მსოფლიო ჩემპიონი მძიმე სიტუაციაშია

იაპონიაში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში, მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთის ნაკრებმა ვერც მეორე მატჩი მოიგო და ბრაზილიას დაუზავდა 19-19. ფრედ დასრულდა დანია-კორეის მატჩიც, 26-26. 

ფრანგები მეკარე ამანდინ ლენოს 12 მოგერიებას უნდა უმადლოდნენ, რომ არ წააგეს და დარჩენილ 3 მატჩში სრული მობილიზაცია სჭირდებათ მეორე ეტაპზე გასასვლელად.

დანიამ პირველი ტაიმი 10-13 წააგო კორეასთან, თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი 26-24 იგებდა, მაგრამ დამარცხებას გადაურჩა – წინა, საფრანგეთთან მატჩის გმირმა რიუმ ბოლოწინა წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ბოლო შეტევაც აზიელებს დარჩათ, მაგრამ მსაჯმა ვიქტორია ალფაიძემ მათ ბოლო წამზე წესების დარღვევით გატანილი ბურთი არ ჩაუთვალა, 26-26. ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს, თითო – საფრანგეთსა და დანიას, 4 ქულით კი B ჯგუფს ლიდერობს გერმანია, რომელმაც იოლად მოუგო ავსტრალიას, 34-8.

C ჯგუფში მეორე მატჩიც მოიგო ესპანეთმა და რუმინეთს უნგრეთიც მიაყოლა 29-25. 4 ქულა აქვს მონტენეგროსაც, თუმცა 3 მძიმე მატჩი აქვს სათამაშო ესპანეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან. ესპანეთთან დამარცხების შემდეგ პირველი ქულები მოიპოვა რუმინეთმა, ვინც 29-24 დაამარცხა სენეგალი, ხოლო 13 გოლი გაიტანა ქრისტინა ნიაგუმ.

ორშაბათს მეორე ტურის მატჩებს A და D ჯგუფის გუნდები გამართავენ, ზეგ კი დიდი, 12-მატჩიანი მესამე ტურია. პირველი ეტაპი 6 დეკემბერს სრულდება. მეორე რაუნდში 3-3 საუკეთესო გადის. თამაშების ნახვა შეგიძლიათ სილკ სპორტის არხებზე.

ვიდეო. 30 ნოემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=elTMkuDF3VM&t

ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020

კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი

პირველი ჯგუფური ეტაპი. 1-2 დეკემბერი

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

B ჯგუფი: გერმანია 4, დანია 3, კორეა 3, საფრანგეთი 1, ბრაზილია 1, ავსტრალია 0

ბრაზილია – საფრანგეთი 19-19

დე პაულა, როდრიგეს-ბელო, არაუჟო 3 – ფლიპი, ედვიჟი, ბუკე 3, ლენო 12/28

ავსტრალია – გერმანია 8-34

პოტოცკი 3 – ლაუენროტი 6, ბერენდი 5, გროსმანი 5, ბენკე 4

კორეა – დანია 26-26

რიუ იუნ ჰი 9, კიმ სეონჰვა 4, ლი მიგიონი 4 – ჰოილუნდი 4, ჰაინდალი 3, გრიგელი 3

3 დეკ. 10:00 კორეა – ბრაზილია, 14:00 საფრანგეთი – ავსტრალია, 15:30 დანია – გერმანია

4 დეკ. 10:00 ავსტრალია – კორეა, 14:00 გერმანია – საფრენგეთი, 15:30 დანია – ბრაზილია

6 დეკ. 10:00 ბრაზილია – ავსტრალია, 14:00 გერმენია- კორეა, 15:30 საფრანგეთი – დანია

30 ნოე. გერ-ბრა 30-24, საფ-კორ 27-29, დან-ავლ 37-12

C ჯგუფი: მონტენეგრო 4, ესპანეთი 4, უნგრეთი 2, რუმინეთი 2, სენეგალი 0, ყაზახეთი 0

ყაზახეთი – მონტენეგრო 21-30

ალექსანდროვა 5 – რადიჩევიჩი 9

სენეგალი – რუმინეთი 24-29

კამარა 6, ნდიაიე 6,  დაპინა 6 – ნიაგუ 13

ესპანეთი – უნგრეთი 29-25

კაბრალი 7, ფერნანდესი 5, პენია 4 – ტოვიზი 5, ლუკაჩი 4

3 დეკ. 10:00 უნგრეთი – მონტენეგრო, 10:00 ესპანეთი – სენეგალი, 14:00 რუმინეთი – ყაზახეთი

4 დეკ. 10:00 ყაზახეთი – ესპანეთი, 10:00 მონტენეგრო – რუმინეთი, 14:00 უნგრეთი – სენეგალი

6 დეკ. 10:00 სენეგალი – ყაზახეთი, 10:00 მონტენეგრო – ესპანეთი, 14:00 რუმინეთი – უნგრეთი

30 ნოე. მნტ-სნგ 29-25, რუმ-ესპ 31-16, უნგ-ყაზ 39-15

A ჯგუფი: ნორვეგია 2, სერბეთი 2, სლოვენია 2, ჰოლანდია 0, ანგოლა 0, კუბა 0

2 დეკ. 07:30 კუბა – სერბეთი, 10:00 ანგოლა – ჰოლანდია, 15:30 სლოვენია – ნორვეგია

3 დეკ. 10:00 ჰოლანდია – კუბა, 13:00 სლოვენია – ანგოლა, 15:30 ნორვეგია – სერბეთი

5 დეკ. 10:00 კუბა – სლოვენია, 13:00 სერბეთი – ჰოლანდია,  15:30 ნორვეგია – ანგოლა

6 დეკ. 10:00 სერბეთი – სლოვენია, 13:00 ანგოლა – კუბა,  15:30 ჰოლანდია – ნორვეგია

30 ნოე. სრბ-ანგ 32-25, ჰოლ-სლნ 26-32, ნორ-კუბ  47-16

D ჯგუფი: რუსეთი 2, შვედეთი 2, იაპონია 2, არგენტინა 0, დრ კონგო 0, ჩინეთი 0

2 დეკ. 10:00 არგენტინა – რუსეთი, 13:00 დრ კონგო – იაპონია, 15:30 ჩინეთი – შვედეთი

3 დეკ. 09:30 რუსეთი – დრ კონგო, 12:00 ჩინეთი – არგენტინა, 14:30 შვედეთი – იაპონია

5 დეკ. 10:00 რდ კონგო – ჩინეთი, 13:00 იაპონია – რუსეთი, 15:30 შვედეთი – არგენტინა

6 დეკ. 10:00 იაპონია – ჩინეთი, 13:00 არგენტინა – დრ კონგო, 15:30 რუსეთი – შვედეთი

30 ნოე. იაპ-არგ 24-20, რუს-ჩინ 26-11, შვდ-დრკ 26-16

მეორე რაუნდი: 2 ჯგუფი 6-6 გუნდით (AB, CD): 8-11 დეკემბერი

ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი

Leave a Reply