gnhf-rrr

საერთაშორისო ტურნირები სამტრედიასა და წყალტუბოში

სამტრედიასა და წყალტუბოში დასრულდა ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირები ხელბურთში. ტრადიციულად, ამ ტურნირებზე თამაშდება ადგილობრივი სახელბურთო სკოლის ფუძემდებლების, ვახტანგ ხელისუფლის, მილენ ქიშმარიასა და როინ მეტრეველის სახელობის ჯილდოები. 

ორივე ტურნირზე 5-5 კლუბი შეიკრიბა. სამტრედიის, წყალტუბოს, ქუთაისისა და გორის გუნდებს დაემატა ასევე ტრადიციული სტუმარი, უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის კლუბი. სამტრედიაში, ვახტანგ ხელისუფლისა და მილენ ქიშმარიას პრიზი მოიგო მასპინძლების გუნდმა, ვინც ფინალში დაამარცხა მელიტოპოლი. მესამე იყო ქუთაისის გუნდი, მეოთხე – გორი.

წყალტუბოში, როინ მეტრეველის მემორიალზე, მელიტოპოლის გუნდმა რევანში აიღო, სამტრედია მეორე ადგილზე დარჩა, დანარჩენი ადგლები კი იმავე მიმდევრობით განაწილდა. ორივე ტურნირზე ახალგაზრდა ქართველ მსაჯებთან ერთად მუშაობდნენ უკრაინელი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები, რუსლან პერეპელიცა და  ანდრეი კულაჩოკი.

ტურნირის შემდეგ მელიტოპოლის გუნდი აღმოსავლეთ საქართველოში გამოემგზავრა და გორში ამხანაგური მატჩი გამართა ადგილობრივ გუნდთან. იქამდე, ნოემბრის დასაწყისში, მელიტოპოლელები და გორელები მონაწილეობდნენ კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირში, სომხეთის ქალაქ ალავერდში. აქ გაიმარჯვა მელიტოპოლმა, მეორეზე გავიდა მეორე უკრაინული ქალაქის, ხარკოვის გუნდი, მესამე იყო გორი, მეოთხე-მეექვსე ადგილზე გავიდნენ მასპინძლები, ქალაქ ალავერდისა და ვანაძორის გუნდები.

Leave a Reply