მეოთხედფინალამდე ერთი ნაბიჯია

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატის მეორე დღეს, ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტირნოვოში, დამაჯერებლად, 34-26 დაამარცხა დიდი ბრიტანეთი. ხვალ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მალტის ნაკრებს ვეთამაშებით და მეოთხედფინალში გასვლის ძალიან დიდი შანსი გვაქვს. 

ამისათვის სრულიად საკმარისია მალტის დამარცხება, მეოთხედფინალში კი ჩვენი ყველაზე სავარაუდო მეტოქე იქნება თურქეთის ნაკრები, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდის სამი საგზურიდან ერთ-ერთის მთავარი პრეტენდენტია.

ჩვენი ნაკრები ბულგარეთში ახალგაზრდული გუნდითა ჩასული და საგზურისთვის კი იბრძოლებს, მაგრამ მთავარ ამოცანად ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება აქვს დასახული. ლუქსემბურგთან მარცხის შემდეგ გუნდმა კონცენტრირება მოახდინა და თავიდან ბოლომდე იგებდა – ბრიტანეთმა ერთადერთხელ, დასაწყისში გაათანაბრა ანგარიში (1-1), ქართველებმა ტაიმი 17-11 მოიგეს და მეორის დასწყისშივე 11 ბურთამდე აიყვანეს სხვაობა (21-11), რის შემდეგაც მწვრთნელებმა ლიდერები დაასვენეს და ყველას მისცეს თავის გამოჩენის შანსი.  საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს მეკარე სანდრო ხანდოიშვილი, ვინც 24 დარტყმიდან 11 მოიგერია.

ჩვენი ნაკრები ძლიერად გამოიყურებოდა დაცვაში, შეტევაში კი დაბალანსებულად ითამაშა – 9 გოლი გავიტანეთ შორიდან, 9 – 6 მეტრიდან, 8 – კუთხეებიდან, 4 – სწრაფ გარღვევაში და 4 – შვიდმეტრიანიდან.

ანდრეი პორტნოი, მწვრთნელი, საქართველო – დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ დაცვაში და შეტევის წამოწყებაც კარგი გვქონდა. ხვალ  დილას ვარჯიში გვაქვს და მალტასთან მატჩის ტაქტიკაზეც ვიმუშავებთ. დღეს კარგად ვიმუშავეთ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დიდი ნაწილი უძლიერესი შემადგენლობით არ გვითამაშია, კმაყოფილები ვართ, განსაუთრებით დაცვაში თამაშით.

ხელბურთი. IHF განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონატი (25 წ, კაცები)

გაბროვო, ველიკო ტირნოვო (ბულგარეთი), 12-18 ივნისი, 2017

B ჯგუფი: ლუქსემბურგი 4 ქულა, საქართველო 2, დიდი ბრიტანეთი 2, მალტა 0

13 ივნისი, ველიკო ტირნოვო. საქართველო-ბრიტანეთი 34-26

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი 1 – ორჯონიკიძე 7, გოგავა 6, მიქავა 6, ყორიაული 5, რუსტამოვი 4, ბულბულაშვილი 2, იობაშვილი 2, ბაინაზიშვილი 1, მერკვილაძე, დიხამინჯია, ცხოვრებაძე, არსენაშვილი, – მწვ. ორჯონიკიძე, პორტნოი

ბრი: ბრედლი, ინსოუ – ნეგრეტე 6, ლოპეზი 5, კლენინგი 4, ველსბი 3, ტაილერი 2, ვეილი 2, გუდვინი 1, სტრაქანი 1, პრაისი 1, ჰოკინსი 1, ბრაითვაიტი, კლარკი – მწვ. ვასკონსელოსი    

მსაჯები: ვუიაჩიჩი, კაზანეგრა (მნტ)

ლუქსემბურგი-მალტა 39-27

12 ივნ. ლუქსემბურგი-საქართველო 35-29, მალტა-ბრიტანეთი 18-24

14 ივნ. 19:00 ბრიტანეთი-ლუქსემბურგი, 21:00 საქართველო-მალტა

ჯგუფი: თურქეთი 4, კოსოვო 2, ირლანდია 2, ალბანეთი 0

კოსოვო – ირლანდია 47-30, თურქეთი-ალბანეთი 54-12

12 ივნ. თურქეთი-კოსოვო 25-24, ალბანეთი-ირლანდია 33-50

14 ივნ. ირლანდია-თურქეთი, ალბანეთი-კოსოვო

C ჯგუფი: კვიპროსი 4, ბულგარეთი 2, აზერბაიჯანი 2, ანდორა

13 ივნ. ბულგარეთი-აზერბაიჯანი 41-34,  კვიპროსი-ანდორა 39-14

12 ივნ. კვიპროსი-ბულგარეთი 25-22, ანდორა-აზერბაიჯანი 23-31

14 ივნ. კვიპროსი-აზერბაიჯანი, ბულგარეთი-ანდორა,

D ჯგუფი: ფარერის კუნძულები 4, ჩინეთი 2, მოლდოვა 2, სომხეთი 0

13 ივნ. ჩინეთი-სომხეთი 43-12, ფარერები-მოლდოვა 40-30

12 ივნ. სომხეთი-მოლდოვა 13-46, ჩინეთი-ფარერები 23-30

14 ივნ. მოლდოვა-ჩინეთი, ფარერები-სომხეთი

2-2 გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში

16 ივნისი – მეოთხედფინალი 1-8 და 9-16 ადგილებისთვის

A1-B2, B1-A2 (ტირნოვო), C1-D2, D1-C2 (გაბროვო)

17 ივნისი – ნახევარფინალი

1-4, 5-8 ადგილები (გაბროვო): A1-B2/ C1-D2, B1-A2/ D1-C2

9-12, 13-16 ადგილები (ტირნოვო)

18 ივნისი – ფინალი

1-2, 3-4, 5-6, 7-8 ადგილები (ტირნოვო), 9-10, 11-12, 13-14, 15-16 ადგილები (გაბროვო)

სამი საუკეთესო ევროპული გუნდი იღებს ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში

GK სანდრო ხანდოლიშვილი (1998, სტუ-ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი ( 1998, იმედი თელავი)

LW ხაზეინ რუსტამოვი (1999, ქუთაისი), ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი)

LB თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, პრილეპი, მკდ), ზურაბ გოგავა (1998, პეგასი)

CB გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი თელავი), დავით ყორიაული (1998, იმედი თელავი)

გიორგი მიქავა (1998, იმედი თელავი), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ-ქარიშხალა)

RB – გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), ლუკა ბულბულაშვილი (1998, სტუ-ქარიშხალა)

RW – გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ანდრეი პორტნოი (უკრ), ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი

Leave a Reply