ნორვეგიამ ქულა დაკარგა და საქმე გაირთულა

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე 27 იანვარს ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვევა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა პირველ ჯგუფში, სადაც ლიდერმა, ნორვეგიამ ქულა დაკარგა მაკედონიასთან – 31-31, პოლონეთმა დაამარცხა ბელარუსი – 32-27.

პოლონეთმა იოლად მოიგო, მითუფრო, რომ მეტოქის ლიდერმა, სიარჰეი რუტენკამ სულ 12 წამი ითამაშა, ხოლო ნორვეგია დასრულებამდე 14 წუთით ადრე 22-27 აგებდა მაკედონიასთან, თუმცა, ფრეს მაინც მიაღწია.

ნორვეგია სამიდან 3 მოგებით ლიდერობდა. ამ ქვეყნის კაცთა ნაკრები ევროპული ხელბურთის ლიდერებში არასოდეს ყოფილა, ფინალურ ოთხეულში გასვლის შანსი პირველად მიეცა და მათგან ერთი მატჩის ჩაგდება მოსალოდნელიც იყო, მითუფრო, რომ მაკედონიას ჰყავს კირილ ლაზაროვი, რომლის 14 დარტყმიდან გუშინ 11 ზუსტი იყო. მაკედონია პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა – 17-13, მერე სხვაობა ხუთამდე გაზარდა, მაგრამ 53-ე წუთზე ტონესენმა გაათანაბრა – 28-28, დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი მარცხენა გარემარმბა იონდალმა ნორვეგია წინ გაიყვანა – 31-30. მირკულოვსკიმ სირენამდე წუთნახევრით ადრე გაიტანა – 31-31 და ბოლო შეტევაც მაკედონიას ჰქონდა, მაგრამ ლაზაროვმა უხერხული პოზიციიდან ააცილა ბოლო წამზე.

ნორვეგია ისევ ჯგუფის ლიდერია 7 ქულით, ერთით უსწრებს საფრანგეთსა და პოლონეთს, მაგრამ ამ ფრით საქმე დიდად გაირთულა. 27 იანვარს, ბოლო ტურში საფრანგეთ-ნორვეგიის მატჩია და მაკედონიის დამარცხების შემთხვევაში ნორვეგიას ფრანგებთან 3 ბურთით წაგებაც აწყობდა, ახლა კი ერთადერთი უპირატესობა ისა აქვს, რომ ფრე მათ სასარგებლოდ იქნება. არის ერთი გარემოებაც – ნორვეგია შეიძლება ფრანგებთან წაგებითაც გავიდეს ნახევარფინალში, თუ პოლონეთი ვერ მოუგებს ხორვატიას. ფრანგებს ნორვეგიასთან უპირობო მოგება სჭირდებათ ნებისმიერი ანგარიშით.

დღეს ვროცლავში მეორე ჯგუფის ორი მატჩია (ესპანეთი-უნგრეთი, შვედეთი-დანია), რის შემდეგაც ამ ჯგუფის ყველა გუნდსაც 4-4 თამაში დაუგროვდება, 27 იანვარს კი ჩემპიონატზე ერთბაშად 6 შეხვედრაა და ჯგუფური რაუნდი დასრულდება.

მეორე ჯგუფიდან ნახევარფინალში გასასვლელად დანია, გერმანია და ესპანეთი იბრძვიან და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება დანია-გერმანიის თამაში 27 იანვარს, თუმცა, გერმანია ამ მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება: რუსეთთან ბოლო ბრძოლაში დაშავდა და ჩემპიონატს გამოეთიშა გუნდის ორივე ძირითადი ინსაიდი – კაპიტანი შტეფენ ვაინჰოლდი და ქრისტიან დისინგერი. უკვე გამოცხადდა, რომ მათ ნაცვლად გერმანელები დაიმატებენ იულიუს კიუნს და კაი ჰეფნერს.

