gnhf-rrr

მეოთხე საგზური აჭარამ მოიპოვა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალის ბოლო საგზური მოიპოვა აჭარამ, რომელმაც 22-12 დაამარცხა ყვარელი. 12 მაისს, ნახევარფინალში ითამაშებენ პეგასი – აჭარა, BSB ბათუმი – სამტრედია. 

მეორე ეტაპის ბოლო დღეს ფოთმა 21-14 დაამარცხა ქარიშხალა და A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფში პირველობისთვის აღმოსავლეთის ლიგის ჩემპიონმა, პეგასმა 22-15 მოუგო საქართველოს შარშანდელ ჩემპიონს სამტრედიას და ნახევარფინალში დასავლეთის ლიგის გამარჯვებულს აჭარას შეხვდება.

აჭარამ მეორე ადგილი დაიკავა B ჯგუფში და გადამწყვეტ თამაშში იოლად მოუგო ყვარელს, 22-12. შედეგად, მეორე ნახევარფინალი დასავლეთის ლიგის მეორე და მესამე პრიზიორმა დააკომპლექტეს – სამტრედიამ და ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“, რომელმაც ბოლო დღეს 35-23 მოუგო რუსთავს და ქულათა მაქსიმუმით B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატში უფროსი ასაკის, 17-წლამდელ ჭაბუკებს შორის 15 გუნდი მონაწილეობდა. ჯერ გამოვლინდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგების ჩემპიონები და 5-5 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც ბრძოლა უშუალოდ საქართველოს ჩემპიონობისთვის განაგრძეს. ფინალური ოთხეულის ტურნირი 11-12 მაისს გაიმართება თბილისში, ხოლო 1-5 ივლისს საქართველოს ამ ასაკის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი აქვს გეტებორგში, შვედეთი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 17 წ

მეორე ეტაპი. 21 აპრილი, თბილისი

2-2 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

A ჯგუფი

ქარიშხალა – ფოთი 14-21

პეგასი – სამტრედია 22-15

ა ჯგუფი

 21 აპრ.
      გატ-გაშ  
პეგასი 4   4   0   0 110-56 8  
სამტრედია 4   3   0   1 74-52 6  
ფოთი 4   2   0   2 86-87 4  
ქარიშხალა 4   1   0   3 69-92 2  
ქარელი 4   0   0   4 52-104 0  

 

 

 

 

 

 

B ჯგუფი

ბათუმი – რუსთავი 35-23

აჭარა – ყვარელი 22-12

ბ ჯგუფი

 21 აპრ.       გატ-გაშ  
BSB ბათუმი 4   4   0   0 99-75 8  
აჭარა
4   3   0   1 85-62 6  
ყვარელი 4   2   0   2 70-71 4  
ქუთაისი 4   1   0   3 74-82 2  
რუსთავი 4   0   0   4 68-106 0  

 

 

 

 

 

 

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, გ. გველესიანი,

თ. ბჟალავა, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე

11 მაისი, ნახევარფინალი

პეგასი – აჭარა

BSB ბათუმი – სამტრედია

12 მაისი, ფინალი

Leave a Reply