ქალთა ფინალური ოთხეული გაირკვა

ქალების ჩემპიონთა ლიგაში გაირკვა ფინალური ოთხეული:  7-8 მაისს, ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე თამაშის უფლება მოიპოვეს მოქმედმა ჩემპიონმა, მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა, უნგრეთის დიორი ეტომ, მაკედონიის ვარდარმა და რუმინეთის ბუქარესტმა.

საპასუხო მეოთხედფინალებიდან ყველაზე საინტერესო როსტოვ-ბუქარესტის თამაში იყო.  რუსულ კლუბს ორ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა – 11 მოგება და 1 ფრე. როსტოვმა ერთი ბურთით წააგო პირველი მატჩი ბუქარესტში და შინ აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა, ბუქარესტი თავისი რუმინელი, შვედი, ბრაზილიელი და დანიელი ვარსკვლავებით, მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, ზოგჯერ 5-6 ბურთითაც და როსტოვმა თამაშის ბოლოს მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ მეორე მატჩიც ერთი ბურთით წააგო – 28-29.

ბუდუჩნოსტმა შინაც დაამარცხა მეორე რუმინული კლუბი, ბაია მარე – 32-25. უნგრულ დერბიში თასის 2013 და 2014 წლების მფლობელმა, დიორმა მეორედაც გაანადგურა ფერენცვაროშ – 40-23. ნორვეგიის ლარვიკმა რევანში აუღო სკოპიეს ვარდარს – 28-26, მაგრამ სტუმრად საზარელი ანგარიშთ ჰქონდა წაგებული – 20-24.

ფინალური ოთხეულის წილისყრა 12 აპრილს გაიმართება.

მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-14

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16,  ქალები

მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები (9-10 აპრილი)

როსტოვი (რუს) – ბუქარესტი (რუმ) 28-29 (25-26)

ილინა 8, მანაგაროვა 5 – როდრიგეს ბელო 7, გულდენი 6, ფისკერი 4

დიორი ეტო (უნგ) – ფერენცვაროში (უნგ) 40-23 (18-31)

ლოკე 7 – ჰორნიაკი 6

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ბაია მარე (რუმ) 32-25 (29-24)

ნიაგუ 10, ბულატოვიჩი 5 – აბინგჰი, ვიზიციუ 5

ლარვიკი (ნორ) – ვარდარი (მკდ) 28-26 (20-34)

ნ. მორკი 7, კურტოვიცი 6 –  რადიჩევიჩი 7

ფინალური ოთხეული – ბუდაპეშტში,  7-8 მაისს

ფოტო: იზაბელ გულდენი, ბუქარესტი

Leave a Reply