ჩოხელი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის

მაკედონიის ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში, მესამე ადგილზეა საქართველოს ნაკრები კაპიტნის, მედეა ჩოხელის გუნდი, პელისტერი, რომელმაც ბოლო ტურში, სტუმრად დაამარცხა სკოპიეს ვარდარი, 32-29. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური დარჩა. 

პელისტერმა რეგულარული ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობისთვის მებრძოლ ხუთეულში მოხვდა. ამ ხუთმა გუნდმა ერთმანეთში დაგროვილი ქულები ფინალში გადაიყოლა და კიდევ ორ წრეს, ანუ 8 მატჩს თამაშობს.

მეორე ეტაპი პელისტერმა ლიდერებთან მარცხით დაიწყო – წააგო სკოპიეს მეტალურგთან 28-33 და მეორე ადგილზე მყოფ კუმანოვოსთან 27-33, თუმცა, ამის შემდეგ დაამარცხა იმ მომენტისთვის მესამეზე მყოფი სტრუჟანკა 35-23, ხოლო შემდეგ მოუგო ვარდარსაც. შედეგად, კლუბი ახლა მესამე, ევროტურნირებზე გამსვლელ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს.

მედეა ჩოხელმა ამ 4 მატჩში 15 გოლი გაიტანა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მეორე ადგილზე მყოფ კუმანოვოთან (6 გოლი), სულ კი სეზონში 82 ბურთი აქვს გატანილი. მაკედონიის თასის გათამაშებას პელისტერი ნახევარფინალში, სტრუჟანკასთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, ხოლო ევროპული ჩელენჯ კაპზე მერვედფინალამდე მიაღწია. მაკედონიის ჩემპიონატი 25 მაისს დასრულდება.

ხელბურთი. მაკედონიის ქალთა სუპერლიგა. საჩემპიონო ჯგუფი. 12/16 ტურის შემდეგ. 1. მეტალურგ სკოპიე 30 ქულა – 2. კუმანოვო 22 – 3. პელისტერი 15 – 4. სტრუჟანკა 12 – 5. ვარდარი 10

Leave a Reply