ნახევარფინალში გასასვლელად იტალიას უნდა მოვუგოთ

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, ბერძნებთან დამარცხების მიუხედავად, 3 ქულით მეორე ადგილზეა და ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს, ოღონდ ამისათვის აუცილებელია ხვალ იტალიის გუნდის დამარცხება. თუ ასე მოხდა და შემდეგ ბელარუსმა ფინეთი დაამარცხა, მაშინ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია ხვალვე გავინაღდოთ.

საბერძნეთის ნაკრებმა, რომელსაც აქამდე ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა, ჩემპიონატის მასპინძლებთან გაორმაგებული მონდომებით ითამაშა და გაიმარჯვა. ბერძნებმა 4-2 დაცვა გამოიყენეს, რამაც ქართველებს სირთულეები შეუქმნა. ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, შემდეგ 2:1-საც იგებდა, მაგრამ ეს მხოლოდ მე-4 წუთამდე გაგრძელდა. ამის მერე უპირატესობა საბერძნეთმა იგდო ხელთ და აღარც გაუშვია ხელიდან.

აღსანიშნავია მეორე ტაიმის 8 წუთიანი მონაკვეთი, როდესაც არც ერთ კარში გოლი არ გავიდა. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ორი პენალტი და რამდენიმე აშკარა შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. შემდეგ მეკარე იური სილაგაძემ(!) გაიტანა ორი გოლი და ქართველებმა ანგარიშის ორამდე შემცირება შეძლეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს. უპირატესობა კვლავ ბერძნებმა იგდეს ხელთ.

და აუცილებლად აღსანიშნავია საბერძნეთის ნაკრების მეკარის პანაიოტის პაპანტონოპულოს შესანიშნავი თამაში. მან თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

იოანის არვანიტისი, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – დღეს აქცენტი საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშეებზე გავაკეთე. მართალია, ჩვენც შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ დღეს თამაში მეტოქე გუნდის წინააღმდეგ თამაშზე ავაწყვეთ. ასეთი მიდგომა ხან ამართლებს და ხან არა. საბედნიეროდ, დღეს გაამართლა. ჩვენ თბილისში დიდი ოცნებით ჩამოვედით და ურთულესი თამაშები ჩავატარეთ. პირველი ორი წაგების გამო ცოტა იმედგაცრუებულები ვიყავით და ამიტომ მესამე თამაშის კარგად ჩატარება გვჭირდებოდა. ჩვენ ეს შევძელით.

ტიტე კალანდაძე – საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: ჩემი მოთამაშეების ასეთი უზუსტო თამაში არ მინახავს. ეს ალბათ გამოუცდელობის ბრალია. წინა თამაში ისეთ ძლიერ გუნდს მოვუგეთ, რომ დღეს ყველა ჩვენს გამარჯვებას ელოდა. მე უფრო ფრთხილად ვიყავი, არ გამოვრიცხავდი, რომ ბიჭებს რაღაც ვერ შეესრულებინათ, მაგრამ ასე ცუდად თუ ითამაშებდნენ, ნამდვილად არ ველოდი. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ასე თამაშს ვერ მოიგებ. 10 ქულიანი სისტემით ჩემს გუნდს 3 მაქსიმუმ 4 ქულას დავუწერდი.

იტალიამ დღეს 32-17 დაამარცხა ფინეთი და 4 ქულით ლიდერობს. საქართველო 3 ქულით მეორეა და ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს, ოღონდ ამისათვის აუცილებელია ხვალ იტალიის გუნდის დამარცხება. თუ ასე მოხდა და შემდეგ ბელარუსმა ფინეთი დაამარცხა, მაშინ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია ხვალვე გავინაღდოთ.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ

ჩემპიონატი საქართველოში – თბილისი, 10-19 აგვისტო

13 აგვისტო, ორშაბათი

A ჯგუფი: შვეიცარია 6, მაკედონია 6 – ფარერები 2, ლუქსემბურგი 2, ესტონეთი 2, ლიტვა 0

შვეიცარია – ლუქსემბურგი 26-25

ფარერები – მაკედონია 29-30

ესტონეთი – ლიტვა 23-21

10 აგვ: შვც-ესტ 33-22, ფარ-ლუქ 26-32, მკდ – ლიტ 32-30

11 აგვ. ესტ-ფარ 21-31, ლიტ-შვც 18-39, ლუქ-მკდ 25-31

B ჯგუფი: იტალია 4 (2 თამაშიდან), საქართველო 3 (3) – ბელარუსი 2 (2), საბერძნეთი 2 (3), ფინეთი 1 (2)

