როგორც მსოფლიო ჩემპიონატიდან პირველ უსაგზუროდ დარჩენილ გუნდს.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე შესვენებაა. პარასკევსა და კვირას, დარჩენილი ექვსივე მატჩი შეგიძლიათ ცოცხლად ნახოთ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ინტერნეტ-ტელევიზიით. აქვეა ყველა თამაშის ჩანაწერი:http://www.ehftv.com/int

ხელბურთი.ევროპისმე-12ჩემპიონატი.კაცები. 15-31იანვარი, 2016.პოლონეთი.

მთავარი რაუნდი: მეორე ჯგუფური ეტაპი.

27 იანვარი

1 ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

მაკედონიაბელარუსი 29-30

მკდ: ლაზაროვი 19/10, მანაშკოვი 4 – რისტოვსკი 16/45-36%

ბლრ: პუხოვსკი 16/11, კულეში 5, იურინოკი 5 – სალდაცენკა 16/45-36%

საფრანგეთინორვეგია 24-29

საფ: ნარსისი 9/7, გიგუ 6/5, აბალო 7/4, პორტი 5/3, ნ კარაბატიჩი 8/3, მაე 2/1 – ომაიერი 10/35

ნორ: ტონესენი 8/6 + 6პ, ბიორნსენი 5, მირჰოლი 4, იონდალი 4, საგოსენი 4, ჰანსენი 4 – ერევიკი 13/37

პოლონეთიხორვატია 23-37

პოლ: ბელეცკი 9/4, დაშეკი 4, შიბა 3, კრაევსკი 3, ვიშნევსკი 3, მ. იურეცკი 7/1 – შმალი, ვიშომირსკი 8/45

ხორ: შტრლეკი 11/11 (3 პენ), მარიჩი 7, ჰორვატი 5, დუვნიაკი 1 + 13 პასი – სტევანოვიჩი 13/35-37%

საბოლოო: ნორვეგია9,ხორვატია6 (+6) –საფრანგეთი 6 (+2) – პოლონეთი 6 (-8), ბელარუსი 2, მაკედონია 1

1 ეტაპი: საფ-მკდ 30-23, მკდ-პოლ 23-24 საფ-პოლ 25-31, ხორ – ბლრ 27-21, ნორ-ხორ 34-31, ბლრ-ნორ 27-29

21 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 34-23, მაკედონია-ხორვატია 24-34

23 იან. საფრანგეთი-ხორვატია 32-24, პოლონეთი-ნორვეგია 28-30

25 იან. მაკედონია-ნორვეგია 31-31, პოლონეთი-ბელარუსი 32-27

2ჯგუფი.ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

შვედეთიუნგრეთი 22-14

შვდ: ლ. ნილსონი 5, ოსტლუნდი 5, იაკობსონი 3 – ანდერსონი 17/31-55%

უნგ: ბოდო 5, ჰორნიაკი 3, ლ. ნადი 8/2, ჯამალი 4/0

გერმანიადანია 25-23

გერ: ფეტი 9/6, ვიდე 5, რაიხმანი 4, ჰეფნერი 3, დამკე 2, კიუნი 2/1 – ვოლფი 12/34-35%

დან: ჰანსენი 11/7, ეგერტი 6 (3 პენ), დამგორი 11/3, სვანი 2, მენსა 2, ლინდბერგი 2 – ლანდინი 12/36

ესპანეთირუსეთი 25-23

ესპ: რივერა 14/11 (6 პენ), ტომასი 7/6, მაკედა 3, ენტრერიოსი 2 – შტერბიკი 11/34

რუს: დიბიროვი 5, ატმანი 4, კოვალევი 3, შელმენკო 3 – კირეევი 15/39-38%

საბოლოო:ესპანეთი8 (+3),გერმანია8 (-3) –დანია 7, შვედეთი 4, რუსეთი 3, უნგრეთი 0

1 ეტაპი. ესპ-გერ 32-29, გერ-შვდ 27-26, ესპ-შვდ 24-22, დან-რუს 31-25, რუს-უნგ 27-26, დანია-უნგ 30-22

22 იან. გერმანია-უნგრეთი 29-19, შვედეთი-რუსეთი 28-28

24 იან. გერმანია-რუსეთი 30-29, ესპანეთი-დანია 23-27

26 იან. ესპანეთი-უნგრეთი 31-29, შვედეთი-დანია 28-28

29იანვარი. ვროვლავი

19:00, 7-8 ადგ. პოლონეთი-შვედეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-mens-euro-2016-placement-match-7-8

21:30. 5-6 ადგ. საფრანგეთი-დანია

http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-mens-euro-2016-placement-match-5-6

ნახევარფინალი, კრაკოვი

21:30 ნორვეგია-გერმანია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-01-29-ehf-mens-euro-2016-semi-finals

24:00 ესპანეთი-ხორვატია

http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-mens-euro-2016-semi-finals

კლასიფიკაცია, 9-16 ადგილები.9. რუსეთი 10. ბელარუსი 11. მაკედონია 12. უნგრეთი 13. ისლანდია 14. სლოვენია 15. სერბეთი 16. მონტენეგრო

31იანვარი, კრაკოვი

18:00 3-4 ადგილები

20:30 ფინალი

სტატისტიკა. გოლები:ლაზაროვი, მკდ 42; რივერა, ესპ 41; პუხოვსკი, ბლრ 37; შტრლეკი, ხორ 35; ბიორნსენი, ნორ, 34; იურეცკი, პოლ 33; რაიხმანი, გერ 33 –გოლი (შვიდმეტრიანის გარეშე)იურეცკი 32; ჰანსენი, დან 31; იოჰანსონი, შვდ 31; ლაზაროვი 30 –გოლი+პასი:ჰანსენი 32+36 –მეკარეები:კირეევი, რუს 36%; შტერბიკი, ესპ 36%

ვიდეო:https://www.youtube.com/watch?list=PLLatB4ZOw08jOlVm-7wiwgI73130dtGA-&v=S0NM5IRWNm8

Leave a Reply