საფრანგეთის მეშვიდე ფინალი

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გახდა მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც 31-25 დაამარცხა სლოვენია. დღეს მეორე ნახევარფინალია, ხორვატია-ნორვეგია. მსოფლიო ჩემპიონი 29 იანვარს გამოვლინდება.

საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად 1993 გავიდა და რუსეთთან დამარცხდა, მას შემდეგ კი კიდევ ხუთჯერ ითამაშა ფინალში და ხუთჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი (1995, 2001, 2009, 2011, 2015). გუნდი აბსოლუტური ფავორიტი იყო სლვენიასთან, რომელმაც ერთადერთხელ გაათანაბრა ანგარიში (1-1) და ორჯერ შეამცირა სხვაობა ერთ ბურთამდე (5-6, 6-7). ეს ყველაფერი მატჩის პირველ 15 წუთში მოხდა, შემდეგ კი  ფრანგები ნელ-ნელა გავიდნენ წინ, ტაიმი 15-12 მოიგეს და ბოლოს 32-ე წუთზე დაიახლოვეს მეტოქე 2 გოლამდე – 16-14, მაქსიმალური სხვაობა კი ლუდოვიკ ფაბრეგასმა დააფიქსირა დასრულებამდე 2 წუთით ადრე – ეს იყო თამაშის ბოლო გოლი, 31-25.  

თამაშის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო ფრანგების მეკარე ვენსან ჟერარმა, რომელმაც 58 წუთში 39 დარტყმიდან 16 მოიგერია. ყველაზე შედეგიანი იყო 21 მარჯვენა ინსაიდი  ნედიმი რემილი – ის, ტრადიციულად, მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და 6 გოლი გაიტანა.

მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=I0HEZaSIIUQ

მთელი მატჩი: https://www.youtube.com/watch?v=XGtPaYdajHM

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

ნახევარფინალი. 26 იანვარი. პარიზი. ბერსი,  15 609 მაყურებელი

საფრანგეთი-სლოვენია 31-25

საფ: ჟერარი 16/41, ომაიერი 0/2 – რემილი 10/6, პორტი 6/5, მაე 4/4, ნარსისი 7/4, ფაბრეგასი 3/3, კარაბატიჩი 7/3, აბალო 3/2, ნგესანი 5/2, დიპანდა 1/1, სორენდო 2/1, გიგუ 2/0(აკამრბრეი, ნიოკა, მემი – მწვ. დინარი)

სლნ: სკოკი 10/36, ლესიაკი 2/7 – დოლენეცი 9/5, გაბერი 3/3, ცინგესარი 4/3, მარგუცი 4/3, იანცი 4/3, ბეჟიაკი 5/2, გრებენცი 5/2, კავტიჩნიკი 5/2, ზარაბეცი 1/1, ბლაგოტინშეკი 2/1, პოტეკო 1/0,  მაცკოვშეკი 4/0, ჰენიგმანი (კოდრინი – მწვ. ვუიოვიჩი, მნტ)

მსაჯები: გაიპელი, ჰელბიგი (გერ)

27 იან, პარიზი.  ხორვატია-ნორვეგია

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი              

საბოლოო კლასიფიკაცია (5-16): 5. ესპანეთი 6. შვედეთი 7. უნგრეთი 8. ყატარი 9. გერმანია 10. დანია 11. ბელარუსი 12. რუსეთი. 13. ეგვიპტე 14. ისლანდია 15. მაკედონია 16. ბრაზილია – 17. პოლონეთი 18. არგენტინა 19. ტუნისი 20. საუდის არაბეთი 21. ჩილე 22. იაპონია 23. ბაჰრეინი 24. ანგოლა

ყველა მატჩის ჩანაწერი: https://www.youtube.com/channel/UCndKJh_Id2VotwRcDlI8WfQ/videos?view=0&sort=dd&shelf_id=5

ვიდეომიმოხილვები:

https://www.youtube.com/watch?v=JszBRiMNcI4&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c

Leave a Reply