სამი ნახევარფინალისტი გამოვლინდა

სპორტკომპლექს არენაში გრძელდება საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მეორე ეტაპი ხელბურთში. დღევანდელი მატჩების შემდეგ უკვე ცნობილია ფინალური ოთხეულის სამი მონაწილე: პეგასი, სამტრედია და BSB ბათუმი. ნახევარფინალის მეოთხე საგზურს ხვალ ერთმანეთში გაითამაშებენ აჭარა და ყვარელი. 

A ჯგუფში აღმოსავლეთის ჩემპიონმა პეგასმა ორივე მატჩი იოლად მოიგო – ქარელთან 33-12 და ქარიშხალასთან 28-14 და ხვალ ჯგუფში პირველობისთვის ეთამაშება საქართველოს შარშანდელ ჩემპიონს სამტრედიას. აქ დღეს მთავარი თამაში სამტრედიასა და ფოთის ოქროს ვერძს შორის გაიმართა – სამტრედიამ 25-17 მოიგო და ოთხეულში გასვლა გაინაღდა.

უფრო რთული სიტუაციაა B ჯგუფში. პირველივე მატჩში დასავლეთის ჩემპიონმა აჭარამ მძიმე მატჩი მოუგო ქუთაისს, 20-15, თუმცა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებთან მატჩის შუაწელში ზედიზედ 8 გოლი გაუშვა, 7-15 ჩამორჩა და მდგომარეობა ვეღარ გამოასწორა – 17-21. ბათუმმა ამით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი დარჩენილი ჰქონდა ქუთაისს და ყვარელს 8-13 წაგებული პირველი ტაიმი კინაღამ შემოუბრუნა კიდეც – ქუთაისი ბოლოში ერთი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ მაინც წააგო, 18-19 და ხვალ, ნახევარფინალის მეოთხე მონაწილეს, პირისპირ მატჩში გამოავლენენ ყვარელი და აჭარა.

მეორე ეტაპის ბოლო ტური ხვალ 12 საათიდან დაიწყება. საქართველოს ჩემპიონატში სულ მონაწილეობდა 15 გუნდი. პირველ ეტაპზე გამოვლინდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგების ჩემპიონები და შეირჩა 5-5 საუკეთესო გუნდი მეორე ეტაპისთვის. ხვალინდელი მატჩების შემდეგ  2-2 საუკეთესო ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატში განაგრძობს. ნახევარფინალი 11 მაისაა, ფინალი – 12 მაისს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 17 წ

მეორე ეტაპი. 20 აპრილი, თბილისი

2-2 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

A ჯგუფი

პეგასი – ქარელი 33-12

სამტრედია – ფოთი 25-17

პეგასი – ქარიშხალა 28-14

სამტრედია – ქარელი 10-0

ა ჯგუფი

 20 აპრ.
      გატ-გაშ  
პეგასი 3   3   0   0 88-41 6  
სამტრედია 3   3   0   0 59-30 6  
ფოთი 3   1   0   2 65-73 2  
ქარიშხალა 3   1   0   2 55-71 2  
ქარელი 4   0   0   4 52-104 0  

 

 

 

 

 

 

21 აპრილი, არენა 2

14:00 ქარიშხალა – ფოთი

15:00 პეგასი – სამტრედია

 

B ჯგუფი

აჭარა – ქუთაისი 20-15

ყვარელი – რუსთავი 25-15

აჭარა – ბათუმი 17-21

ყვარელი – ქუთაისი 19-18

ბ ჯგუფი

 20 აპრ.       გატ-გაშ  
BSB ბათუმი 3   3   0   0 64-52 6  
აჭარა
3   2   0   1 63-50 4  
ყვარელი 3   2   0   1 58-49 4  
ქუთაისი 4   1   0   3 74-82 2  
რუსთავი 3   0   0   3 45-71 0  

 

 

 

 

 

 

21 აპრილი, არენა 2

12:00 ბათუმი – რუსთავი

13:00 აჭარა – ყვარელი

 

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, გ. გველესიანი,

თ. ბჟალავა, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე

 

ფინალური ოთხეული

11 მაისი, ნახევარფინალი

12 მაისი, ფინალი

Leave a Reply