სერბეთმა მესამე თამაშიც მოიგო

სერბეთის ნაკრებმა ტურნირის ბოლო მატჩში იოლად, 29-13 დაამარცხა საქართველო, 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა მეორე ადგილზეა ისრაელი, მესამეზე -საბერძნეთი, მეოთხეზე საქართველო.

თამაშის საუკეთესო ხელბურთელების პრიზები მოიპოვეს სერბმა ვუკასინ რაკოციამ და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ. 15 წლის გიორგი ცხოვრებაძემ.

ისრაელის ნაკრებმა 26-24 დაამარცხა საბერძნეთი და მეორე ადგილი დაკიავა. 18 საათზე თამაშობენ სერბეთი, ვისაც პირველ ადგილი და ფინალურ ეტაზე გასვლა განაღდებული აქვს და საქართველო.

ისრაელმა პირველი ტაიმი 15-12 მოიგო, მაგრამ საბერძნეთმა მალევე გაათანაბრა ანგარიში და თამაშის ბოლომდე თანაბარი ბრძოლა იყო. ბერძნები არასოდეს გასულან წინ, მაგრამ მათ ფრე აწყობდათ მეორე ადგილის დასაკავებლად, რადგანაც ბურთების უკეთესი სხვაობა ჰქონდათ.

ანგარიში 24-24 იყო, როდესაც ისრაელის გუნდი გადაარჩინა მეკარე გუტერმანმა, რომემაც მესამედ მოიპოვა თმაშის საუკეთესო მოთამაშის პრიზი და კაპიტანმა ჯინჯიხაშვილმა, ვინც გაიტანა თვისი გუნდის ბოლო ორი გოლი – 26-24. საბერძნეთის ნაკრებში საუკეთესო იყო ეფტიმოს ილიოპულოსი – 6 გოლი.

დასახელდა შეჯიბრების სიმბოლური ნაკრებიც. მეკარე: დეიან მილოსავლევი, სერბეთი; მარცხენა გარემარბი: მორ ავნაიმი, ისრაელი; მარცხენა შუამარბი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე: ვუკასინ რაკოცია, სერბეთი; გამთამაშებელი: ედენ ჯინჯიხაშვილი, ისრაელი; მარჯვენა შუამარბი: გიორგი ცხოვრებაძე, საქართველო; მარჯვენა გარემარბი: ალექსა კლაიჩი, სერბეთი; პივოტი: მარიოს მორაიტისი, საბერძნეთი; საუკეთესო მცველი: ხრიზანტოს ცანაქსიდისი, საბერძნეთი; ბომბარდირი: იტამარ ალმოსნინოსი, ისრაელი; ფეირ-პლეის პრიზი: ირაკლი გოგოლაძე, საქართველო.

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ.

მე-6 ჯგუფი. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე. 10 აპრილი

ისრაელი-საბერძნეთი 26-24

ისრ: გუტერმანი, კაპლანი, შემ ტოვი – ალმოსნინოსი5, ლიბგოტი 5, ნოსკოვი 4, ჯინჯიხაშვილი 3, მასლია 2, პინჩასი 2, ავნაიმი 1, იონიში  1, ბენ საადონი 1,  ნათანი 1, ატიშკინი 1, ლიფერი, შაჰაკი

საბ: ბრაუდაკისი, მუტოპულოსი – ილიოპულოსი 6, ხარალამპიდისი 5, ცანაქსიდისი 2,მელეტაკოსი 2,მორაიტისი 3,არამპაძისი 2, კარაიოზოპულოსი 2, აპოსტოლიდისი 1,  ტრიანტაფილიდისი 1, კრიტიკოსი, კარლაკატოსი,  პაპაპულიოსი, პოლიდოროსი, თეოდოროპულოსი

მსაჯები: ლ. იორუმი, ჰ. კლევენი  (ნორ)

სერბეთი-საქართველო 29-13

სერ: მილოსავლიევი, იურაკიჩი – რაკოცია 8,გაჩევიჩი 6, მარკოვიჩი 4, სმილიანიჩი 3,  მიტიჩი 2, ბარუძიჩი 2, რანისავლევიჩი 2, კოლაკოვიჩი 1, რადოვანოვიჩი 1, კურტეში, სტოიანოვიჩი, კლაიჩი, არსენიჩი,  რატკოვიჩი, საქ: ცინცაძე,  ხიდეშელი,  ხანდოლიშვილი- ცხოვრებაძე 4, დიხამინჯია 3,რუსტამოვი 2,გიორგაძე 2,  ხაჟომია 1, გოგოლაძე 1, კბილაშვილი, ბულბულაშვილი,  მამულაშვილი, იობაშვილი, ზარნაძე, ფერაძე, ტიელიძე

მსაჯები: რ. გერაეტსი, პ. გერაეტსი (ჰოლ)

დელეგატი: ა. მხითარიანი (სომ)

8 აპრილი.  სერბეთი-ისრაელი 35-24, საქართველო-საბერძნეთი 22-26

9 აპრილი.საბერძნეთი-სერბეთი 17-20, ისრაელი-საქართველო 35-25

სერბეთი 6 ქულა – ისრაელი 4, საბერძნეთი 2, საქართველო 0

ფინალურ ეტაპზე გავიდა სერბეთის ნაკრები

Leave a Reply