ukr

პირველი წრე პეგასმა მოიგო  

სპორტკომპლექს არენის მეორე დარბაზში დასრულდა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი წრე ხელბურთში. შეიკრიბა აღმოსავლეთი საქართველოს 7 გუნდი, ექვსივე თამაში მოიგო თბილისის პეგასმა, მეორე ადგილზეა ყვარელი, მესამეზე – თბილისის ქარიშხალა.

დასავლეთში ანალოგიური შეჯიბრება თვის დასაწყისში სამტრედიასა და წყალტუბოში გაიმართა. იქ პირველი წრის შემდეგ სამტრედია და ბათუმის შავი ზღვის ბიჭები ლიდერობენ 11-11 ქულით. დასავლეთ-აღმოსავლეთის შვიდეულები მეორე წრესაც ცალ-ცალკე გამართავენ, საუკეთესოები კი ფინალურ ეტაპზე გამოავლენენ საქართველოს 2018 წლის ჩემპიონს.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

აღმოსავლეთი, პირველი წრე. არენა 2, 28-31 ოქტომბერი.

31 ოქტომბერი. ქარიშხალა- ქარელი 27-21, რუსთავი – ყვარელი 11-22, პეგასი – თელავი 10-0 – 30 ოქტომბერი. თელავი – ყვარელი 14-23, პეგასი – რუსთავი 28-7, ქარიშხალა – გორი 17-12, რუსთავი – თელავი 23-28, ყვარელი – გორი 14-13, პეგასი – ქარელი 36-15 – 29 ოქტომბერი. ქარელი – გორი 6-17, თელავი – ქარიშხალა 20-22, რუსთავი – ქარელი 23-21, ქარიშხალა – ყვარელი 13-16, გორი – თელავი 12-18, ყვარელი – პეგასი 12-33 – 28 ოქტომბერი. პეგასი – ქარიშხალა 28-8, თელავი-ქარელი 29-21, ქარიშხალა-რუსთავი 26-18, გორი – პეგასი 9-31, ქარელი-ყვარელი 15-27, რუსთავი-გორი 20-25

პირველი წრის შემდეგ: პეგასი 12 ქულა, ყვარელი 10, ქარიშხალა 8, თელავი 6, გორი 4, რუსთავი 2, ქარელი 0

დასავლეთი, პირველი წრის შემდეგ. BSB ბათუმი 11 ქულა, სამტრედია 11, აჭარა 8, ოქროს ვერძი ფოთი 6, ქუთაისი 4, ხელვაჩაური 2, ზუგდიდი 0

Leave a Reply