EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

სახელბურთო სეზონი შაბათს, გლდანში იხსნება

28 სექტემბერს გლდანის სახელბურთო დარბაზში იწყება საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის.

მონაწილეობს 19 გუნდი, რომლებიც დასავლეთის, აღმოსავლეთისა და თბილისის ჯგუფებში არიან განაწილებულები. შეჯიბრებას იწყებს თბილისის ჯგუფის 6 გუნდი – ქარიშხალა, მამული, პეგასი, იმედი, შევარდენი და ქარელი.

ბიჭებში პირველი ეტაპი 2013 წელს, ორ წრედ გაიმართება. ჯერ გამოვლდებიან რეგიონული ჩემპიონები და პრიზიორები, ხოლო 2014 წელს 10 საუკეთესო გუნდი (ჯგუფებში 1-3 ადგილებზე გასულები და საუკეთესო მეოთხეადგილოსანი) იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონობისთვის. 10 გუნდი ითამაშებს ერთ წრედ და გამოავლენს 6 საუკეთესოს, რომლებიც, მესამე ეტაპზე, დასკვნით ტურში, ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ (მეორე და მესამე ეტაპზე ქულების აღრიცხვა ნულიდან დაიწყება).

ამავე ასაკის გოგონათა ტურნირი ასევე 28 სექტემბერს იწყება სენაკში. გოგონებში 10 გუნდია. დასავლეთის ჯგუფში უნდა ეთამაშათ ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და წყალტუბოს გუნდებს, მაგრამ ბათუმი პირველ ტურს ფინანსური პრობლემების გამო ტოვებს.

გოგონები ჩემპიონს წრიული სისტემით გამოავლენენ 2 წრედ. პირველი წრე 2013 წელს გაიმართება, მეორე – 2014 წელს.

უმცროს ასაკობრივ ჯგუფში, 2000-01 წლებში დაბადებული ბიჭები ჩემპიონატს 1 ოქტომბერს დაიწყებენ. სულ გოგონების 5 და ბიჭების 14 გუნდი ითამაშებს.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს კაცთა გუნდებს შორის, ის 10 ოქტომბერს იწყება 8 გუნდის მონაწილეობით.

2013-14 სეზონი

საქართველოს ჩემპიონატი, 1998-99 წლებში დაბადებულები

 

ბიჭები

 

თბილისის ჯგუფი (ქარიშხალა, მამული, პეგასი, იმედი, შევარდენი, ქარელი)

პირველი ტური, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი. გლდანი

28 სექტემბერი, შაბათი

14:00 შევარდენი-ქარელი

15:15 მამული – პეგასი

16:15 იმედი-ქარიშხალა

 

29 სექტემბერი, კვირა

14:00 იმედი – შევარდენი

15:15 ქარიშხალა – მამული

16:15 პეგასი – ქარელი

 

30 სექტემბერი, ორშაბათი

16:00 პეგასი – იმედი

17:15 შევარდენი – ქარიშხალა

18:15 ქარელი – მამული

 

1 ოქტომბერი, სამშაბათი

16:00 პეგასი – შევარდენი

17:15 იმედი – მამული

18:15 ქარიშხალა – ქარელი

 

2 ოქტომბერი, ოთხშაბათი

16:00 მამული – შევარდენი

17:15 ქარიშხალა – პეგასი

18:15 ქარელი – იმედი

 

მეორე ტური – 1-6 დეკემბერს, თბილისში

 

აღმოსავლეთი ჯგუფი (ლაგოდეხი, გორი, გურჯაანი, ყვარელი, რუსთავი, თელავი)

1 ტური – 8-13 ოქტომბერს თელავში

2 ტური – 24-29 ნოემბერს თელავში

დასავლეთი ჯგუფი (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, წყალტუბო, სამტრედია, ზუგდიდი, ზესტაფონი)

1 ტური – 15-20 ოქტომბერს სენაკში

2 ტური – 8-13 დეკემბერს სენაკში

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი

მესამე ეტაპზე გადის 6 საუკეთესო გუნდი

მეორე და მესამე ეტაპები გაიმართება 2014 წელს

 

 

2013-14 სეზონი

საქართველოს ჩემპიონატი, 1998-99 წლებში დაბადებულები

 

გოგონები

 

დასავლეთი ჯგუფი (ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, წყალტუბო)

პირველი ტური, 28-30 სექტემბერი, სენაკი

აღმოსავლეთი ჯგუფი (მამული, სტუ, საბურთალო, ქარიშხალა, ქარელი, ყვარელი)

პირველი ტური, 3-7 ოქტომბერი, გლდანი

საერთო ტური – 1-6 ნოემბერს თბილისში

ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიანი ტურნირის შემდეგ

 


 

Leave a Reply