gnhf-rrr

სტუ და ბათუმი ლიდერის ვინაობას გაარკვევენ

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 20 აპრილს განახლდება ხელვაჩაურში. აქ შეიკრიბება 4 გუნდი – ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ფოთის ოქროს ვერძი, სტუ და ქარიშხალა, ხოლო 22 აპრილიდან თელავში ითამაშებენ იმედი, პეგასი, სამტრედია და ქუთაისი. 20-23 აპრილს გაიმართება მე-10-11 ტურები. 

 

ამის შემდეგ გუნდებს სათამაშო დარჩებათ 3-3 მატჩი, რის შემდეგაც პირველ 4 ადგილზე გასული გუნდი ბრძოლას გააგრძელებს საქართველოს ჩემპიონობისთვის, ხოლო ბოლო ორი ადგილი პირველი ლიგის ორ გუნდთან ერთად გადასასვლელ ტურნირში ითამაშებს.

შესაბამისად, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე რვავე გუნდს სეზონის ბოლოში მოტივაცია შერჩენილი აქვს – სტუ, ბათუმი, სამტრედია, პეგასი და ქუთაისი ფინალურ ოთხეულში გასასვლელად იბრძვიან, ხოლო ქარიშხალა, თელავის იმედი და ფოთი – მეექვსე ადგილისთვის, რაც უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტიას იძლევა.

რაც შეეხება უახლოეს მატჩებს, 20 და 21 აპრილს, ხელვაჩაურის სპორტის სასახლეში, პირველივე დღეს თამაშობენ ქვეყნის ჩემპიონი სტუ და თასის მფლობელი ბათუმია. სტუ მხოლოდ ორი ქულითაა წინ და მარცხის შემთხვევაში პირველ ადგილს მეტოქეს დაუთმობს. პირველი წრის მატჩი ტექნიკურმა უნივრსიტეტმა 31-30 მოიგო, ხოლო იქამდე, საქართველოს თასის ფინალში, შავი ზღვის ბიჭებმა ასევე ერთი ბურთით, 20-19 დაამარცხეს მეტოქე.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

20 აპრილი, ხელვაჩაური

15:00 ფოთი – ქარიშხალა

16:30 ბათუმი – სტუ

21 აპრილი, ხელვაჩაური

12:00 ფოთი – სტუ

13:30 ბათუმი – ქარიშხალა

22 აპრილი, თელავი

13:00 პეგასი – სამტრედია

14:30 იმედი-თელავი – ქუთაისი

23 აპრილი, თელავი

12:00 პეგასი – ქუთაისი

13:30 იმედი-თელავი – სამტრედია

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სტუ————-9—8—0—1—314-281-16

BSB ბათუმი—-9—7—0—2—290-226-14

სამტრედია—–9—6—0—3—346-287-12

პეგასი———–9—6—0—3—281-286-12

ქუთაისი——–9—5—0—4—303-309-10

ქარიშხალა——9—2—0—7—318-347–4

იმედი-თელავი-9—1—1—7—249-282–3

ფოთი————9—0—1—8—295-378–1

Leave a Reply