gnhf-rrr

ორი რევანში მერვე ტურში

ხელბურთის  ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში გერმანიის კილმა შინ დამარცხების შემდეგ სტუმრად აუღო რევანში გერმანიისვე ფლენზბურგს, 26-25, ხოლო ბუნდესლიგის ჩემპიონმა რაინ ნეკარმა სკოპიეში გადაუხადა სამაგიერო ვარდარს – 29-26.

კაცები. 8 ტურის მიმოხილვა. http://www.ehftv.com/int/video/2016-11-27-rewind-episode-08

A და B ჯგუფებში ჯერ კიდევ 6 ტურია სათამაშო და ამათგან სამი დეკემბერში გაიმართება.  პირველ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ ბარსელონა და პსჟ, ხოლო მეორეში – 2016 წლის ჩემპიონი კელცე, ვარდარი, რაინ ნეკარი და სეგედი. ჯგუფების გამარჯვებული პლეიოფის ერთ რაუნდს გამოტოვებს და პირდაპირ მეოთხედფინალში მოხვდება, 5-5 გუნდი – მერვედფინალში.  

C და D ჯგუფების დასრულებამდე 2 ტური დარჩა და უკვე გამოვლინდა ორი კლუბი, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. ორივე ფრანგული გუნდიაა – მონპელიე და ნანტი. ბრძოლა დარჩენილი ორი საგზურისთვის მიდის. ამ ოთხეულს მერვედფინალში გასასვლელად პლეიოფის კიდევ ერთი, დამატებითი რაუნდის გაართვა მოუწევს.

რაც შეეხება ქალებს, მათ უკვე გამოავლინეს მეორე ჯგუფური ეტაპის 12 მონაწილე და სანაკრებო დონეზე გადაერთვებიან. კვირას, 4 დეკემბერს შვედეთში ევროპის ჩემპიონატი იწყება. კაცების მსოფლიო ჩემპიონატი იანვარში გაიმართება საფრანგეთში.  

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, აცები. ჯგუფური ეტაპიტური2327 ნოემბერ

A ჯგუფი

ფლენზბურგი (გერ, 9) – კილი (გერ, 8) 25-26

ეგერტი 7, იაკობსონი, ლაუგე 4 – დუვნიაკი, ეკბერგი, ცაიცი 5

შაფჰაუზენი (შვც, 2) – ვისლა პლოცკი (პოლ5) 27-25

ჩასარი 8 – ჟიტნიკოვი 5

პსჟ (საფ, 14) – ვესპრემი (უნგ, 8) 28-24

გენსჰაიმერი 6, კარაბატიჩ, სტეპანჩიჩი 5 – პალმარსონი 5, ნადი 4

ბარსელონა (ესპ, 14) – სილკებორგი (დან4) 34-19

ლაზაროვი 7 – ესპერსენი 4

B ჯგუფი

ვარდარ სკოპიე (მკდ, 12) – რაინ ნეკარი (გერ, 11) 26-29

ბოროჟანი, კანელასი 6 – მენსა, რაინკინდი 7

სეგედი (უნგ, 11) – კრისტიანსტადი (შვდ, 3) 33-28

გაბერი 6, ბანჰიდი, გორბოკი 5- ლიპოვაცი 6

კელცე (პოლ, 12) – ზაგრები (ხორ, 2) 29-25

აგინაგალდე 7, ჯუკიჩი 5 – მანდალინიჩი 7

ცელიე (სლნ, 5) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 8) 36-36

იანცი, რაზგორი 9 – ოსტროუშკო 8, სტოიკოვიჩი 6

A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 6) – ელვერუმი (ნორ, 7) 26-31

მონპელიე (საფ, 12) – ლა რიოხა (ესპ, 9) 37-27

მეტალურგ სკოპიე (მკდ, 8) – ტატრან პრეშოვი (სლკ, 6) 26-20

ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 11) – დინამო ბუკურეშტი (რუმ, 6) 35-27

ჰოლსტებრო (დან, 5) – ბრაგა (პორ, 4) 34-29

ბეშიქთაში (თურ, 9) – ნანტი (საფ, 13) 28-33

C, D ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ეთამაშება ერთმანეთს (C1-D2, D1-C2), მერვედფინალში გასასვლელად

ტური 30.1104.12

Leave a Reply