საბერძნეთი – საქართველო 24-19

საბ: პაპანტონოპულო, იორგალისი – ელეფთერიადი 10, ბოსკოსი 4, ციმპულასი 4, პაპაბასილისი 3, ტრულოსი 2, ათანასიადი 1, რუსოპულო, ციგარიდასი, მარკატატოსი, პაპადოპულო, დელიხრისტოსი, აგათონიკოსი

საქ: სილაგაძე 2, დიხამინჯია – კალანდაძე 5, ცხოვრებაძე 5, ლაპიაშვილი 4, ხელაძე 2, ქათამაძე 1, კუხალაშვილი, ჩადუნელი, კახოშვილი, გველესიანი, ასაბაშვილი, ნიაზაშვილი, დგებუაძე, ძნელაძე, ლ.იმნაძე

მსაჯები: ესკილ ბრასეტ, ლეიფ-ანდრე სუნდეტ (ნორვეგია)

იტალია – ფინეთი 32-17

10 აგვ: ფინ-საქ 25-25, ბლრ-საბ 32-22

11 აგვ: საქ-ბლ 32-24, საბ-იტა 20-27

14 აგვისტო, სამშაბათი

11:00 ფარერები – ლიტვა

13:00 მაკედონია – შვეიცარია

15:00 ლუქსემბურგი – ესტონეთი

17:00 იტალია – საქართველო

19:00 ფინეთი – ბელარუსი

15 აგვისტო – დასვენების დღე

16 აგვისტო, ხუთშაბათი

11:00 ლიტვა – ლუქსემბურგი

13:00 მაკედონია – ესტონეთი

15:00 შვეიცარია – ფარერები

17:00 ფინეთი – საბერძნეთი

19:00 ბელარუსი – იტალია

17 აგვისტო – დასვენების დღე

18 აგვისტო, შაბათი. ნახევარფინალი

19 აგვისტო, კვირა. ფინალი

ჩემპიონატი ოფიციალური გვერდი: http://www.2018tbilisi.com/ka

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი:

მაივიდეოს სპეციალური არხი: http://www.myvideo.ge/tv/xelburti

იუთუბზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/

აგრეთვე: https://www.ehftv.com/int/

ჩემპიონატი ავსტრიაში – ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: ჩეხეთი 6, თურქეთი 5 –  მონტენეგრო 4, უკრაინა 3, ბრიტანეთი 0, ირლანდია 0

12 აგვ: ირლ-მნტ  8-49, ბრი-ჩეხ 12-33, უკრ-თურ 36-36

13 აგვ: ჩეხ-ირლ 55-6, უკრ-ბრი 41-17, თურ-მნტ 28-21

B ჯგუფი:  ავსტრია 6, სლოვაკეთი 5 – ჰოლანდია 4, ლატვია 3, კოსოვო 0, ბულგარეთი 0

13 აგვ: სლკ-ბულ 38-20, ლატ-კოს 37-31, ავს-ჰოლ 27-18

 ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის M20 Euro-ზე თამაშის უფლებას.

M18 Euro ხორვატიაში: კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი9-19 აგვისტო

A: ხორვატია 6, სერბეთი 3 – პორტუგალია 2, ისრაელი 1

12 აგვ: პორ-ისრ 29-24, ხორ-სრბ 27-20

B: დანია 6, საფრანგეთი 3 – ნორვეგია 2, რუმინეთი 1

12 აგვ: საფ-დან 21-24, ნორ-რუმ 29-28

C: გერმანია 6, ესპანეთი 2 – უნგრეთი 2, რუსეთი 2

12 აგვ: გერ-ესპ 25-22, რუს-უნგ 26-25

D: ისლანდია 6, შვედეთი 4 – სლოვენია 2, პოლონეთი 0

12 აგვ. სლნ-ისლ 24-28, შვდ-პოლ 34-30

მეორე ჯგუფური ეტაპი. 1-8 ადგილები.

A: ხორვატია 2, დანია 2, საფრანგეთი 0, სერბეთი 0

B: ისლანდია 2, გერმანია 2, ესპანეთი 0, შვედეთი 0

9-16 ადგილები.

C: პორტუგალია 2, ნორვეგია 2, რუმინეთი 0, ისრაელი 0

D: სლოვენია 2, რუსეთი 2, უნგრეთი 0, პოლონეთი 0

15-16 ადგილებზე გასული გუნდები 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებისთვის დაქვეითდებიან მეორე დონეზე

Leave a Reply