უხვგოლიანი დღე სპორტის სასახლეში  

ხელბურთის უმაღლესი ლიგის მომდევნო სათამაშო დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, უჩვეულოდ ბევრი გოლი გავიდა. თელავის სტუ-იმედმა 53-33 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი, ხოლო პეგასმა 53-39 მოუგო გორს. 

ამ ტურის მთავარი და უფრო დაძაბული მატჩები ხვალ გაიმართება. 16 საათზე გორი და სპორტუნი გაარკვევენ, ვინ აღმოჩნდება მეხუთე ადგილზე 10 ნათამაშები მატჩის შემდეგ, ხოლო 18 საათზე თამაშობენ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები, სტუ-იმედი და პეგასი.

ამ წყვილების პირველი წრის მატჩები მოიგეს გორმა (49-39) და პეგასმა (38-26). ხვალინდელი მატჩების შემდეგ, თებერვლის ბოლოს, თბილისში გაიმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური და მეორე წრეც დასრულდება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 უძლიერესი გუნდი ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს საქართველოს 2019 წლის ჩემპიონს.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

https://www.facebook.com/GEONHF/

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 9 თებერვალი

იმედი-სტუ თელავი – სპორტუნი 53-33

თელ: ხიდეშელი, ცინცაძე – მიქავა 14, ყორიაული 12, დოლმაზაშვილი 7, გოგალაძე 5, გავაშელიშვილი 4, ცისკარიშვილი 4, იობაშვილი 3, ბაინაზიშვილი 3, კორსანტია 1, ბერაძე

სპ: ხარაიშვილი – ჩიკვილაძე 10, ერისთავი 7, ცხვარაშვილი 5, ზურაბიანი 5, თიგიშვილი 4, ჭელიძე 1, დელიბაშვილი 1, ჩაკვეტაძე, აბაშიძე, გურასპაული

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

პეგასი – გორი 53-39

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – კალანდაძე 15, ბაძაღუა 9, კოხრეიძე 6, კუხალაშვილი 5, ზარნაძე 5, გვაზავა 4, გრიშიკაშვილი 3, ჟვანია 3, პატაშური 1, ჭანტურია 1, მდივანი 1, შუბითიძე

გორ: თითირაშვილი – ახალბედაშვილი 11, ტარუაშვილი 9, მჭედლიშვილი 7, დალაქიშვილი 4, ზოზიაშვილი 4, ზუბიაშვილი 3, გუდურაშვილი 1, ხუბულური, შემშენოვი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—10—9—0—1—432-275–18

ქუთაისი——-10—8—0—2—394-280–16

პეგასი———–9—7—0—2—402-276–14

იმედი-სტუ—–9—7—0—2—327-272–14

გორი————9—3—0—6—329-381—6

სპორტუნი——9—2—0—7—290-401—4

სამტრედია—-10—1—1—8—272-378—3

წყალტუბო—-10—0—1—9—237-411—1

7 თებერვალი

16:00 სპორტუნი – გორი

18:00 პეგასი – იმედი-სტუ თელავი

Leave a Reply