საქართველოს ჩემპიონი პეგასი გახდა

საქართველოს ჩემპიონი 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ხელბურთელთა შორის ზედიზედ მესამედ გახდა თბილისის პეგასი, რომელმაც ფინალში 35-17 დაამარცხა გორის გუნდი. ბრინჯაოს მედლები ფოთის ოქროს ვერძმა მოიპოვა. მწვრთნელების, ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის ეს ასაკობრივი გუნდი შინაურ პირველობაზე ყოველთვის ფავორიტია. ფინალურ ტურნირზე გუნდს აკლდა ლიდერი, გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშობდა 5 წლით უფროსებში, თუმცა, პეგასმა ყველა თამაში დიდი უპირატესობით მოიგო. გორელებმა გაიმეორეს 2014 წლის მიღწევა და კიდევ ერთხელ მოიპოვეს ვერცხლის მედლები.

ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, დასავლეთის ლიგის ვერცხლის პრიზიორმა, ფოთის ოქროს ვერძმა 26-25 მოუგო დასავლეთის ჩემპიონს, წყალტუბოს. 

ფინალურ ტურნირზე მონაწილეობდა დასავლეთის, აღმოსავლეთისა და კახეთის რეგიონული პირველობებიდან შერჩეული 8 საუკეთესო გუნდი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ჭაბუკები, 2000-01

10  აპრილი, ახალი სპორტის სასახლე. ფინალი

პეგასი-გორი 35-17

პეგ: დიხამინჯია, სანიკიძე, თეზელაშვილი –  კუხალაშვილი 11, კაჭკაჭაშვილი 6,  ლაპიაშვილი 6, კალანდაძე 6, თ. კევლიშვილი 3, ნ. კევლიშვილი 1, ქათამაძე 1, ჯაფარიძე 1,  კახოშვილი,  პატაშური, ბუხაიძე – მწვ. ტ. კალანდაძე, გ. სახვაძე

გორ: თითირაშვილი, გლუნჩაძე – გახოკიძე 5, გუდურაშვილი 4, ნიაზაშვილი 4, ტარუაშვილი 3, ლურსმანაშვილი 1,  მღებრიშვილი, ოქროპირიძე, შემშენოვი, ხუბულური, გოგინაშვილი,  ჩიხლაძე, გიორგაძე – მწვ. გ. მამაცაშვილი, ლ. მოციქულაშვიილ

მსაჯები:  ზ. აბრამიშვილი, შ. სტურუა

დელეგატი: თ. თევზაძე

3 ადგილისთვის. ფოთი-წყალტუბო 26-25

ფოთ: დანელია, ფაჩულია – შარტავა 9, ნოღაიდელი 7, ლორთქიფანიძე 4, ცხვარაძე 3, ფანცულაია 2, დიდია 1, ბჟალავა, მახათაძე, ჟვანია – მწვ. გ. ჟვანია, დ. გეფერიძე

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე – ხელაძე 11, ნ. ბაბუნაშვილი 5, ციბაძე 4, გოგიძე 3, რ. ბაბუნაშვილი 1, ბენიძე 1, ჯიმშელეიშვილი, ჯანგავაძე, გველესიანი, მეფარიძე, ვარდანიძე, შანგირაძე – მწვ. ნ. გოგიძე, გ. ჯანელიძე

მსაჯები: გ. წივწივაძე, გ. სამყურაშვილი

დელეგატი: ლ.გელაშვილი

Leave a Reply