მეტოქეებად კოსოვო და ისრაელი გვერგო

ქალთა ეროვნული ნაკრები ივნისში ჩაებმება ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქეებად შეგვხვდა ისრაელი და კოსოვო. მეორე ჯგუფში მოხვდნენ ფინეთი, ფარერის კუნძულები და სააბერძნეთი. მეორე ეტაპზე გადიან მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები. ტურნირი 9-11 ივნისს გაიმართება. მასპინძლობის პრიორიტეტი ერგო კოსოვოსა და ფარერების ფედერაციებს. 

2018 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე განაცხადი 32 ფედერაციამ შეიტანა. ექვსი ქვეყანა (ფინეთი, ისრაელი, ფარერის კუნძულები, კოსოვო, საბერძნეთი და საქართველო) პირველ ეტაპს ითამაშებს. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც უკვე ორ წრედ,  მიმოსვლით გაიმართება 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივნისამდე. გათამაშდება ფინალური ტურნირის 15 საგზური, რომლებსაც მიიღებს 7 შესარჩევი ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და მესამე ადგილზე გასულთაგან საუკეთესო. ფინალური ტურნირი 2018 წლის დეკემბერშია საფრანგეთში.

ვენაში გამართულ წილისყრაზე ოლო პროცედურა იყო პირველი შესარჩევი ეტაპის მასპინძელთა დადგენა.  პრიორიტეტი ერგოთ მეორე კალათაში განაწილებულ გუნდებს – ფარერის კუნძულებსა და კოსოვოს, მათი უარის შემთხვევაში მასპინძლობა ერგებათ საბერძნეთსა და საქართველოს, შემდეგ – ფინეთსა და ისრაელს.

საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ერთადერთხელ უთმაშია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი – 1993 წელს.

ხელბურთი. ევრო 2018, ქალები

პირველი შესარჩევი ეტაპი. 9-11 ივნისი, 2017

1 ჯგუფი: ფინეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი

2 ჯგუფი: ისრაელი, კოსოვო, საქართველო

მეორე შესარჩევი ეტაპი. სექტემბერი 2017-ივნისი  2018

მონაწილეობს 28 გუნდი: ავსტრია, ბელარუსი, გერმანია, დანია, ესპანეთი, თურქეთი, ისლანდია, იტალია, ლიტვა, მაკედონია, მონტენეგრო,  ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია,  რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ხორვატია, ჰოლანდია + პირველი ეტაპის ორი გამარჯვებული.  შეიქმნება 7 4-გუნდიანი ჯგუფი, ფინალურ სტადიაზე გავა 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე ადგილი.

ევრო 2018: საფრანგეთი, 2018 წლის დეკემბერი

Leave a Reply