gnhf-rrr

პირველ წრეს ქუთაისის ტური დაალაგებს  

საქართველოს ჩემპიონატზე ქვეყნის ჩემპიონმა თელავის იმედმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა სტუ-ქარიშხალა 29-28, ხოლო პეგასმა 42-31 მოუგო გორს და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველი წრე 20-22 დეკემბერს ქუთაისში დასრულდება. დასავლეთის ოთხეულს 3-3 მატჩი მარაგში აქვს. 

წინა პირველობის ფინალისტები წლეულს ცხრილის სხვადასხვა ნახევარში არიან. თელავს წინა ორი ტურის მატჩი მოგებული ჰქონდა, ქარიშხალამ ორივე წააგო, მაგრამ ბოლო წუთებამდე სერიოზული ბრძოლა იყო. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ერთი ბურთით აგებდა, როცა შვიდმეტრიანი ვერ გაიტანა, საპასუხო გოლი მიიღო და დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოასწრო – 28-29.

პეგასმა პირველ ტაიმში ერთბურთიანი სხვაობით აჯობა გორს, 16-15. თამაში საკმაოდ უხეშ გამოდგა. პეგასს 6 ორწუთიანი გაძევება მოუგროვდა, გორს – 8, იაშვილმა და ზუბიაშვილმა მესამე პერსონალური დარღვევის გამო წითელი ბარათი  მიიღეს, ხოლო ტიელიძე არასპორტული საქციელისთვის გააძევეს, რის გამოც მინიმუმ ერთ მატჩს გამოტოვებს. ეს ყველაფერი უკვე მაშინ მოხდა, როცა პეგასს უკვე გარდატეხილი ჰქონდა თამაში და შემდეგ სხვაობაც გაზარდა – 41-32.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

14 დეკემბერი, 7 ტური, აღმოსავლეთი. არენა 2

პეგასი – გორი  42-31

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – გ. დიხამინჯია 13, ზარნაძე 9, კალანდაძე 7, ქათამაძე 4, ნ. ჟვანია 4, ლაპიაშვილი 3, კუხალაშვილი 2, შუბიძიძე, კაკაბაძე, ჭანტურია

გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 11, ახალბედაშვილი 5, ტიელიძე 5, ზუბიაშვილი 4, მჭედლიშვილი 3, ტარუაშვილი 2, ტურაშვილი 1, იაშვილი, ტერუნაშვილი, შემშენოვი

მსაჯები: თამაზ კევლიშვილი-ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)

იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა 29-28

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – გიორგაძე 9, ყორიაული 9, აბჟანდაძე 4, ცისკარიშვილი 3, ბაინაზიშვილი 3, მიქავა 1, გავაშელიშვილი, ერისთავი, კორსანტია, მანჯავიძე

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – მამულაშვილი 8, ჩიკვილაძე 7, გ. კობახიძე 5, თიგიშვილი 5, ასაბაშვილი 3, სხვიტარიძე, ეძგვერაძე, ბარკალაია, გურასპაული, ზაალიშვილი, ჯინჭარაძე

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი)-გელა გველესიანი (წყალტუბო)

ტექნიკური დელეგატი: ლევან გელაშვილი (თბილისი)

————————თ–მ–ფ–წ——ბ——ქ

იმედი თელავი—–7—6—0—1–224-199–12

BSB ბათუმი———4—4—0—0–149-108—8

პეგასი—————-7—3—0—3–262-228—8

ქუთაისი————-4—3—0—1–146-119—6

გორი—————–7—3—0—4–233-255—6

სტუ-ქარიშხალა—-7—2—0—5–206-217—4

წყალტუბო———–4—0—0—4–121-164–0

სამტრედია———-4—0—0—4—-90-140–0

დასავლეთი: 20-22 დეკემბერს, ქუთაისში

Leave a Reply