მეოთხედფინალში თურქეთის ნაკრებს ვხვდებით

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატზე დაამარცხა მალტა, 28-20, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პარასკევს, მეოთხედფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. დანარჩენი წყვილებია ლუქსემბურგი-კოსოვო, ფარერის კუნძულები – ბულგარეთი, კვიპროსი – ჩინეთი.

თუ მეოთხედფინალში ერთადერთმა არაევროპულმა გუნდმა, ჩინეთმა, კვიპროსი დაამარცხა, მაშინ დანარჩენი სამი მეოთხედფინალის გამარჯვებული ავტომატურად მოიპოვებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდის საგზურს.

მალტასთან თამაშში საქართველოს ახალგაზრდული გუნდი თავიდან ბოლომდე ლიდერობდა. ტაიმი 19-9 მოვიგეთ, მეორეში სხვაობა თორმეტამდეც ავიდა (22-10), შემდეგ კი მშვიდად მივიყვანეთ მატჩი გამარჯვებამდე – 28-20. საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი თეიმურაზ ორჯონიკიძემ მიიღო. ითამაშა ყველა, თოთხმეტივე ხელბურთელმა – მათ შორის, დიხამინჯიამ, რომელმაც პირველი მატჩი სიცხის გამო გამოტოვა, აგრეთვე არსენაშვილმა და ცხოვრებაძემ – ამ ორს მიკროტრავმები ქონდა და მეორე მატჩი გამოტოვა.

ანდრეი პორტნოი, მწვრთნელი, საქართველო – ცხადია, მოგებით კმაყოფილი ვარ. ძირითადად, მეორე შემადგენლობით ვითამაშეთ და კარგად ვიდექით დაცვაში. შეტევაში ყველაფერი არ გამოგვივიდა, მაგრამ მიზანს აქაც მივაღწიეთ – პოზიციური შეტევისას კომბინაციები დავხვეწეთ, თანაც, წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცით და ახლა უნდა განვეწყოთ თურქეთთან მოსაგებად.

15 ივნისს შეჯიბრებაზე დასვენების დღეა, პარასკევს თურქეთ-საქართველოს მატჩი 19 საათზე დაიწყება ქალაქ ველიკო ტირნოვოში.

ხელბურთი. IHF განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონატი (25 წ, კაცები)

გაბროვო, ველიკო ტირნოვო (ბულგარეთი), 12-18 ივნისი, 2017

სამი საუკეთესო ევროპული გუნდი იღებს ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს

B ჯგუფი: ლუქსემბურგი 6 ქულა, საქართველო 4 – დიდი ბრიტანეთი 2, მალტა 0

14 ივნისი, ველიკო ტირნოვო. საქართველო-მალტა 28-20

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – ორჯონიკიძე 5, ბულბულაშვილი 5, რუსტამოვი 4, ცხოვრებაძე 4, ყორიაული 3, ბაინაზიშვილი 2, არსენაშვილი 2, გოგავა 1, მერკვილაძე 1, დიხამინჯია 1, მიქავა, იობაშვილი – მწვ. ორჯონიკიძე, პორტნოი

მალ: გაუჩი, ტანტი – ჰარისონი 4, მიფსუდი 3, ნაუდი 3, გარგანო 3, დი პილატო 2, პორტელი 2, ბუჰაჯარი 1, ფენეჩი 1, რიცო 1, ბუჯეია, ბალდაკინო, კამილერი – მწვ. ატარდი, ტანტი

მსაჯები: ჭოუ იუნლეი, ჩენ იუფენი (ჩინ)

ბრიტანეთი-ლუქსემბურგი 30-37

13 ივნ. საქართველო-ბრიტანეთი 34-26, ლუქსემბურგი-მალტა 39-27

12 ივნ. ლუქსემბურგი-საქართველო 35-29, მალტა-ბრიტანეთი 18-24

ჯგუფი: თურქეთი 6, კოსოვო 4 – ირლანდია 2, ალბანეთი 0

14 ივნ. ირლანდია-თურქეთი 26-41, ალბანეთი-კოსოვო 17-44

13 ივნ. კოსოვო – ირლანდია 47-30, თურქეთი-ალბანეთი 54-12

12 ივნ. თურქეთი-კოსოვო 25-24, ალბანეთი-ირლანდია 33-50

C ჯგუფი: კვიპროსი 6, ბულგარეთი 4 – აზერბაიჯანი 2, ანდორა 0

14 ივნ. ბულგარეთი-ანდორა 38-16, აზერბაიჯანი-კვიპროსი 28-32

13 ივნ. ბულგარეთი-აზერბაიჯანი 41-34, კვიპროსი-ანდორა 39-14

12 ივნ. კვიპროსი-ბულგარეთი 25-22, ანდორა-აზერბაიჯანი 23-31

D ჯგუფი: ფარერის კუნძულები 6, ჩინეთი 4 – მოლდოვა 2, სომხეთი 0

14 ივნ. მოლდოვა-ჩინეთი 22-29, ფარერები-სომხეთი 44-6

13 ივნ. ჩინეთი-სომხეთი 43-12, ფარერები-მოლდოვა 40-30

12 ივნ. სომხეთი-მოლდოვა 13-46, ჩინეთი-ფარერები 23-30

16 ივნისი – მეოთხედფინალი 1-8 ადგილებისთვის

19:00 თურქეთი – საქართველო (ველიკო ტირნოვო)

19:00 კვიპროსი – ჩინეთი (გაბროვო)

21:00 ლუქსემბურგი – კოსოვო (ველიკო ტირნოვო)

21:00 ფარერები – ბულგარეთი (გაბროვო)

9-16 ადგილებისთვის

15:00 ირლანდია – მალტა (ველიკო ტირნოვო)

15:00 აზერბაიჯანი – სომხეთი (გაბროვო)

17:00 ბრიტანეთი – ალბანეთი (ველიკო ტირნოვო)

17:00 მოლდოვა – ანდორა (გაბროვო)

17 ივნისი – ნახევარფინალი

1-4, 5-8 ადგილები (გაბროვო): A1-B2/ C1-D2, B1-A2/ D1-C2

9-12, 13-16 ადგილები (ტირნოვო)

18 ივნისი – ფინალი

1-2, 3-4, 5-6, 7-8 ადგილები (ტირნოვო), 9-10, 11-12, 13-14, 15-16 ადგილები (გაბროვო)

Leave a Reply