სტუ-ს მეექვსე მოგება

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. პრინციპული მეტოქეების, ტექნიკური უნივერსიტერისა და სამტრედიის მატჩი სტუ-მ 34-31 მოიგო, ქუთაისმა დაამარცხა ქარიშხალა, 40-35.

თანაბარი დასაწყისის შემდეგ, მე-15 წუთისთვის სტუ 8-4 დაწინაურდა, მაგრამ ირაკლი თევზაძის ლიდერობით სამტრედიამ 25-ეზე გაათანაბრა, ხოლო ტაიმის ბოლო შეტევაში ჯაბა ხაჟომიამ პირველად დააწინაურა თავისი გუნდი – 16-15. მეორეში სამტრედიამ სხვაობა გაზარდა (22-19, 38-ე წუთი), 45-ეზე ფრე იყო, 23-23, შემდეგ კი შალვა სტურუამ და თედო ჭელიძემ ანგარიში 25-23 გახადეს, ხოლო ბოლო ხუთწთეულში, თემურ ორჯონიკიძემ გაიტანა ზედიზედ 3 გოლი და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. 34-31, სტუ-მ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და პირველ წრეს ლიდერად დაასრულებს.

ქუთაისმა 5-0 დაიწყო ქარიშხალასთან. თბილისელებმა პერსონალურად აიყვანეს კბილაშვილი, მაგრამ გამკლავება უჭირდათ პივოტ გრიშიკაშვილთან და 5-6 ბურთით აგებდნენ, თუმცა, ტაიმის ბოლოს ზაზა ფერაძემ მაინც შეამცირა სხვაობა სამამდე – 18-21. შესვენების შემდეგ ზედიზედ სამჯერ გაიტანა გიორგი კვერნაძემ – 24-18 და ამის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა საეჭვო აღარ გამხდარა – 40-35.

10 თებერვალს ქუთაისში თამაშობენ სამტრედია-ქარიშხალა, ქუთაისი-სტუ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

9 თებერვალი, ქუთაისი, სპორტის სასახლე

სამტრედია-სტუ 31-34

სამ: ა. სამიტაშვილი – თევზაძე 12, ხაჟომია 6, სიმონია 5, ვ. ზურაბიანი 4, გოგოლაძე 4, გიორგაძე, ანტონოვიჩი

სტუ: ტორონჯაძე – კობახიძე 7, ჭელიძე 7, ორჯონიკიძე 7, სტურუა 6, ი. სამიტაშვილი 3, არსენაშვილი 2, ჯორბენაძე 2, ზაალიშვილი

ქუთაისი-ქარიშხალა 40-35

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – კვერნაძე 9, რუსტამოვი 8, კბილაშვილი 6, გრიშიკაშვილი 6, მათნაძე 6, ჩიხლაძე 3, ჯუღელი 1, უ. კობახიძე 1

ქარ: ხანდოლიშვილი – ზ. ფერაძე 10, გ. ფერაძე 6, საჯაია 5, ბულბულაშვილი 4, მამულაშვილი 4, შევჩენკო 3, ასაბაშვილი 2, ციხიშვილი 1, ჭინჭარაძე, დემეტრაშვილი, თიგიშვილი,

მსაჯები: ა. ნოვიკოვი, რ. პერეპელიცა (უკრ)

ტექნიკური დელეგატი: მ. ჩიხლაძე, მეთვალყურე: ი. ჭკუასელი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სტუ———–6—6—0—0—220-187-12

BSB ბათუმი–5—4—0—1—172-146–8

სამტრედია—6—4—0—2—227-183–8

პეგასი———5—3—0—2—164–172–6

ქუთაისი——6—3—0—3—205-215–6

ქარიშხალა—-6—2—0—4—214-225–4

თელავი——-5—0—0—5—141-159–0

ფოთი———5—0—0—5—176-233–0

10 თებერვალი, ქუთაისი, სპორტის სასახლე

13:00 სამტრედია-ქარიშხალა, 15:00 ქუთაისი-სტუ

11 თებერვალი, თბილისი, არენა

14:00 პეგასი-ფოთი, 16:00 იმედი თელავი-ბათუმი

12 თებერვალი, თბილისი, არენა

13:00 პეგასი-ბათუმი, 15:00 იმედი თელავი-ფოთი

Leave a Reply