ევროპის ჩემპინატზე ყველა გუნდს 16-კაციანი განაცხადი აქვს, მაგრამ შეჯიბრების მსვლელობისას დაშვებულია ორი მოთამაშის შეცვლა. ესპანეთმა უკვე შეცვალა დაშავებული გედეონ გვარდიოლა რაფაელ ბაენათი, პოლონეთმა ბარტოშ იურეცკის ნაცვლად დაიმატა მაჩეი გებალა, ხოლო ფრანგებს გამოაკლდათ ძირითადი მარცხენა გარემარბი კენტენ მაე, რომელიც გამთამაშებლის პოზიციაზეც იდგა ხოლმე – მის ნაცვლად განაცხადში არის ადრიენ დიპანდა. თუ გვარდიოლა, იურეცკი და მაე მოკეთდნენ, შეუძლიათ გუნდში დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუ ორი ცვლილების ლიმიტი არ იქნება ამოწურული.

ყველა მატჩის ცოცხლად ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ინტერნეტ-ტელევიზიით. აქვეა ყველა თამაშის ჩანაწერი: http://www.ehftv.com/int

ხელბურთი . ევროპის მე -12 ჩემპიონატი . კაცები . 15-31 იანვარი , 2016. პოლონეთი .

მთავარი რაუნდი: მეორე ჯგუფური ეტაპი

25 იანვარი. 1 ჯგუფი . კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

მაკედონია ნორვეგია 31-31

მაკ: ლაზაროვი 14/11 (4 პენ), მანაშკოვი 4, მირკულოვსკი 3 – რისტოვსკი 11/41-27%

ნორ: ბიორნსენი 6, იონდალი 5, საგოსენი 4, ჰიკერუდი 4, ჰანსენი 4, რაინკინდი 3

პოლონეთი ბელარუსი 32-27

პოლ: მ. იურეცკი 11/9 + 5პასი, შიბა 6, დაშეკი 5, სიპრჟაკი 3, ბელეცკი 8/2 – შმალი 11/27-41%

ბლრ: შილოვიჩი 6, პუხოვსკი 5, კულეში 4, იურინოკი 4, კარალეკი 4

4 ტურის შემდეგ:ნორვეგია 7 ქულა,საფრანგეთი 6, პოლონეთი6, ხორვატია 4, მაკედონია 1, ბელარუსი 0

1 ეტაპი: საფ-მკდ 30-23, მკდ-პოლ 23-24 საფ-პოლ 25-31, ხორ – ბლრ 27-21, ნორ-ხორ 34-31, ბლრ-ნორ 27-29

21 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 34-23, მაკედონია-ხორვატია 24-34

23 იან. საფრანგეთი-ხორვატია 32-24,პოლონეთი-ნორვეგია 28-30

27 იან . 19:00 მაკედონია ბელარუსი , 21:15 საფრანგეთი ნორვეგია , 23:30 პოლონეთი ხორვატია

26 იანვარი. 2 ჯგუფი . ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

21:15 ესპანეთი უნგრეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/431856-2016-01-26-ehf-mens-euro-2016-main-round

23:30 შვედეთი დანია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-01-26-ehf-mens-euro-2016-main-round

დანია 3 მატჩი /6 ქულა , გერმანია 4/6, ესპანეთი 3/4, რუსეთი 4/3, შვედეთი 3/1, უნგრეთი 3/0

1 ეტაპი. ესპ-გერ 32-29, გერ-შვდ 27-26, ესპ-შვდ 24-22, დან-რუს 31-25, რუს-უნგ 27-26, დანია-უნგ 30-22

22 იან. გერმანია-უნგრეთი 29-19, შვედეთი-რუსეთი 28-28

24 იან. გერმანია-რუსეთი 30-29, ესპანეთი-დანია 23-27

27 იან. 19:00 შვედეთი-უნგრეთი, 21:15 გერმანია-დანია, 23:30 ესპანეთი-რუსეთი

29 იანვარი . ნახევარფინალი . 21:30, 24:00 – კრაკოვი

19:00, 21:30. მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი . 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply