gnhf-rrr

რუსთავმა პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი წრე ხელბურთში. 8 ქულით ლიდერობს გორი, ორქულიან ინტერვალში მას მისდევენ რუსთავი, წყალტუბო, თელავი და აჭარა. პირველი ლიგის ჩემპიონი პირდაპირ მიიღებს 2016-17 სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას. მეორე-მესამე ადგილები გადათამაშებაში გადავლენ და უმაღლესი ლიგის მე-7-8 გუნდებთან იბრძოლებენ კიდევ ერთი საგზურისთვის. 

პირველი წრის ბოლო დღეს გორმა 38-20 დაამარცხა აჭარის გუნდი, ხოლო რუსთავისა და წყალტუბოს მატჩს უნდა გაერკვია, ვინ იქნებოდა საშუალედო მეორე ადგილზე. რუსთველებს აკლდათ საუკეთესო მეგოლე, მძელური, მაგრამ ლიდერობა იტვირთეს მეკარე ჯანგიძემ და მარცხენა ინსაიდმა რატი შეყელაშვილმა, რომელმაც 24 გოლი გაიტანა! ცხადია, რუსთავმა მოიგო კიდეც – 48-35.

მეორე წრე გაიმართება 3-7 მაისს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატიპირველი ლიგაკაცები

პირველი წრე, 13-17 აპრილი, არენა 2. 17 აპრილი

წყალტუბო – რუსთავი 35-48

წყ: აფხაძე, ვარდანიძე – ხელაძე 10, ბენდელიანი 7, გველესიანი 6, დარსაველიძე 5, ლომიძე 4, გიორგაძე 3, მეტონიძე, ძნელაძე, ჩიხლაძე, გოგიძე

რუს: ჯანგიძე – რ. შეყელაშვილი 24, თაბაგარი 9, გავაშელიშვილი 5, ეძგვერაძე 3, მენაბდიშვილი 3, კიკნაძე 2, ბ. შეყელაშვილი 1, კახურაშვილი 1, მუმლაძე, ჩუბინიძე

მსაჯები: გ. სამყურაშვილი, ი. ჭკუასელი, დელეგატი: თ. თევზაძე

გორი – აჭარა 38-20

გორ: თითირაშვილი,  ვათიაშვილი – ტარუაშვილი 13, ნიაზაშვილი 8, იაშვილი 6, მურადაშვილი 4, ზუბიაშვილი 2,  გაგლოშვილი 2, ახალბედაშვილი 1, დალაქიშვილი 1, ტიელიძე 1

აჭ: შავიშვილი – გოგიჩაიშვილი 5, ქავთარაძე 4, კუპრეიშვილი 3, დიასამიძე 3, ქამადაძე 2, მალაყმაძე 1, კონცელიძე 1, ხინკილაძე 1, შაინიძე

მსაჯები: შ. სტურუა, გ. სამყურაშვილი, დელეგატი: ლ.გელაშვილი

პირველი წრის შემდეგ: გორი 8 ქულა – რუსთავი 6, წყალტუბო 4 – თელავი 2, აჭარა 0

 

Leave a Reply