gnhf-rrr

სამტრედიისა და პეგასის მოგებები

ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხელბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატზე, სამტრედიამ დაამარცხა თელავის იმედი – 30-28, ხოლო თბილისის პეგასმა – ქუთაისი, 38-35. 4 თებერვლიდან ტურნირი თბილისში გადმოინაცვლებს. პირველივე მატჩში თამაშობენ ქვეყნის ჩემპიონი სტუ და თასის მფლობელი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება სპორტკომპლექს არენაში.

თელავის იმედმა ჯერჯერობით ხუთივე მატჩი წააგო, მაგრამ დეკემბრის ტურთან შედარებით, მკვეთრად მოუმატა. გუნდი ბოლომდე ებრძოლა სამტრედიას და ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ (16-16), ორი ბურთით დამარცხდა – 28-30. წინადღით იმედმა ასევე ორით წააგო ქუთაისთან (27-29), ხოლო სამტრედიამ დაამარცხა პეგასი (44-28).

მეორე მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ქუთაისი და თბილისის პეგასი. 4 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 2-2 მოგება ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის გუნდი წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, მოულოდნელი შედეგი მივიღეთ – მოიგო პეგასმა (38-35) და ცხრილში მეოთხე ადგილზე დარჩა. თბილისელები პირველ ტაიმს უფრო დიდი სხვაობით, 24-17 იგებდნენ და მეორეში უპირატესობა შეინარჩუნეს. პეგასმა მოახერხა მეტოქის მთავარი ბომბარდირის ნეიტრალიზება – ირაკლი კბილაშვილს ასე ცოტა, 5 გოლი, ამ ჩემპიონატში ჯერ არ გაუტანია.

4 და 5 თებერვალს დანარჩენი 4 გუნდი ( სტუ, ქარიშხალა, ფოთის „ოქროს ვერძი“ და ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“) თბილისში გამართავს წყვილ ტურს, რის შემდეგაც რვავე გუნდს 5-5 მატჩი დაუგროვდება. 4 თებერვალს თამაშები სპორტკომპლექსი არენაში გაიმართება, ხოლო 5 თებერვალს – ახალ სპორტის სასახლეში.

9-10 თებერვალს, ქუთაისში, ქუთაისსა და სამტრედიასთან სათამაშოდ ჩავლენ სტუ და ქარიშხალა, ხოლო 11-12 თებერვალს იმედი და პეგასი თბილისში უმასპინძლებენ ბათუმსა და ფოთს.

ამით პირველი წრე დასრულდება. სულ 8 გუნდი გამართავს ორ წრეს (14-14 მატჩი), 4 საუკეთესო კი მედლებისთვის ბრძოლას მაისში, ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

3 თებერვალი, ქუთაისი, სპორტის სასახლე

სამტრედია-იმედი თელავი 30-28

სამ: სამიტაშვილი, ხონელიძე – თევზაძე 9, სიმონია 6, ხაჟომია 6, ვ. ზურაბიანი 4, გოგოლაძე 4, ჯ. ნიკურაძე 1, გიორგაძე, ღაღანიძე, ხვიჩია, ანტონოვიჩი, ცხვარაძე, გეგია, რ. ზურაბიანი

თელ: ხარაიშვილი, ლორია – ზ. იობაშვილი 11, მიქავა 8, დოლმაზაშვილი 4, ვალიევი 2, ნარსია 2, მელაშვილი 1, აბაშიძე, მ. მღებრიშვილი, გოგუა, ბაინაზიშვილი, ყორიაული, თ. მღებრიშვილი, ცისკარიშვილი, თ. მღებრიშვილი

ქუთაისი-პეგასი 35-38

ქუთ: სამყურაშვილი – გრიშიკაშვილი 10, კვერნაძე 7, რუსტამოვი 5, კბილაშვილი 5, მათნაძე 4, ჩიხლაძე 2, ნატროშვილი 2, მერკვილაძე, ჯუღელი, უ. კობახიძე

პეგ: ცინცაძე – ზარნაძე 11, ცხოვრებაძე 9, დიხამინჯია 7, აბჟანდაძე 5, კოხრეიძე 3, ბაძაღუა 3, ცხვარაშვილი, ლაპიაშვილი, გოგავა

მსაჯები: ნ. მიშჩუკი, ვ. როჟკოვი დელეგატი: ვ. ვაკულა (უკრ), მეთვალყურე: ვ. ბერიაშვილი

4 თებერვალი, თბილისი, არენა 1

14:00 სტუ-ბათუმი, 16:00 ქარიშხალა-ფოთი

5 თებერვალი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

14:00 ქარიშხალა-ბათუმი, 16:00 სტუ-ფოთი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სამტრედია—5—4—0—1—197-149–8

ბათუმი——-3—3—0—0—108—84–6

სტუ———–3—3—0—0—104—89–6

პეგასი———5—3—0—2—164–172–6

ქუთაისი——5—2—0—3—165-180–4

ქარიშხალა—-3—1—0—2—103-109–2

თელავი——-5—0—0—5—141-159–0

ფოთი———3—0—0—3—-97-137–0

Leave a Reply