gnhf-rrr

პლეიოფის 4 საგზური თავისუფალია

ქალთა  ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე  პლეიოფამდე ორი ტურია დარჩენილი. თავისუფალია მეოთხედფინალის 4 საგზური. მერვე ტურის მთავარ მატჩში ლიგის შარშანდელმა ჩემპიონმა, მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა დაამარცხა შარშანწინდელი გამარჯვებული, უნგრეთის დიორი, 25-22. 

ბუდუჩნოსტი თავიდან 8-2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ დიორმა 8-1 გაქცევა მოაწყო და თავად გავიდა წინ. ამის შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა და გადამწყვეტი აღმოჩნდა ეპიზოდი, როდესაც მაიდა მეჰმედოვიჩმა მეტოქის შეტევის შემდეგ ბლოკიდან ასხლეტილი ბურთი საკუთარ ექვსმეტრიან ზონაში შეფრენილმა დაიჭირა და სწრაფ გარღვევაში გაუშვა დრაგანა ცვიიჩი – აქ ანგარიში 24-21 გახდა და ბუდუჩნოსტმა 25-22 მოიგო.

მეორე ჯგუფიდან ორივე ამ გუნდს მეოთხედფინალში გასვლა განაღდებული აქვს, ისევე როგორც სკოპიეს ვარდარს, რომელმაც სტუმრად მოუგო ბუქარესტს – 30-25. მეოთხე საგზურისთვის იბრძოლებენ ბუქარესტი და მიდტიულანდი, რომელიც შვედეთის სევეჰოფთან დამარცხდა – 24-32. ბუქარესტი 2 ქულით წინაა, თუმცა, შემდეგი, ალბათ გადამწყვეტი მატჩი სწორედ მიდტიულანდში აქვს.

პირველ ჯგუფში, სეზონში ზედიზედ 9 გამარჯვების შემდეგ, პირველი ქულა დაკარგა რუსეთის როსტოვმა, ვინც ფრედ ითმაშა უნგრეთის ფერენცვაროშთან – 29-29. როსტოვი მეოთხედფინალშია, უნგრულ კლუბს პლეიოფი თეორიულად არა აქვს განაღღებული, მაგრამ 10 ქულით მეორე ადგილზეა და კონკურენტებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს.

ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო რუმინეის ბაია მარემ, რომელიც პირველი ჯგუფური ეტაპიდან მეორეზე 4 წაგებით გადავიდა, ახლა კი 8 ქულა აქვს, ისევე როგორც ნორვეგიის ლარვიკს, ხოლო საფრანგეთის ფლური ლუარე 6 ქულით მეხუთე ადგილზეა. ბაია მარემ სწორედ ლუარე დაამარცხა სტუმრად, 18-17, ხოლო ლარვიკმა გერმანიაში აჯობა ტიურინგერს, 28-20.

ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა 28 თებერვალს გახდება ცნობილი.

მე-8 ტურის მიმოხილვა:http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-10

ხელბურთი. ქალთა ჩემპიონთა ლიგა. 2015-16.

მეორე ჯგუფური ეტაპი. 4-4 საუკეთესო გადის მეოთხედფინალში

მერვე ტური. 12-14 თებერვალი

1 ჯგუფი:როსტოვი 15 ქულა, ფერენცვაროში 10, ლარვიკი 8, ბაია მარე 8 – ფლური ლუარე 6, ტიურინგერი 1

ფერენცვაროში (უნგ) – როსტოვი (რუს) 29-29

სეკერჩეში, სოლოში 6 – ილინა 9, შიმკუტე 8, მანაგაროვა 7

ტიურინგერი (გერ) – ლარვიკი (ნორ) 20-28

ჰუბერი 5 – მორკი 9, ბრაისტოლი, ბრაივანგი, ედინი 4

ფლური ლუარე (საფ) – ბაია მარე (რუმ) 17-18

უეტი 7, კაბრალი 4 – აბინგჰი 6, იეზიჩი 4

2 ჯგუფი:ბუდუჩნოსტი 13, დიორი 11, ვარდარი 10, ბუქარესტი 7 – მიდტიულანდი 5, სევეჰოფი 2

სევეჰოფი (შვდ) – მიდტიულანდი (დან) 32-24

ერიქსონი 11, სანდი 6 – ალმი 6, ს. იორგენსენი 4 

ბუდუჩნოსტი (მნტ) – დიორი ეტო (უნგ) 25-22

ცვიიჩი 6, ბულატოვიჩი 5 – ამორიმი 7

ბუქარესტი (რუმ) – ვარდარი (მკდ)25-30

მარტინი 6, ტორსტენსონი 5 – ლეკიჩი 9, პენეზიჩი 7

9 ტური:19-21 თებერვალი

Leave a Reply